საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილ ფეხბურთელებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნაკრების შანსებზე ვკითხეთ
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ შესარჩევში პირველ შეხვედრას გამართავს.

როგორია განწყობა და მოლოდინი, რას ველით ჩვენი უპირველესი გუნდისგან - ამაზე ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს ვესაუბრეთ.

იხილეთ: არჩილ არველაძე: არ მომეწონა, ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს

მიხეილ ყაველაშვილს შვეიცარიაში დავუკავშირდით.

- რა მოლოდინი მაქვს ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩებისთვის? - მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, რადგან არ ვარ ჩართული პროცესებში.

როგორც ყველა ქართველს, გულით მინდა, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც ახლა გაგვაჩნია, ქართული ფეხბურთი დიდ სირთულეებს აწყდება.

- გასაგებია, თუმცა გარედან კარგად უნდა იცნობდეთ სიტუაციას, ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩებიც ნანახი გექნებათ. რას ელით ბელორუსთან შეხვედრისგან?

- შინ ვთამაშობთ და წარმატების მისაღწევად სხვა ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ემოციური ფონი, ეს ხომ შესარჩევის პირველი შეხვედრაა.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ერთი თამაში შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ რა პერსპექტივა გვაქვს? მხოლოდ ერთ თამაშზე ხომ არ ვიქნებით კონცენტრირებულნი?!

- ესპანეთთან მატჩზე რას იტყოდით?

- დიდ ნაკრებთან მოგვიწევს თამაში, რაც ერთობ საინტერესო იქნება. კარგად გამოჩნდება, თუ რა ძალის არის ჩვენი ნაკრები.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კაპიტანი შეიცვალა...

- არ ვიცი, რა ხდება გუნდში და გამიჭირდება რაღაცის თქმა. ეს საკითხი მწვრთნელის პრეროგატივაა. ვერ გეტყვით, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი...

- მწვავე რეაქცია მოჰყვა ნაკრებში პრემიების საკითხის წამოწევას - თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ამ ეტაპზე პრემიების თემა არ უნდა იყოს აქტუალური ჩვენი ქვეყნის დუხჭირი ყოფიდან გამომდინარე. თუ საერთო სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და ფეხბურთის ფედერაცია ნაკრებში პრემიებს დააწესებს, კი ბატონო, ამის წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს ვინმე?! დამატებითი სტიმული კარგი იქნებოდა.

- თქვენ რომ თამაშობდით ნაკრებში და პრემიალური სისტემა რომ არსებობდა, მაშინ არ იყო გაჭირვება ქვეყანაში?

- ფეხბურთელები პრემიას ქველი საქმეებისთვის ვტოვებდით. პრემია მაშინ მცირე თანხას შეადგენდა. პრემიების თემის გაჟღერებამ გაღიზიანება იმიტომ გამოიწვია, რომ მიმართულებებია არასწორი. ამდენი სიცრუე, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი ჩარევა, ის ფაქტი, თუ როგორ მოიქცნენ კალაძესთან...

ბევრი გაურბის პასუხისმგებლობას. ყველაფერი ერთ კაცზე არ უნდა გადატყდეს, პასუხისმგებლობა გუნდური უნდა იყოს: მწვრთნელი, ფედერაცია და ფეხბურთელები.

ნახეთ, რა ხდება, როგორ ვითარდება ფეხბურთი,.ჩვენ ამ ყველაფერს ჩამოვრჩით და ეს ჩამორჩენა უფრო და უფრო იზრდება.

მიხეილ ყაველაშვილი: ჩამორჩენა იზრდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...

მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა

მიხეილ ყაველაშვილი: კალაძე სამართლიანობის მხარეს დადგა

ალექსის პაპასტერგიუსი: საქართველოში ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ვერ ვითარდებიან

Tornike
ბატონო მიხეილ, თქვენი, ლევან ყიფიანის და სხვა ოპოზიციურად განწყობილი ყოფილი ფეხბურთელების საუბარი უფრო იმას გავს, "უჩემოდ რატომ იმღერეთო", თუ რაღაც ამდაგვარი :) თუ რამე არ მოგწონთ, კონკრეტულად მიუთითეთ და დაეხმარეთ გამოსწორებაში ამ ფედერაციას. ვერ დავიჯერებ, რომ პრინციპის გულისთვის არ გისმენენ. თორემ მოედნები ისედაც კეთდება უთქვენოდ (და უკვე ბიძინას გარეშეც!), ნელ-ნელა, მაგრამ მაინც კეთდება. მწვრთნელებიც ნელ-ნელა იმაღლებენ კვალიფიკაციას. სხვა რა გნებავთ, რისი პრეტენზია გაქვთ?
beqa
კოკო ხარ თუ ყოყო მართლა დაყენე ერთი ადგილი გეტყობა ვინც ხარ უცოდინარობამ დაღუპა საქართველო შენაირმა უცოდინარებმა
alfonso
მიშა გაიხარე. გეტყობა რა კაქრგი კაციც ხარ და იმედია ჩვენ ქვეყანას ოდესმე განათლებული, პატრიოტი და კეთილი ხალხი მართავს. ამინს
Warning!
კოკო ეს კაცი რაც მახსოვს სულ იბრძვის და საიდან მოიტანე კუმ ფეხი გამოყოო? შენ რა გაგიკეთებია საერთოდ სტადიონზე დადიხარ მაინც ამ კაცს რომ ლანძღავ? რა სიმართლეს არ იძახის?
კოკი
კუმ ფეხი გამოყო ეგ კაცია ეხლა ყაველაშვილი ვინმე გეკითხება რამეს დააყენე რა ერთი ადგილი ყაველ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა