ვარჯიშის შემდეგ ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბელორუსის ნაკრებთან მომავალ მატჩზე ისაუბრა
5 სექტემბრის საღამოს ვარჯიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ჩაატარა.

გუნდს ყველაზე გვიან ფინური "ინტერ ტურკუს" თავდამსხმელი - ირაკლი სირბილაძე შეუერთდა, რომელმაც ფინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა სწორედ ქართველი ფორვარდის გოლების წყალობით მოიგო.

"ჯვაროსნები" დიდი მონდომებით ემზადებიან ბელორუსის ნაკრებთან შესახვედრად. ვარჯიშის შემდეგ ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა - დავით თარგამაძემ სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მცირე კომენტარიც გააკეთა:

"ბელორუსის თამაშები ვნახეთ და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. თან - აშკარად ძალიან პროგრესირებადი, რაც წლევანდელ ოლიმპიადაზეც დაამტკიცეს. სწორედ ბელორუსთან თამაში იქნება გადამწყვეტი.

ახალ ციკლს საშინაო არენაზე ვიწყებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული დასაწყისი.

მართალია, წინ ორი თამაში გვაქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ 7 სექტემბერზე ვფიქრობთ და არა ესპანეთზე. იქამდე ჯერ ერთი კვირაა.

რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მჯერა, თავდადებით, კონცენტრაციითა და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით შევძლებთ, ხალხი გავახაროთ და ამით ჩვენც მეტად თავდაჯერებულები ვიქნებით" - განაცხადა თარგამაძემ.

ბელორუსის ნაკრები გუნდი თბილისში 13:00 საათისთვის ჩამოვა. დღის მეორე ნახევარში კი მოვლენების ეპიცენტრი "დინამო არენაზე" გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებს შორის 7 სექტემბერს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩის დღეს ბილეთები ადგილზე, სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

მატჩს ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - სტანისლავ ტოდოროვი; ასისტენტები - ნიკოლაი ანგელოვი, ვენტისლავ გავრილოვი; მეოთხე ოფიციალური - ნიკოლაი იორდანოვი.

gff.ge

ასევე იხილეთ:

6 სექტემბერს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად