უელსის ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი "ბრიტანელი ლომების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
უელსის ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი უორენ გეთლენდი "ბრიტანელი ლომების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელსაც მომავალ წელს 10-მატჩიანი ტურნე ექნება ავსტრალიაში.

ტურნეში გამგზავრებამდე "ბრიტანელი ლომები" ჰონგ კონგში "ბარბაროსებს" დაუპირისპირდებიან. ავსტრალიაში კი სამ შეხვედრას გამართავენ ამ ქვეყნის ნაკრებთან, ხოლო შუალედებში მათ მეტოქეობას ადგილობრივი კლუბები გაუწევენ.

გეთლენდმა უელსის ნაკრებში მუშაობისას ორჯერ მოიგო ექვსი ერის გათამაშების დიდი სლემი და შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ნახევარფინალში გააღწია. ამასთან ერთად, ის გახლდათ "ბრიტანელი ლომების" მთავარი მწვრთნელის, სერ იენ მაკგიჰანის ასისტენტი 2009 წელს სამხრეთაფრიკულ ტურნეში.

უორენ გეთლენდი მეორე ახალზელანდიელი მწვრთნელია, რომელსაც "ბრიტანელი ლომების" თავკაცობის პატივი ერგო. პირველად ამ პოსტზე 2001 წელს სერ გრემ ჰენრი დაინიშნა. მაშინაც "ბრიტანელების" ტურნე ავსტრალიაში შედგა.

"ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო 2009 წელს "ბრიტანელი ლომების" თავკაცის ასისტენტად მუშაობა და მას შემდეგ ვოცნებობდი, რომ შემდეგ ტურნეში გუნდს მე გავძღოლოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული ამოცანის გადაჭრა მომიწევს.

სამხრეთ ნახევარსფეროში თამაში განსაკუთრებული მოვლენაა ნებისმიერი ჩრდილოური გუნდისთვის. მიუხედავად სირთულისა, ვეცდებით, ეს ტურნე ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.

უახლოესი თვეების განმავლობაში ყურადღებით შევისწავლი მწვრთნელთა შტაბს, დავაკვირდები მოთამაშეებს. ხომ ცხადია, "ბრიტანელ ლომებთან" ერთად ტურნეში ყოფნა უნიკალური მოვლენაა. ეს, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მწვრთნელებისთვისაც, კარიერის მწვერვალია.

უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემს გვერდით მომუშავე პერსონალი და მორაგბეები იმსახურებენ ამას, რათა ქომაგებმა იამაყონ ჩვენით" - თქვა უორენ გეთლენდმა.

გუნდის დაკომპლექტებისას გეთლენდს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან "ბრიტანელი ლომების" კანდიდატთა ნაწილი საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს. ამ ქვეყნის ჩემპიონატის ფინალი 2013 წლის 1 ივნისსაა დანიშნული. იმავე დღეს "ლომები" ჰონგ კონგში "ბარბაროსებს" ეთამაშებიან.

ყველაზე მეტი ბრიტანელი დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონში" თამაშობს. ესენია: ჯეთინ ჯენკინსი, ენდრიუ შერიდანი, დელონ არმითიჯი, საიმონ შოუ, და ჯონი ვილკინსონი. არადა, ტულონელები ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტები არიან.

მათ სტარტზე სამი მატჩიდან სამივე მოიგეს და ასე გაგრძელებას აპირებენ. თუ ეს მორაგბეები "ბრიტანელ ლომებთან" ერთად ტურნეში გამგზავრებას ვერ შეძლებენ, მაშინ კანდიდატების ძებნა გეთლენდს სხვაგან მოუწევს. მან აი, ასეთი გამოსავალი იპოვა:

"ხვალ საფრანგეთში მივემგზავრები, რათა მოთამაშეებსა და მათი გუნდების ხელმძღვანელებს მოველაპარაკო. ამასთან ერთად, დავესწრები "პერპინიანისა" და "ბაიონის" მატჩს. საბოლოოდ კი გადაწყვეტილება თავად მორაგბეებმა უნდა მიიღონ.

მაგალითად, 2009 წელს ნათაბ ჰაინსმა "პერპინიანი" დატოვა და "ბრიტანელ ლომებთან" ერთად ტურნეში გაემგზავრა. არადა, ამ კატალონიურ კლუბს ჩემპიონატის ფინალი ჰქონდა სათამაშო. აი, ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნათანი "ბრიტანელ ლომებში" თამაშს. ის ჩაჯდა თვითმფრინავში და თქვა: "გიჟი კი არ ვარ, ფრანგულ კლუბში ფინალი ვითამაშო, როცა საშუალება მეძლევა, "ბრიტანელი ლომების" კვართი მოვირგო".

ეს ყველაფერი სერიოზული განსჯის საგანია. ჩვენ დაველაპარაკებით მორაგბეებს. ვინ იცის, იქნებ ნათან ჰაინსს ბევრმა მათგანმა მიბაძოს. თუ არა, სათანადო დონის მოთამაშეების ძებნა სხვაგან მოგვიწევს" - თქვა გეთლენდმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბრიტანელი ლომების" მთავარი მწვრთნელი საფრანგეთში "პერპინიანისა" და "ბაიონის" თამაშს დაესწრება. აქ მას კატალონიელთა რიგებში მოთამაშე ჯეიმზ კრუკისა და ბასკების გუნდის წევრის, მაკ ფილიპსის ხილვა სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა