საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მომავალი მატჩის წინ ბელორუსთა რამდენიმე ფეხბურთელი დაახასიათა
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალი მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 7 სექტემბერს, ბელორუსის ნაკრებთან მატჩით გახსნის.

მომავალ მატჩსა და სხვა თემებზე ჩვენი ნაკრების სტაჟიან წევრს, "კრასნოდარის" კაპიტანს ალექსანდრე ამისულაშვილს 6 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ვარჯიშის შემდეგ ვესაუბრეთ.

ჩვენი მეტოქის ორი ფეხბურთელი - მცველი ალექსანდრ მარტინოვიჩი და ნახევარმცველი სერგეი კისლიაკი ამისულაშვილის თანაგუნდელები არიან.

საერთოდაც, საინტერესო იყო "კრასნოდარის" კაპიტანთან დალაპარაკება - სლავების დამრიგებელმა გიორგი კონდრატიევმა 23 ფეხბურთელიდან 11 რუსეთიდან გამოიძახა, ამისულაშვილი კი დიდი ხანია, რუსეთში თამაშობს და ბელორუს ფეხბურთელებსაც კარგად იცნობს.

- ბელორუსი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა და მძიმე თამაში გველოდება...

- ბელორუსს მართლაც კარგი ნაკრები ჰყავს, რომელიც ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეებსაც ყოველთვის სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შინ პირველ შეხვედრას როგორ ჩავატარებთ. ამიტომ მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

- მეტოქის ორი ფეხბურთელი შენი თანაგუნდელია. კისლიაკი ამბობს, რომ 7 სექტემბრის შეხვედრაზე ერთმანეთში ხშირად ხუმრობდით...

- არა მხოლოდ თანაგუნდელები, მეგობრებიც ვართ და ამ თემაზე ბევრჯერ მილაპარაკია მარტინოვიჩთან. კისლიაკი კი წლეულს, ზაფხულში დავიმატეთ, მაგრამ მასაც დავუახლოვდი.

ისე, მართალი უთქვამს, თამაშზე ხშირად ვხუმრობთ, მაგრამ სერიოზულად ვემზადებით.

- მარტინოვიჩსა და კისლიაკს როგორ დაახასიათებდი?

- კარგი ბიჭები არიან და ვმეგობრობთ. კისლიაკი "რუბინიდან" იჯარით დავიმატეთ. ადაპტაცია სჭირდება და ჯერ იშვიათად თამაშობს. საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ პირველი პასის გაკეთება და მარჯვენა ფლანგზე თამაშიც ეხერხება.

მარტინოვიჩი ცენტრალური მცველია. ორი სეზონი "კრასნოდარის" ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა, წლეულს კი ჩვენი მწვრთნელი მუსლინი იშვიათად ათამაშებს. არადა, ფიზიკურად ძლიერი და საკმაოდ კარგი მცველია.

მათგან და ჩემი გამოცდილებიდანაც ვიცი, რომ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ასე რომ, ბელორუსთან გასეირნება არ გველოდება.

- რუსულ კლუბებში მეტოქის ბევრი ფეხბურთელი ირიცხება და მათ წინააღმდეგ ხშირად მოგიწევდა თამაში - ბელორუსებს როგორ დაახასიათებდი?

- ფიზიკურად ძლიერები არიან და რუსეთში ამიტომაც იწვევენ. მარტო "კრილია სოვეტოვში" სამი ბელორუსია.

- ვის გამოარჩევდი?

- "კრილია სოვეტოვის" თავდამსხმელ სერგეი კორნილენკოს. კიევის "დინამოში" ჩვენ ერთად აგვიყვანეს და მაშინვე მომეწონა. მაღალი, ათლეტური, თუმცა, საკმაოდ მოძრავი თავდამსხმელია. კორნილენკოსთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან კარგი საგოლე ალღო აქვს, თავითაც კარგად თამაშობს და ფეხითაც, ძლიერად ურტყამს მარცხენა ფეხს და შეცდომას არ გვაპატიებს.

- ანუ, სავსებით შესაძლოა, მის წინააღმდეგ პერსონალურად ითამაშო?

- შესაძლოა. საამისოდ უკვე ვემზადები.

- ბევრი იქნება დამოკიდებული ფსიქოლოგიურ მომზადებასა და განწყობაზე. ხომ არ ნერვიულობთ?

- ნერვიულობაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან პატარა ბიჭები აღარ ვართ, მაგრამ მღელვარება ბუნებრივია. ეს ყველა მატჩამდე გვაქვს, მით უფრო, ახლა - შესარჩევ ციკლს საკუთარ სტადიონზე თამაშით ვიწყებთ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ხალხი ჩვენგან მოგებას ელოდება და იმედები უნდა გავუმართლოთ.

- საერთოდ, უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით...

- რას ვიზამთ, რაც არის, ეს არის. უნდა შევეგუოთ და ყველასთან ვიბრძოლოთ.

- შეკრებაზე შენი თანაგუნდელი ნუკრი რევიშვილი ვერ გამოცხადდა - სერიოზული ტრავმა აქვს?

- ნუკრის მუხლი აწუხებდა და ბოლო ტურები ამიტომ გამოტოვა. ახლა მკურნალობს, მაგრამ ჯერ არ იცის, მოედანს როდის დაუბრუნდება.

ალექსანდრე ამისულაშვილი: ხალხი ჩვენგან მოგებას ელოდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ბელორუსთან დადებითი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება

დავით თარგამაძე: სწორედ ბელორუსთან თამაში იქნება გადამწყვეტი

სერგეი კისლიაკი: ქართველებთან ორივე შეხვედრაში გაგვიჭირდება

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება