ჩვენი კოლეგა მამუკა კვარაცხელია სკანდინავიაში რომ დიდ პატივშია, არახალია. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ დანიასა და შვედეთში ბოლო 40 წელიწადია ტრადიციად იქცა მასშტაბური საბავშვო საფეხბურთო ტურნირები...

ჩვენი კოლეგა მამუკა კვარაცხელია სკანდინავიაში რომ დიდ პატივშია, არახალია. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ დანიასა და შვედეთში ბოლო 40 წელიწადია ტრადიციად იქცა მასშტაბური საბავშვო საფეხბურთო ტურნირები. დანიის პატარა, 25-ათასიან ქალაქ ჰიორინგში 40 (!) საფეხბურთო მოედანია და 850-გუნდიანი ტურნირი ტარდება. გაგრისხელა ზღვისპირა ქალაქ ფრედერიკსჰავნში 300 გუნდი ჩადის, შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიოტებორგს კი მთელი მსოფლიოდან 1600 გუნდი მიაწყდება და ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის 101 (!) სტადიონი თუ მოედანი 50 000 ნორჩი ფეხბურთელის ჟივილ-ხივილითაა გაყრუებული. გიოტებორგის "გოთია ქაფს" ასეც ეწოდება - "ბავშვთა მსოფლიოს ჩემპიონატი".

მამუკა კვარაცხელია სამივე ამ ქალაქის მუდმივი საპატიო სტუმარია. 2000 წელს ქალაქ ფრედერიკსჰავნის მერ ერიკ სორენსენთან ერთად მან ქალაქის მერიის წინ მისი სახელობის ხეც დარგო. სულ ახლახანს კი, გიოტებორგში, უეფას ქართველი მედიაოფიცერი კვარაცხელია ქალაქის "დიდების დარბაზის" წევრად (სულ 9 წევრია) აირჩიეს. საპატიო პრიზი მას გადაჭედილ, 4000-იან ჰოკეის დარბაზ "სკანდინავიუმში" "გოთია ქაფის" პრეზიდენტმა ლენე რონეფორსმა და დირექტორმა დენის ანდერსონმა გადასცეს.

ლამაზ პრიზზე (ფოტო გაზეთ "გიოტებორგ პოსტენიდან") ეს სიტყვებია ამოტვიფრული: "მამუკა კვარაცხელია ჯილდოვდება ფეხბურთის უზომო სიყვარულისა და ამ ტურნირზე უდიდესი ღვაწლისთვის"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა