HRT-ის ბოლიდის საჭესთან მყოფი მა ცინ ჰუა ფორმულა 1-ს ისტორიაში პირველი ჩინელი პილოტი გახდა
როგორც უკვე ვწერდით, "მერსედესის" საჯინიბომ უარი განაცხადა თანხმობის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც უკვე მოიწონა ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების უმრავლესობამ.

გერმანულ გუნდს არ აწყობდა ფინანსური პირობები და ვადები, რომელიც ბერნიმ საჯინიბოებს შესთავაზა, მაგრამ დღეს "მერსედესის" შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ მისი საჯინიბო ჩემპიონატის ერთგული რჩება, დანარჩენი - მოლაპარაკებების საკითხია.

"ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ "მერსედესს" გარკვეული ვალდებულებები აქვს ფორმულა 1-ის წინაშე. იცით, რომ მოლაპარაკებები მეტად ხისტი გამოვიდა, მაგრამ ოპტიმიზმით ვაფასებ სიტუაციას და მივიჩნევ, რომ მალე ყველაფერი დასრულდება.

ბერნის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულება 2020 წლამდეა გათვლილი. ექლსტოუნი ითხოვს ჩვენგან მომავალი რვა წლის განმავლობაში ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანხმობის დადასტურებას.

ჩვენ ვმუშაობთ ბერნისთან საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად და ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ ამასთან", - ამბობს როს ბრაუნი.

"ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო აცხადებს, რომ მისი გუნდი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა პილოტების შემადგენლობაზე მომავალი წლის სეზონისთვის. თუმცა იტალიელი ჩინოვნიკი აღნიშნავს, რომ გუნდს ორი ძალიან კონკურენტუნარიანი პილოტი სჭირდება.

"ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით. მოვიფიქრებთ, თუმცა ჯერ ნაადრევია კონკრეტულად ლაპარაკი.

ეჭვგარეშეა, რომ მასამ კარგი შედეგები უნდა აჩვენოს, თუმცა ფელიპე იყო და რჩება "ფერარის" მნიშვნელოვან წევრად.

არ ვაპირებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი რამ ცხადია - ჩვენი ორი კონკურენტუნარიანი პილოტი გვჭირდება. ვნახოთ", - ამბობს დი მონტეძემოლო.

თუ გავითვალისწინებთ ფელიპე მასას წლევანდელ შედეგებს, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ბრაზილიელს "სკუდერიაში" დარჩენის მინიმალური შანსი აქვს.

7 სექტმებერს, ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო იტალიის გრანპრი. გუნდებისთვის საბედნიეროდ, ორივე ვარჯიში კარგ ამინდში ჩატარდა და საჯინიბოებს იტალიური ტრასისთვის მომზადებული ტექნიკური სიახლეების შემოწმების საშუალება მიეცათ.

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ის იყო, რომ HRT-ის ბოლიდის საჭესთან ინდოელი ნარაიან კართიკეიანი მა ცინ ჰუამ შეცვალა. ის გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი ჩინელი პილოტი.

პრობლემები შეექმნა ფერნანდო ალონსოს ("ფერარი"). ბელგიის სპაზე დაზარალებული ბოლიდის ნაცვლად, ესპანელი სათადარიგო შასის იყენებდა და მთელი რიგი სირთულეების გამო, ძალიან ბევრი დრო დაკარგა, თუმცა მეორე პრაქტიკისას მესამე დრო აჩვენა.

ორივე ვარჯიშისას შედეგები საკმაოდ მჭიდრო იყო. პირველი პრაქტიკა მიხაელ შუმახერმა ("მერსედესი") მოიგო შედეგით - 1:25.422 და ერთბაშად რვა პილოტმა არ წააგო გერმანელთან წამზე მეტი.

მეორე პრაქტიკისას საუკეთესო დრო დააფიქსირა ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი") - 1:25.290. ბრიტანელსა და მეცხრე ადგილზე გასულ პილოტს შორის სხვაობა მხოლოდ 0.26 წამი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ