6 სექტემბერს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბელორუსის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
6 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბელორუსის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ყველას მოგეხსენებათ მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლი იწყება და როგორ რთულ ჯგუფში გვიწევს ასპარეზობა. ბელორუსის ნაკრებთან მატჩისთვის უკვე 4-5 დღეა, ვემზადებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მოედანზე ბრძოლას ვაპირებთ და ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან.

ძალიან გვინდა ბელორუსთან ისე დამთავრდეს შეხვედრა, რომ ჩვენით იამაყონ. ფეხბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯებიან და ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. იმედია, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

შეიძლება ნაკრებში ვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ გვინდა, გუნდი გვყავდეს. რაც შეეხება მეტოქეს, ბელორუსის გუნდები უკვე რამდენიმე წელია, ზედიზედ ხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც თავისთავად მათ ეროვნულ ნაკრებზეც აისახება.

ერთ-ერთი ვარსკვლავი, ვინც შეიძლება გამოვყო მეტოქე გუნდიდან, ალბათ, ალექსანდრ გლებია, თუმცა ის ტრავმირებულია. გლებმა თავის დროზე წარმატებული კარიერა გაიარა, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე არც ისე კარგად იჩენდა თავს. ყოველ შემთხვევაში, მიხარია, რომ მეტოქეს ის არ ეყოლება.

ჩვენს გუნდში ცალკე რომელიმე რგოლს ვერ გამოვყოფ. ამიტომ გუნდურ თამაშს ვაპირებთ.

კიდევ მინდა აღვნიშნო, მესმის, რომ ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი და პოპულარული გუნდია, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ხალხი მოვა სტადიონზე და ესპანეთის ნაკრებს უგულშემატკივრებს. მათ თავიანთი ქომაგები ჰყავთ. ჩვენ კიდევ ისეთი გულშემატკივარი გვჭირდება, რომელიც სტადიონზე მოვა და ჩვენ გვიქომაგებს და არა ესპანეთის ნაკრებს.

ასევე, მესმის, რომ წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ერთმანეთზე თუ ჩავიქნიეთ ხელი და ერთმანეთს მხარში არ დავუდექით, არაფერი გამოვა.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს კალათბურთელებს. ზაზა ფაჩულია, რომელიც NBA-ში თამაშობს - ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში, ნაკრებში ჩამოდის ტრავმირებული და რისკის ქვეშ თამაშობს. სწორედ ასეთი მენტალიტეტის ადამიანები გვჭირდება ეროვნულ გუნდში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ

დემნა
burzgliko შენ თუ ეხლა პროვოკატორი არ ხარ, გამოიძახა დვალი მაგრამ ტრამვა აქვს და ვერ თამაშობს. რაც შეეხება ქეცბაიას, რას ამბობს ეს კაცი ტყუილს?? ფეხბურთელებს (ხო, რა თქმა უნდა ზოგს და არა ყველას) ნაკრებში თამაში რომ ეზარებათ ვიცით. რა ქნას, ერთი რომელიმემ თქვით წესიერი არგუმენტი. ქართველ ფეხბურთელებს (ვიმეორებ, ბევრს მაგრამ არა ყველას) თავი სუპერ ვარვსკვლავები გონიათ თავი რაღაც უცხოურ ჩემპიონატში თუ გადავლენ. ეს ადამიანობაზეცაა და პროფესიონალიზმზეს რომ თავშI არ აგივარდეს რაღააცები მითუმეტეს არაფერისთვის სერიოზულისთვის რომ არ მიგიღწევია კაცს
burzglikoსმტყვნელაშვილი
burzgliko, რა სახელიც, ისეთივე კომენტარი.
gaga churghulia
ბურძგლიკო ქეცბაიაა მწვრთნელი და არა შენ ..!! შესაბამისად მან უკეთ იცის ვინ უნდა წაიყვანოს ... არაფერი მაქვს დვალის საწინააღმდეგო მშვენიერი ფეხბურთელია ნარა ეტყობა ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო ..
burzgliko
არ წაიყვანოს ჯაბა დვალი ნაკრებში და იყოს მასე... გოლის გამტანი თავდამსხმელი არ ყავს და აქ რაღაც რაღაცეებს მიედ მოედება...
gizog
ბატონო თემურ, თქვენ მართალი იყავით, როცა თამაშები დაცვიდან მიგყავდათ. მეც შემტევი ფეხბურთი მიყვარს მაგრამ ისე უნდა ვითამაშოდ რის საშუალებაც გვაქვს. მახსოვს თავის დროზე დიდი ახალკაცსაც უდიერად აკრიტიკებდნენ ქართულ ფეხბურთს არ ათამაშებსო, შედეგი კი გახსოვთ. თუ ჩვენ ესპანეთთან თუნდაც ყრუ დაცვას ვითამაშებთ და დიდი ანგარიშით არ წავაგებთ, ჩემთვის ეს მისაღები იქნება, ვიდრე ახალგაზრდულმა, რომ შეირცხვინა თავი.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...