ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელმა თბილისში გამომგზავრებამდე კომენტარი გააკეთა
ევროპის ჩემპიონატის წინა შესარჩევ ციკლში ბელორუსმა საფრანგეთს "სტად დე ფრანსზე" 1:0 მოუგო. ამ ერთადერთი გოლის ავტორი "კრასნოდარის" ნახევარმცველი სერგეი კისლიაკია, რომელიც ბელორუსთა დამრიგებელმა გიორგი კონდრატიევმა საქართველო-საფრანგეთთან მატჩებისთვის ბოლო მომენტში ალექსანდრ გლების ნაცვლად მიიწვია.

თბილისში გამომგზავრებამდე კისლიაკი ბელორუსულ გამოცემა "სპორტპანორამას" ელაპარაკა.

25 წლის ნახევარმცველი "რუბინს" ეკუთვნის, მაგრამ ყაზანურ გუნდში არ ათამაშებდნენ და "კრასნოდარში" გადავიდა, მაგრამ იქაც, ძირითადად, სათადარიგოებშია.

სხვათა შორის, "კრასნოდარში" კისლიაკის თანაგუნდელები არიან ნუკრი რევიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი.

"კრასნოდარში" საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელია. ცხადია, თამაშზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად და ხუმრობით.

სხვათა შორის, ჩვენი თანაგუნდელი იურა მოვსესიანი ერევანში ამასწინდელ მატჩამდე გვემუქრებოდა, აუცილებლად მოგიგებთო, მაგრამ პირიქით მოხდა, რაზეც გულიანად ვიცინეთ.

...გუნდში ახალი ჩარიცხული ვარ და "კრასნოდართან" ადაპტაციაში ჩვენი ნაკრების წევრი მარტინოვიჩი მეხმარება.

საქართველოს ნაკრებზე ის ვიცი, რომ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ძლიერ გუნდებში თამაშობენ. გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ ქეცბაია ავარჯიშებს.

მახსოვს მისი "ანორთოსისი", რომელსაც მინსკის "დინამოში" გამოსვლის პერიოდში ევროთასებზე შევხვდით. ქეცბაიამ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა, რადგან მოთამაშე-მწვრთნელი იყო.

ორივე შეხვედრაში ქართველებთან ძალიან გაგვიჭირდება, განსაკუთრებით - თბილისში. მასპინძლებს უამრავი მაყურებელი დაუჭერს მხარს, რადგან ამ ქვეყანაში ფეხბურთი უყვართ. ასე რომ, საინტერესო დაპირისპირება გველოდება.

...ვერ გეტყვით, ჯგუფიდან გასვლა რამდენად რეალურია, მაგრამ თითოეული შეხვედრისთვის განსაკუთრებულად უნდა განვეწყოთ და ყველასთან ვიბრძოლოთ - ესპანელებთან, ფრანგებთან, იგივე ფინელებთან, რომელთაც საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ.

ახლა კი დარწმუნებით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იოლი მატჩები არ გველოდება. მერე ვნახოთ, რა იქნება რეალური და რა - არა.

თუმცა ძალიან გვინდა გულშემატკივრის გახარება და ხმაურიანი გამარჯვებები, ჩვენ ხომ ასეთებიც გვახსოვს. ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ ძველებური სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ.

მაგრამ ჩვენი ხალხი მუდამ უკმაყოფილოა. ბატე ჩემპიონთა ლიგაში გადის და ზოგიერთ გულშემატკივარს ესეც არ უხარია. არადა, ექვსი წლის წინათ ვერავინ დაიჯერებდა, რომ ბორისოველები ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე ითამაშებდნენ. ამას ვინც იტყოდა, სულელად ჩათვლიდნენ.

ახლა ეს რეალობაა და მიმაჩნია, რომ ნაკრების შემთხვევაშიც წარმოუდგენელი არაფერია", - ამბობს კისლიაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი კონდრატიევი: მხოლოდ დაცვაში დგომით ვერაფერს მივაღწევთ

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის