12:00 საათისთვის სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები შეიკრიბნენ. მათ შორის, რამდენიმე - ეროვნული ჩემპიონატიდანაა გამოძახებული...

12:00 საათისთვის სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები შეიკრიბნენ. მათ შორის, რამდენიმე - ეროვნული ჩემპიონატიდანაა გამოძახებული. ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას არასდროს უთქვამს, რომ საქართველოს პირველობიდან ფეხბურთელს არ გამოიძახებდა, მაგრამ თავიდანვე ცხადი იყო, რომ ლეგიონერებს დაეყრდნობოდა. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პირველობიდან საუკეთესოები უცხოეთში მიდიან.

ამის მიუხედავად, ქეცბაიამ უმაღლეს ლიგაში საინტერესო ფეხბურთელები მაინც მოიძია. თუკი ზოგიერთ მათგანს ეროვნულ გუნდში ადრეც უვარჯიშია, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ალეკო კოშკაძე ოფიციალური მატჩისთვის ნაკრებში პირველად ქეცბაიამ გამოიძახა. აშკარაა, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს მოსწონს ტექნიკური და აზრიანი ნახევარმცველი, რადგან პოსტზე დანიშვნის შემდეგ კოშკაძეს შეკრებებზე სისტემატურად იძახებს.

- ალეკო, ეროვნულ ნაკრებში ქეცბაიამ 28 წლის ასაკში გამოგიძახათ, ანუ მაშინ, როცა ფეხბურთელებს ამის იმედი გადაეწურებათ ხოლმე...

- საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა რთულია და აქედან გამომდინარე - უფრო სასიამოვნოც. ქეცბაია ხედავს, ვინ არის გამოსაძახებელი...

- თქვენი აზრით, "დინამოში" ვარჯიში ასე წაგადგათ?

- რა თქმა უნდა, ტრადიციულ გუნდში ფეხბურთელი უფრო იზრდება და უფრო მეტსაც სწავლობს, ვიდრე სხვაგან. ტრადიცია და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ბევრს ნიშნავს.

- იქნებ, "დინამოს" სახელმა იმოქმედა? ამ გუნდის ფეხბურთელს მაინც უფრო ენდობიან...

- ალბათ, ასეც არის, რადგან "დინამო" ფეხბურთელს უფრო გამოაჩენს. ჩემი გუნდი ყველასთვის ტრამპლინია.

- რამდენიმე გამოძახების მიუხედავად, ჯერ ნაკრებში არ გითამაშიათ...

- არ მითამაშია, მაგრამ მე ჩემს შანსს ველოდები და მას აუცილებლად გამოვიყენებ.

- თქვენი აზრით, რა არის ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდან გამოძახებული მოთამაშეების პრობლემა - კლასი თუ არასაკმარისი თავდაჯერება?

- არა მგონია, ფსიქოლოგიური პრობლემა გვქონდეს. ნაკრებში მოხვედრა ყველას სურს და მიწვევა კარგ განწყობას გვიქმნის. ალბათ, პრობლემა უფრო კლასია. ჩვენთან არ არის ისეთი ჩემპიონატი, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ფეხბურთელიც აქ ნაკლებად იზრდება... თუმცა მთავარია მონდომებაა და აქაც შეიძლება გაზრდა.

ზუგდიდის "ბაიას" ნახევარმცველი ნიკა კვეკევესკირი ნაკრების შეკრებაზე პირველად მიიწვიეს: "ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც. ჩემთვის თემურ ქეცბაიას ნდობა ბევრს ნიშნავს. დებიუტანტი ვარ და ახლა უხერხულია ჩემგან იმაზე ლაპარაკი, ვითამაშებ თუ არა... ქეცბაიამ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა შეკრიბა და დარწმუნებული ვარ, მალტასა და ლატვიასთან გუნდი მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს".

ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია") კითხვაზე - რა რეაქცია ჰქონდა ნაკრებში მიწვევაზე, გვპასუხობს: " არ ვიცი, ვითამაშებ და საერთოდ, 18 კაცში მოვხვდები თუ არა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება უზომოდ მახარებს. მე არ ვიცი, ვარ თუ არა სანაკრებო დონისთვის მზად. ეს მაშინ გამოჩნდება, თუ თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა. ის კი ვიცი, რომ ნაკრებში თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს".

როინ კვასხვაძე, "ზესტაფონის" მეკარე: "მე მგონი, ნაკრებისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვარ. ეროვნულში აქამდეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ თემურ ქეცბაიამ დიდი სტიმული მომცა. ვფიქრობ, ეს გამოძახება ძალიან წამადგება და კარიერაში ხელს შემიწყობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს