ევროპის 2003 წლის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი აზერბაიჯანის მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრების კაპიტნად ორი წლის წინათ აირჩიეს...

ევროპის 2003 წლის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი აზერბაიჯანის მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრების კაპიტნად ორი წლის წინათ აირჩიეს. ამ ხნის განმავლობაში მისმა შეგირდებმა კონტინენტის გუნდური პირველობა მოიგეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეზობლებმა ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-12 ადგილი დაიკავეს, აზმაიფარაშვილი გუნდის წევრებთან მივიდა, მომავალ წარმატებებს უჩემოდ მიაღწევთო, უთხრა და დაემშვიდობა.

?რ არის გამორიცხული, ეს განცხადება ცხელ გულზე იყოს გაკეთებული, ამიტომ აზმაიფარაშვილს შეგვიძლია გავუგოთ, - აღნიშნა აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაირ მამედოვმა. - გარდა იმისა, რომ ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა წარუმატებლად ითამაშა (თუმცა ამას მთლად წარუმატებლობას ვერ დავარქმევთ) მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ზურაბ აზმაიფარაშვილი ხანტი-მანსიისკში ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხდა, რამაც, ცხადია, მის გადაწყვეტილებაზე იქონია გავლენა. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ელნურ რუსტამოვის გადაწყვეტილების გარეშე ამ საკითხზე კონკრეტულად რამის თქმა შეუძლებელია.

ახლა კი თავად ზურაბ აზმაიფარაშვილს მოვუსმინოთ - იგი აზერისპორტ-ის კორესპონდენტს ესაუბრა:

- ვიცოდი, რომ ოლიმპიადაზე დრო არ მექნებოდა, რადგან აქ ფიდეს კონგრესიც იმართებოდა. ამიტომ დელიკატურად ვცდილობდი კაპიტნობისთვის თავის არიდებას. ზოგს ეგონა, ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გუნდში ვიღაცას ვერ ვიტანდი,რაც მართალი არ არის...

- ნაკრებში ვუგარ გაშიმოვის არყოფნამ შედეგზე იმოქმედა?

- გუნდში არა მარტო გაშიმოვი, არამედ ზურაბ აზმაიფარაშვილიც არ იყო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნაკრების მონაპოვარი ნორმალურად მიმაჩნია.

- წასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- ბოლო ტურის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ კაპიტნის რანგში უკანასკნელად მხედავდნენ. თითოეულ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნე. წასვლის წინ ვურჩიე მათ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა მომდევნო დიდ ტურნირზე გვერდით ვუგარ გაშიმოვიც ჰყავდეთ. უსამართლობაა, რომ ნაკრებში არ არის გაშიმოვი. მასთან ერთად სხვა შედეგი იქნებოდა. მსოფლიოში ბევრი კარგი კაპიტანია, მოთამაშეები კი - ცოტა, ამიტომ აზერბაიჯანმა ერთ-ერთი მათგანი არ უნდა დაკარგოს.

- თქვენ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აღარ იქნებით. რატომ?

- ვიცოდი, რომ კენჭს ვიყრიდი ამ თანამდებობაზე, მაგრამ ილუმჟინოვის გუნდისგან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდი. ალბათ გარი კასპაროვთან მეგობრობის გამო. ის ხომ კარპოვის ბანაკში იყო. მეორე მიზეზი, მგონი, ის არის, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირის არჩევნებში მე სილვიო დანაილოვის მომხრე ვიყავი, ფიდე კი ალი ნიხატ იაზიჩის უჭერდა მხარს. ჩემ წინააღმდეგ იმუშავეს, ხმის მოცემას ვინც დამპირდა, ისინიც გადაიბირეს.

- ამ თემაზე ფიდეს პრეზიდენტს თუ ელაპარაკეთ?

- პირადად ვუთხარი, რომ არც ერთ წინადადებაზე თანახმა არ ვიქნებოდი და არც რომელიმე თანამდებობას დავიკავებდი. ილუმჟინოვმა ფიდეს ხუთი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა, წესით კი მხოლოდ ორის უფლება ჰქონდა. როგორც დელეგატი საქართველოდან, დარღვევის გამოსასწორებლად ყველაფერს ვიღონებ, სასამართლოში ვიჩივლებ, სამართლიანობის აღდგენას მოვითხოვ. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში კუტინი, გელფერი და იაზიჩი ფიდეში პოსტებს დაკარგავენ.

- მერე რას აპირებთ?

- სინგაპურში ცხოვრებას და ამ რეგიონში ჭადრაკის განვითარებას, შვილებს მივხედავ. ილუმჟინოვის გუნდში არ ვიმუშავებ, მაგრამ კირსანი თუკი ისე გაირჯება, როგორც 90-იან წლებში, მაშინ, შესაძლოა, ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთოს.

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე