ახალგორში "ერისთაობის" დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს. ამჯერად კი გასაგები მიზეზების გამო, ეს ზეიმი წეროვნის დევნილთა დასახლებაში აღნიშნეს, რომლის ორგანიზატორი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური...

ახალგორში "ერისთაობის" დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს. ამჯერად კი გასაგები მიზეზების გამო, ეს ზეიმი წეროვნის დევნილთა დასახლებაში აღნიშნეს, რომლის ორგანიზატორი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური.

ზეიმის ეპიცენტრი წეროვნის მუხნარში შარშან გახსნილი ქართული ჭიდაობის სარბიელი იყო. შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში ჩატარდა.

"ერისთაობა" წმინდა მოწამეთა _ შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღისადმია მიძღვნილი.

1659 წელს ბიძა-ძმისშვილმა, შალვა და ელიზბარ ერისთავებმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა ქუდზე კაცს უხმეს და ბახტრიონზე დაბანაკებული კახეთის ამკლები თათრები სასტიკად გაანადგურეს.

მრისხანე მმართველმა შაჰ-აბასმა ქართველ დიდებულებს სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. უარი რომ მიიღო, გმირები შეიპყრეს, აწამეს და თავები მოჰკვეთეს.

დაძაბული ორთაბრძოლები წეროვანში შუადღიდან დაღამებამდე გაგრძელდა. მეოთხე (90 კგ) წონითი კატეგორის შეხვედრები კი მსაჯთა კოლეგიამ სიბნელის გამო წეროვნის ახალგახსნილ საჭიდაო დარბაზში ტატამზე დაასრულა.

მაყურებელი ზეიმს არც ღია ცის ქვეშ და არც სპორტდარბაზში მოჰკლებია.

ყველაზე ლამაზი ხერხის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა გორელ გიორგი შოშიაშვილს, ყველაზე იმედისმომცემი მოჭიდავისთვის განკუთვნილი თასი კი ფრიდონ ლიპარტელიანმა დაიმსახურა.

კვარცხლბეკი

60 კგ: 1. ამირან პაპინაშვილი (თბილისი), 2. პაატა მერებაშვილი (გორი), 3. ზვიად ოდოშაშვილი (კასპი).

70 კგ: 1. ანზორ ხმიადაშვილი, 2. გიორგი შოშიაშვილი (ორივე-გორი), 3. ზურაბ ნოზაძე (ხაშური).

80 კგ: 1. ხვიჩა ხუციშვილი (ჭიათურა), 2. იოსებ ჩილინდრიშვილი, 3. პაატა ღვინიაშვილი (ორივე-გორი).

90 კგ: 1. თედო აბელაშვილი (თბილისი), 2. გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა), 3. ლაშა ბერიძე (ახალგორი).

კვირას, 9 ოქტომბერს, ლენტეხში გაიმართება ქართული ჭიდაობის მორიგი ტურნირი. ორი წლის შესვენების შემდეგ კვლავ გათამაშდება "პრეზიდენტის თასი". თორმეტი რეგიონიდან ქართულის საუკეთესო ფალავნები შეეჯიბრებიან ერთმანეთს გუნდურ პირველობას 60-70-80-90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიებში.

ტურნირზე სოლიდური პრემიებია დაწესებული წარმატებული გუნდების წევრებისა და მწვრთნელებისთვის.

გაბრიელ ბარჯაძე

Admin
gio@ ამ ინფოს დასაზუსტებლად გირჩევთ გაზეთის მთავარ რედაქტორთან დარეკოთ 423273 899554897 თენგიზ გაჩეჩილაძე იკითხეთ
gio
მემგონი შეცდომაა სტატიაში, 9 ში ჭიდაობა ახმეტაშია და არა ლენტეხში, გთხოვთ გვაცნობოთ ზუსტი ადგილი.
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა