გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ მდგომარეობასა და ნაკრებზე ისაუბრა
სანაკრებო პაუზის დროს გორის "დილამ" საგურამოში ვარჯიში განაახლა. თემურ ქეცბაიამ ნაკრებში "დილას" სამი ფეხბურთელი გამოიძახა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ზურაბ არზიანმა ტრავმის გამო დატოვა შეკრება.

გუნდის მზადებასთან და მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით რამოდენიმე კითხვით თემურ შალამბერიძეს მივმართეთ:

- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებთ ნაკრების შანსებს ბელორუსისა და ესპანეთის ნაკრებებთან?

- მოგეხსენებათ, რომ ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს, რაც მომავალი შესარჩევი ციკლისთვის არის გათვლილი.

რაც შეეხება 7 სექტემბრის შეხვედრას, ბელორუსი ძალიან კარგი და პროგრესირებადი ნაკრებია, მაგრამ მათთან უშანსოდ ნამდვილად არ ვართ.

ესპანეთი კი ყველასათვის კარგად ცნობილი გუნდია, რომელზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ის ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთული მეტოქეა.

- ჩვენი გუნდიდან სამი ფეხბურთელი იქნა გამოძახებული. თქვენი აზრით, კიდევ ვინ იმსახურებს ჩვენი გუნდიდან ნაკრებში თამაშს?

- ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა და მან გამოიძახა ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ამ წუთისათვის ჩათვალა საჭიროდ ეროვნულ გუნდში.

- ახლა კი ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის გამოსვლაზე მინდა გკითხოთ...

- ოთხ ტურში აღებულ ერთ ქულას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ის, რომ გუნდი გადართული იყო ევროპის ლიგაზე, სადაც ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ჯგუფში შესასვლელად.

ამას დაერთო გადამღლელი მგზავრობა და ის ტრავმები, რომლებიც ჩვენმა ფეხბურთელებმა მიიღეს. ახლა გვაქვს პაუზა და მაქსიმალურად ვეცდებით დაკარგულის ანაზღაურებას.

- სეზონის წინ გუნდის მიზანი იყო ჩემპიონობა და თასის მოპოვება. რამდენად აისახება დაკარგული ქულები საბოლოო მიზნის მისაღწევად?

- მიზანი არ შეცვლილა, კვლავ ჩემპიონობისა და თასის მოპოვებისათვის ვიბრძოლებთ. დაგვიბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელებიც და გუნდი აუცილებლად გამოასწორებს სატურნირო მდგომარეობას.

- რაც შეეხება დანაკლისს, ვაწაძისა და გრიგალაშვილის გუნდიდან წასვლა რამდენად დაეტყობა გორის "დილას"?

- რა თქმა უნდა, ორი წამყვანი ფეხბურთელის წასვლა დიდი დანაკლისია. გრიგალაშვილიც და ვაწაძეც გუნდისთვის წამყვან ძალას წარმოადგენდნენ, თუმცა გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

- დაბოლოს, რას ეტყვით "დილას" გულშემატკივარს?

- გულშემატკივარი ყოველთვის გამარჯვებას ითხოვს გუნდისგან და ისინი მართლებიც არიან. მათ მინდა ერთი რამ ვუთხრა, რომ ბოლოს ჩატარებული შეხვედრა, რომელიც ფრედ დავასრულეთ, დიდი დანაკლისით ვითამაშეთ.

რვა ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლდა და ფრე ამ შემთხვევაში, მისაღებ შედეგად უნდა ჩავთვალოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად და იმედია, როგორც აქამდე იყო, ჩვენი გულშემატკივარი კვლავ გვერდით დაგვიდგება და კიდევ არაერთ ლამაზ გამარჯვებას მოვიპოვებთ ყველა ერთად.

fcdila.ge

roini
ამას ვინგა ეკითხება რამეს
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა