საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბელორუსთან მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელორუსთან საშინაო დაპირისპირებით 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ტურნირს იწყებს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი შემოგვთავაზებს.

ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ რამდენიმე დღის წინ ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართა პრესკონფერენცია, ახლა კი მედიის შეკითხვებს ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში უპასუხა.

სანამ პრესკონფერენციაზე გადავიდოდეთ, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მიერ გაკეთებული ერთი მნიშვნელოვანი და მისასალმებელი საქმის შესახებ გეტყვით - "დინამო არენაზე", საკონფერენციო დარბაზის გვერდით, მედიაოთახი მოეწყო, სადაც ჟურნალისტებს მუშაობისა და დასვენების საშუალება ნებისმიერ საშინაო თუ საერთაშორისო მატჩის დღეს შეეძლებათ.

მედიაოთახი თამაშამდე ორი საათით ადრე გაიღება და ბუნებრივია, მისით სარგებლობა ჟურნალისტებს მატჩის შესვენებისას და შეხვედრის შემდეგაც შეეძლებათ.

ახლა კი 6 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციას მივუბრუნდეთ, სადაც ქეცბაიამ კვლავ თავი შეიკავა ესპანეთთან მატჩზე საუბრისგან.

თემურ ქეცბაია:

- საქართველოს ნაკრები ახალ საკვალიფიკაციო ციკლს იწყებს. კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე ჯგუფში მოგვახვედრა წილისყრამ. ბრძოლას საკმაოდ რთული მატჩებით ვიწყებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ქართველი გულშემატკივრები სათანადოდ დაგვიჭერენ მხარს.

შევეცდებით, მათი იმედები გავამართლოთ. საამისოდ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ახლაც და ყოველთვისაც ჩვენი მიზანი მოედანზე ასი პროცენტით დახარჯვაა - იმის მიუხედავად, რომ ტრავმებმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები გამოიწვია.

საბედნიეროდ, ბოლო დღეებში აღარავინ დაშავებულა და ჩემს განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

- ბელორუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კონდრატიევმა თქვა, საქართველოს ნაკრებში ვარსკვლავს ვერ ვხედავო. თქვენ თუ ხედავთ მეტოქის გუნდში რომელიმე ვარსკვლავს?

- ჩემი უპირველესი ამოცანა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა და არა ცალკეული ვარსკვლავების ძებნა. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური მიზანი ამოძრავებთ ბელორუსებსაც.

ფაქტია, რომ მათ შემადგენლობაში არის ერთი გამოკვეთილი ვარსკვლავი - ალექსანდრ გლები, რომელიც ტრავმის გამო თბილისში ვერ ჩამოდის. გლებს მართლაც შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს ძველი დონისგან ძალიან შორსაა.

ზოგადად ბელორუსულ ფეხბურთზე კი მაღალი წარმოდგენისა ვარ - მათ პროგრესზე ბატე-ს წარმატებებიც მეტყველებს, რომელიც ბოლო წლებში სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში.

- ბელორუსთან მატჩში დადებით შედეგად რას მიიჩნევთ?

- მხოლოდ გამარჯვებას. ზოგჯერ ისე ხდება, რომ თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ ბელორუსთან ასეთ შემთხვევას ნამდვილად არ ექნება ადგილი.

- ამ ორი მატჩისთვის მხოლოდ ორი თავდამსხმელი გყავთ გამოძახებული. ცოტა ხომ არ არის?

- ესპანეთი თავდამსხმელის გარეშე გახდა ევროპის ჩემპიონი.

- რა შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების კოზირი ბელორუსთან მატჩში?

- ბრძოლა და თავდადება. შეტევასაც ვაპირებთ.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეტერანებს საქართველოს ნაკრებში ვეღარ ვიხილავთ?

- ალბათ, ჩემი ბრალი იყო, რომ ჩვენს ვეტერანებს სათქმელი პირდაპირ არ ვუთხარი. ველოდი, რომ ისინი გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდნენ...

ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ და ბუნებრივია, იქ ასაკოვანი ფეხბურთელები არ მოიაზრებიან.

ალექსანდრე იაშვილს ტელეფონით ვესაუბრე და ყველაფერი ავუხსენი; ლევან კობიაშვილს კი ვერ დავუკავშირდი. იქნებ არც ისურვა ჩემთან ლაპარაკი. შეიძლება, ნაწყენია და ესეც მესმის...

ასეა თუ ისე, მწვრთნელი ვარ, შედეგზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და ამიტომ გადაწყვეტილებაც მე უნდა მივიღო. ამ დამსახურებულ ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო.

ბოლოს ქეცბაიამ იმედი გამოთქვა, რომ სამშაბათს ეროვნულ სტადიონზე ესპანეთის ნაკრების საქომაგოდ არავინ მივა და ქართველები მხოლოდ საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუჭერენ მხარს.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ფეხბურთელებისგან მეტ თავგანწირვასა და პატრიოტიზმს მოითხოვს და თავის გუნდში ზაზა ფაჩულიას მენტალიტეტის ხალხის სიმრავლე სურს.

როგორც იცით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებს, ფაქტობრივად, ტრავმირებული ატარებს.

პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელიც სტანდარტული შინაარსის გამოდგა - მოთელვას, ფიზიკურ ვარჯიშებსა და სხვადასხვა ტექნიკური კომპონენტის დახვეწას ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაში მოჰყვა.

საქართველოს ნაკრები 7 და 11 სექტემბრის მატჩებისთვის ამ შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დავით კვირკველია (დილა);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), სანდრო გურული, ზურაბ არზიანი (ორივე - დილა) ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერი, ფინეთი).

P.S. ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ბოლო მომენტში ალექსანდრე კობახიძე და ზურაბ არზიანი გამოაკლდნენ. ქეცბაიამ ახალგაზრდული ნაკრებიდან ნიკა ძალამიძეს უხმო.

SPORTALL პროგნოზი 2:1

ბრძოლა და თავდადება: ბელორუსთან უნდა შევუტიოთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ

თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის წინ - მწარე რეალობა

მეტოქე ბელორუსი - პირველი შეხვედრა პროგრესირებად მეტოქესთან

davit
მივიდრეთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს ... რაც არის არის ნაკრები ჩვენია და ხომ არ გადავაგებთ:DDDD თემურ მაგარი კაცი ხარ რასაც ახლა აკეთებ შეიძლება მტკინვეულია ,მაგრამ გასაკეთებელია აშკარად
glaxuna
---- აქამდე მაგრად შეურაცყოფილები ვართ,დავიღალეთ ქართველი ფეხბურთელებისაგან მუდამ უსისხლო,დამფრთხალი თამაშებით,უკან პასებით,უგულო ქმედებებით,ვითომ ჩვენ ვიგებდეთ (არც მაშინ არანაირად არ უნდა გავაკეთოდ!!!...),თითქოს წინანსწარ შეგუებულები,რომ დამარცხდებიან... ვარსკვლავები მიტო არ გვყავსო,რომ... --ვეცდები ზოგადად,ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების გაანალიზებას... ქართულ ფეხბურთში უპირატესად, ---- ფსიქოლოგიური პრობლემაა --- ...როცა ბავშვიბიდან ასწავლიან,რომ ფეხბურთი უპირატესად პასია და ,,სიტუაციის განმუხტვა(?!.)..ამგვარმა მიდგომამ ქართული ფეხბურთი -- დაასამარა !!! ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქედან მოდის,საკუთარ თავში სათანადოდ დარწმუნებულები არ არიან და საკუთარ თავზე თამაშის აღებაც არ ძალუძთ,ნაკრების ხალხიც კი 5 მეტრში ვერ იგდებენ და ვერ ატარებენ ბურთს სწორად,მუდამ უტოვებენ მოწინააღნდეგეს მინიმუმ 5-10 მეტრიან სივრცეს ყველა დონეზე თამაშში...სანამ ბავშვობიდანვე არ გაუძლიერებენ ბავშვებს ინდივიდუალიზმს,მუდამ თავზე აიღოს თამაში,მუდამ აგრესიული,შემტევი და ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ,,სულთამხუთავ,,,თამაშს არ შეაჩვევენ,რომ ვერ გუობდნენ ( ვიმეორებ, ვერ უნდა გუობდნენ!!! ბავშვობიდანვე ) ბურთს მოწინააღმდეგის ფეხებში,მანამ ასე დასამარებული იქნება ქართული ფეხბურთი!!!-----ბოლომდე უნდა იბრძოლონ თავისი დაკარგული ბურთისათვის და... საერთოდაც უნდა აუკრძალონ კიდეც ბ ა ვ შ ვ ო ბ ი-- დანვე უკან პასი!!!....ამგვარი მიდგომა ფიზიკურადაც ძლიერ გააძლიერებს მოზარდს და რწმენაც საკუთარ ძალებში ბავშვობიდავე ექნებათ მტკიცე...სხვა შემთხვევაში ქართული ფეხბურთი ვერ გაიღვიძებს!!!...გავიგოთ ,ფეხბურთი ქართველისათვის არ არის და არასოდეს იქნება ,,სიტუაციის განმუხტვა,,(უპირატესი პასებით),არამედ მუდამ შემტევი,აგრესიული,(პრესინგებით)ინდივიდუალური და ამავე დროს ტექნიკური თამაშით და ბოლომდე მუდამ მოგებისთვის ბრძოლით ,განწყობით,რომ დავამარცხებთ ნებისმირ ნაკრებს და გუნდს... აბა დაგვანახონ, თუ დღეს აქვთ ეს თვისებები ....ინდივიდუალიზმი,აგრესია ,ფსიქოლოგიური სიმტკიცე, ფიზიკა,ტექნიკა !!! ----- დაგვანახეთ ბიჭებო და ძლიერ,ძლიერ გ ა ვ ი ხ ა რ ე ბ თ!!!
anzora
გორან - მე არ გაკადრებ მასეტ სიტკვებს როგორც შენ მე, მაგრამ ეს მატკმევინა იმ უამრავმა უნამუსოდ ცაგებულმა ტამაშმა რაც ამ ბოლო 15 ცელში იკო. ტორემ ქარტველების მოგება მე შენზე არანაკლებ მიხარია. ეს Giorgipirweli მე რომ მარიგებს ცჰკუას, ხვალ რას იტკვის ნეტავ? ხალხი ბოლო პულს ადზლევს ბილეტსჰი და ვაისპორტსმენები სირბილსაც არ კადრულობენ. ესაა ტორემ რეგბისტემა რომ წააგონ,სიტკვა არ მეტქმევინება აუგი.
Giorgipirweli
ბურგალ და ანზორა, თუ ნამდვილი გულშემატკივრები ხართ მასხარად კი არ უნდა ავიგდოთ ჩვენი ნაკრები, უნდა ვუგულშემატკივროთ. სახვა საქმეა, ნაკრები როგორ ფეხბურთს თამაშობს.
ბურგალ
გორან! ანზორას აქვს მასეთი მწარე საუბრის საბაბი, რადგანაც ჩვენი ფეხბურთის ნაკრები თუ საერთოდ ჰქვია მაგას ნაკრები ძალიან უსუსურ და ცუდ ფეხბურთს თამაშობს... აი შენ იმედის საბაბი საიდან გაქვს ასეთი ფეხბურთის შემყურეს ეგ კია გასაოცარი
გორან
ანზორა, ჯერ თამაში არ დაწყებულა და ჩაიხადე უკვე. ეგაა საქართველოს გულშემატკივართა დიდი ნაწილის მენტალიტეტი. ქილიკი, ქირქილი და ვითომ ღადაობა. თუ მოიგეს რა ბოდიშს მოიხდი თუ მონახავ რაიმე მიზეზს? არ მგონია ჩემო ანზორი შენი პოზიცია მართებული.
anzora
ელოდეტ დგეს ფინტების კორიანტელს და ქარისჰხალს. სჰვენი ლომები დაახვევენ ტავბრუს მეტოქეს! მარტო მოგება! ვაი ტქვენ პატრონს...
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა