სერბმა სამ სეტში იოლად მოუგო ხუან-მარტინ დელ პოტროს და მორიგი ნაბიჯი გადადგა ტიტულის დაცვისკენ
ამერიკის ღია პირველობის მორიგ სათამაშო დღეს მამაკაცთა ტურნირზე მეორე ნახევარფინალური წყვილი უნდა გარკვეულიყო, მანამდე კი პირველი ლაურეატების ვინაობა შევიტყვეთ.

მიქსტში ამერიკის ღიას გამარჯვებული გახდა რუსულ-ბრაზილიური დუეტი ეკატერინა მაკაროვასა და ბრუნო სოარეშის შემადგენლობით. მათ სამ სეტში მოუგეს ფინალი ჩეხ პეტრა პეშკესა და პოლონელ მარცინ მატკოვსკის.

მეტოქეებმა პირველი ორი სეტი გაცვალეს და დაინიშნა საჩემპიონო ტაი-ბრეიკი, რომელშიც მაკაროვა და სოარეში 8:5-ს იგებდნენ, მაგრამ პეშკემ და მატკოვსკიმ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. უფრო მეტიც, რუსსა და ბრაზილიელს ორი მატჩბოლის მოგერიება მოუწიათ, მაგრამ 10:10-ზე ზედიზედ ორი ქულა მოიგეს და 12:10 გაიმარჯვეს.

თამაში საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ამ მოგებისთვის მაკაროვამ და სოარეშმა ერთად 150 ათასი დოლარი მიიღეს.

ზუსტად 4 საათი და 30 წუთი გაგრძელდა მეოთხედფინალი ესპანელ დავიდ ფერერსა და სერბ იანკო ტიპსარევიჩს შორის.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. პირველი პარტია იოლად ფერერმა მოიგო, მაგრამ შემდეგ ინიციატივა სერბმა ჩოგბურთელმა მოიპოვა და სეტებში ანგარიში წაიყვანა - 2:1. მეოთხე სეტში ყველაფერი მერვე გეიმში გადაწყდა, როცა ფერერმა ბრეიკი გააკეთა და ამის წყალობით სეტებს შორის თანაფარდობა აღადგინა.

ყველაფერი მეხუთე სეტს უნდა გადაეწყვიტა. დასკვნითი პარტია უკეთ ტიპსარევიჩმა დაიწყო და ბრეიკით 2:0 დაწინაურდა. მაგრამ ფერერმა მეშვიდე გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და საბოლოოდ, სეტისა და მთლიანად მატჩის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა.

მე-13 გეიმში თავიდან თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ 3:3-ზე ფერერმა ზედიზედ ორი ბურთი ჩააგდო და შეძლო ამ უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება.

ჩოგბურთელებმა 4-4 ბრეიკი გააკეთეს. ფერერის ანგარიშზე 15 ეისი იყო, ტიპსარევიჩს 10 ასეთი მოწოდება დაუგროვდა.

6:3, 6:7(5), 2:6, 6:3, 7:6(4) - მოიგო ფერერმა და 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ამერიკის ღიას ნახევარფინალში. ტიპსარევიჩმა კი ზედიზედ მეორედ ეს ტურნირი მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

ახლა, ნახევარფინალში ფერერი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში იოლად მოუგო ხუან-მარტინ დელ პოტროს და მორიგი ნაბიჯი გადადგა ტიტულის დაცვისკენ.

არგენტინელმა ჩოგბურთელმა ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა მსოფლიოს მეორე ნომერს.

ჯოკოვიჩი გაცილებით აქტიურად თამაშობდა, რაც ვინერსების რაოდენობაში გამოიხატა - ნოვაკმა აქტიური მოქმედებით 43 ქულა მოიპოვა, დელ პოტრომ - მხოლოდ 25. ამასთან, ხუან-მარტინს უნებლიე შეცდომებიც მეტი ჰქონდა - 33 28-ის წინააღმდეგ.

ჯოკოვიჩის ამ აქტიურობამ ის მოიტანა, რომ სერბმა მთელი მატჩის განმავლობაში 13 ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან ოთხი შანსი გამოიყენა. დელ პოტროს კი მხოლოდ სამჯერ შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება და აქედან ერთხელ გააკეთა ბრეიკი.

საბოლოოდ, მატჩი სამი საათი და 6 წუთი გაგრძელდა და ჯოკოვიჩმა სამ სეტში მოიგო - 6-2, 7-6 (3), 6-4.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მერვე მატჩი და ჯოკოვიჩი ურთიერთშეხვედრებში წინ არის - 6:2.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ენდი მიურეი და ტომაშ ბერდიხი.

აშშ-ის ღია პირველობა

1/4 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8) 6:3, 6:7(5), 2:6, 6:3, 7:6(4); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7) 6:2, 7:6(3), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის