საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოსნიასთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
5 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გამართული საქართველო-ბოსნიის მატჩის (103:107) შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი წარსდგა:

- უპირველესად, ბოსნიის ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას. ჩვენმა მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და მიზანსაც მიაღწია.

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ისეთ გუნდთან, როგორიც ბოსნიაა, მხოლოდ მონდომებით თამაში არ კმარა, აუცილებელია კარგი თამაშიც.

ჩემს შეგირდებს ძალა და ენერგია არ დაუშურებიათ, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს არ გვეყო - ყველა დავალების ზედმიწევნით შესრულებაა აუცილებელი.

მეტოქემ გვაჯობა. სტუმართა გუნდში შესვენებამდე ზაკ რაითი გამოირჩეოდა. პერსონალური ჯარიმების გამო მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პეტროვიჩმა იგი დაასვენა და ახალგაზრდა ღირსეული შემცვლელი მოუძებნა.

ჩვენი გუნდიდან კარგად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, თუმცა მირზა ტელეტოვიჩმა, რომელიც უაღრესად დიდი პროფესიონალია, მაინც მოახერხა ჩვენი დაცვის გარღვევა და საკუთარი გუნდისთვის ქულების მოტანა. ბოსნიელთა გამარჯვებაში მან დიდი როლი ითამაშა.

- ბოლო შესვენებისას რა დავალება მიეცით შეგირდებს - სამქულიანის ჩაგდება თუ ორქულიანით ანგარიშის გათანაბრება და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა?

- მოედანზე ოთხი მსროლელი და ფაჩულია დავტოვეთ, რომელსაც მეტოქეები უნდა ჩაეკეტა და თანაგუნდელებისთვის სროლის საშუალება მიეცა.

პულენს, რომელიც კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, შეეძლო ორქულიანის ტყორცნაც. შესაძლოა, ეს უფრო შდეგიანიც ყოფილიყო. მან კი სამქულიანის ჩაგდება ამჯობინა.

რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, ზონური დაცვა უნდა გვეთამაშა. პირველ ტაიმში ეს გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ მირზას შორეული ზუსტი ტყორცნების გამო ტაქტიკას ხშირად ვცვლიდით, რადგან ზონურ დაცვას შედეგი არ მოჰქონდა.

ის, რომ ოთხი ქართველი კალათბურთელი ერთი ბოსნიელის პირისპირ აღმოჩნდებოდა, ხოლო მეტოქე გუნდის სხვა წევრები თავისუფალ პოზიციაში იმყოფებოდნენ, მწვრთნელის დავალების ცუდად შესრულებაზე მიუთითებს.

მარცხის მიუხედავად, ჯერ არაფერია დაკარგული - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს და ის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ბედი ჩვენ ხელთაა.

ორიოდე დღეში ლატვიას დავუპირისპირდებით. წარმატებისთვის არაფერს დავიშურებთ.

ასევე იხილეთ:

საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]

რა შანსი რჩება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს?

mmm
კარგი სტარტი-გამარჯვების პორმულა.
kzviadi
ვინმეს თუ გახსოვთ საქართველოს ნაკრებს 100 ქულა აეღოს და მითუმეტეს ასეტ კარგ გუნდთან? მაგრამ ძალა აღმართს ხნავს..მწვრთნელის და მოყვანილი გამთამაშებლის ფაქტორი გასათვალისწინებელია...არცერთი არ ეტყობა გუნდს სამწუხაროდ...
anzora
უმცვრტნელო გუნდი...
ბურგალ
არაგუნდური თამაში, გაუაზრებელი და ქაოტური კომპინაციები, ძალიან ბევრი შეცდომები
zuxusha
ჩვენ ხომ ემოციური ხალხი ვართ? ზაიზენბახერი იყო და მუდოსავით სახე ჰქონდა გაშეშებული მაშინაც, როცა მისი ძიუდოისტი გამოდიოდა, კოკოშკოვიც ასეა... მე არ მომწონს და სხვისი არ ვიცი. ნახეთ, პეტროვიცი, ეს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი კალათბურთელი, ბრდღვნიდა ყველაფერს!?
mmm
მარტო კურება სჰველის? დაპირდიტ და ნახავტ უკეტეს სჰედეგს.არ გიგირტ?აბა რად გინდატ?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა