ოთხი ერის გათამაშების მესამე ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები ველინგტონში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
ოთხი ერის გათამაშების მესამე ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები ველინგტონში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"პუმების" ბანაკში "ოლ ბლექსის" ყოფილი თავკაცის, გრემ ჰენრის გამოჩენას ახალ ზელანდიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ცნობილია, რომ ჰენრი არგენტინელებმა ოთხი ერის გათამაშებაში ღირსეულად ასპარეზობის მიზნით, მთავარი მწვრთნელის, სანტიაგო ფელანის კონსულტანტად მიიწვიეს. ის თავის სამუშაოს ასრულებს და ძნელი სათქმელია, რატომ უკვირთ ახალზელანდიელებს სერ ჰენრის საქციელი.

"ოლ ბელქსს" ამჟამად სტივ ჰანსენი წვრთნის, რომელიც რვა წლის განმავლობაში იყო გრემ ჰენრის ასისტენტი.

"როცა გრემ ჰენრი არგენტინელი მწვრთნელების გარემოცვაში და ამ ქვეყნის რაგბის ნაკრების მაისურში გამოწკეპილი ვნახე, თავიდან გამეცინა. მერე რაღაც ჩამწყდა, სხვადასხვა ემოციის მთელი სპექტრი გადავიტანე.

ახლა ვფიქრობ, აი, კაცი, რომელიც ჩვენს გუნდთან ახლოს იყო და საკუთარი ხელის ხუთი თითივით იცის "ოლ ბლექსის" ავან-ჩავანი. იმედი მაქვს, რომ ჰენრი მათ ყველაფერს არ მოუყვება. ამასთან ერთად, საინტერესოცაა, რადგან ჩვენ, ვფიქრობ, თამაშის გარკვეული დეტალები შევცვალეთ და ვნახავთ, ამ სისტემას რა ნაკლოვანებები აქვს. ასე რომ, ეს ამბავი დიდ ინტრიგასაც შეიცავს" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ამ ფაქტს გაგებით ეკიდება. მეტიც, ეს ორგანიზაცია ვალდებულადაც კი თვლის თავს, არგენტინის ნაკრებს განვითარებაში დაეხმაროს. ოთხი ერის შექმნისას ეს ვალდებულება სამივე ბობოლა სარაგბო ქვეყანამ აიღოო, აცხადებენ მისი ხელმძღვანელები.

ამასობაში სტივ ჰანსენი იძულებული გახდა, ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განეხორციელებინა. ტრავმა გაუმიზეზდა და არგენტინის ნაკრებთან თამაშს ვერ შეძლებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი დენ კარტერი. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში აარონ კრადენი დაიკავებს, სათადარიგოთა შორის კი ამ პოზიციაზე ბოდენ ბარეტი იქნება.

ახალი ზელანდია დატოვა და იაპონიაში გაემგზავრა შუამარბი სონი ბილ ვილიამსი. მას ტრავმამოშუშებული კონრად სმიტი შეცვლის. ჰანსენმა სათადარიგოთა შორის გაამწესა სემ ვაითლოქი და ლიამ მესამი. ძირითადში თამაში კი ვიქტორ ვიტოსა და ბროდი რეტალიკს ანდო.

ახალი ზელანდია

15. იზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრადენი, 9. აარონ სმიტი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. ბროდი რეტალიკი, 6. ვიქტორ ვიტო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.

16. ენდრიუ ჰორი, 17. ჩარლი ფაუმუნია, 18. სემ ვაითლოქი, 19. ლიამ მესამი, 20. პირი ვიპუ, 21. ბოდენ ბარეტი, 22. ბენ სმიტი.

მიშალაკი "ტულონსა" და მის პრობლემებზე

საფრანგეთის ნაკრებისა და სამხრეთაფრიკული "ნატალ შარქსის" მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი საფრანგეთში დაბრუნდა და დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონში" ჩაირიცხა.

ტულონელთა მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი გუნდში ვარსკვლავებს მთელი მსოფლიოდან უყრის თავს და აბა, მიშალაკი უყურადღებოდ როგორ დარჩებოდა? განვლილი სეზონი ფრედერიკმა დურბანის "ნატალ შარქსში" გაატარა, ზე რაგბიშიც იასპარეზა და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონიც გახდა, ანუ "ქარის თასი" მოიგო.

მერე მას ბურჯელალი დაუკავშირდა და სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა, რაზეც მიშალაკი სიხარულით დათანხმდა.

"როდესაც სამხრეთ აფრიკაში ვთამაშობდი, ფაქტობრივად, არავის უცდია ჩემი უკან, საფრანგეთში დაბრუნება.

ეს მურად ბურჯელალმა გააკეთა. ის დიდხანს მესაუბრებოდა "ტულონის" შესახებ, როგორი თავგამოდებული ქომაგები ჰყავთ და რა ძლიერად უყვართ გუნდის კვართი; მიამბო კლუბის ისტორიაზეც, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი.

მურადის მონათხრობი ძალიან მომეწონა. გუნდში, რომელშიც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეები ასპარეზობდნენ, ცხადია, მეც მომინდა თამაში. ამჟამად "ტულონის" მორაგბე ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ" - თქვა ფრედერიკ მიშალაკმა.

"ტულონმა", რომელმაც შარშან ჩემპიონობა ფინალში დათმო, წლევანდელ გათამაშებაში შესანიშნავი სტარტი აიღო. ჩვენებურთა გუნდმა სამი თამაშიდან სამივე მოიგო და თავიდანვე დაადასტურა თავისი საფუძვლიანი ამბიცია, ქვეყნის ჩემპიონი ერქვას.

თუმცა მიშალაკს, რომელსაც საგრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2003 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებებში უასპარეზია, მიაჩნია, რომ გუნდს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და დასახვეწი, რათა ჭეშმარიტად ევროპულ გრანდად ჩამოყალიბდეს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ფრედერიკს "ტულონში" სერიოზული კონკურენტი დახვდა. აქ მგეზავი უკვე რამდენიმე წელიწადია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ინგლისელი ჯონი ვილკინსონია. "ვილკო" ფეხით თამაშში საუკეთესო რომ არის, ძველი ამბავია.

მის გარდა, დამრტყმელობას მიშალაკს ავსტრალიელი შუამარბი მეთ გიტო შეეცილება, რომელიც ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

"ჩვენი გუნდი სეზონის დასაწყისშივე სატურნირო ცხრილის კენწეროში მოექცა. ეს, ცხადია, ძალიან კარგია. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს. პრობლემებია ბურთის ფლობაში, რაც შეტევით პოტენციალს გვისუსტებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახლა სეზონის დასაწყისია და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება" - იმედოვნებს ფრედერიკ მიშალაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო