"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ განაცხადა, რომ კლუბი ბერბატოვს ჩაშლილი ტრანსფერის გამო კომპენსაციას სთხოვს
"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ განაცხადა, რომ კლუბი დიმიტარ ბერბატოვს ჩაშლილი ტრანსფერის გამო კომპენსაციას სთხოვს.

ბულგარელი თავდამსხმელი გასულ კვირას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ფულჰემში" გადავიდა, თუმცა მას ჯერ იტალიაში ელოდნენ.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბერბატოვის ტრანსფერი "ფიორენტინაში" უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო და იტალიელები ფეხბურთელს კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ელოდნენ.

თუმცა ბულგარელი არ გამოჩენილა და რამდენიმე დღეში ხელშეკრულება "ფულჰემთან" გააფორმა.

"ფიორენტინაში" ფიქრობენ, რომ ბერბატოვმა ისინი, უბრალოდ, "გადააგდო" და ამის გამო მას კომპენსაციას სთხოვენ.

"ბერბატოვის წარმომადგენლებს ავიაბილეთებზე დახარჯული თანხის ანაზღაურებას მოვთხოვთ. საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი, რომ ის არ ჩამოვიდა. ასე უკეთესია. 25 წელია სპორტულ ბიზნესში ვმუშაობ და მსგავსი რამ არ მინახავს.

შესაძლოა, სატრანსფერო ბაზარზე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდეს, ვინც მოგვეწონება. ფორვარდს აღარ ვეძებთ, რადგან უკვე გვყავს ლუკა ტონი, რომელიც გამოგვადგება, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც. ჭორები იმის თაობაზე, რომ ჯუზეპე როსისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, უსაფუძვლოა", - აღნიშნა პრადემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის