საქართველოს ნაკრებმა ბელორუსის ეროვნული გუნდი თორნიკე ოქრიაშვილის გოლი-შედევრით დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო.

7 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ბელორუსის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მატჩის 52-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

შეხვედრა გუნდებმა დაბალ ტემპში დაიწყეს. მასპინძლები შეტევის განხორციელებას ძირითადად მარცხენა ფრთიდან ეშურებოდნენ, თუმცა გრიგალავა-კანკავა-ოქრიაშვილი-ანანიძის კომბინაცია ბელორუსთა კართან რეალურ ხიფათს ვერ ქმნიდა. შედეგად, საქართველოს ნაკრების ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მეტწილად უმოქმედოდ რჩებოდა.

სამაგიეროდ, ნელ-ნელა ფხა გამოაჩინეს სტუმრებმა და რომ არა გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, დაწინაურებასაც შეძლებდნენ.

საერთოდაც, თბილისის "დინამოს" გოლკიპერმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებულ 3 ქულაში მისი წვლილი უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. გიორგიმ ამის შემდეგაც რამდენიმე ძალიან სახიფათო ეპიზოდში ძალზე დამაჯერებლად ითამაშა.

საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი თითზე ჩამოსათვლელი ეპიზოდები ჰქონდა - ჯერ იყო და ოქრიაშვილის თავით დაგდებული ბურთის ერთი შეხებით კარში გადაგზავნას გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა ცდილობდა ამაოდ, შემდეგ კი ჯანო ანანიძის გამჭოლი გადაცემით, ლევან მჭედლიძე შეეცადა ზუსტად დარტყმას.

პირველი, არცთუ შთამბეჭდავად ჩატარებული ტაიმის შემდეგ, თემურ ქეცბაიას შეგირდებმა მეორე ტაიმში აშკარად განსხვავებული თამაში გვიჩვენეს და შედეგმაც არ დააყოვნა.

მატჩის 52-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თორნიკე ოქრიაშვილმა ცრუმოძრაობით პირში ჩალა გამოვლებული ერთბაშად სამი ბელარუსი მცველი დატოვა (რომელთაგან ორი სულაც გაზონზე გაწვა) და მეკარისგან შორეულ კუთხეში აუღელვებლად შეაგორა ბურთი - 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ სტუმრებმა სცადეს გათანაბრება, თუმცა პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ისე მწვავედ ვეღარ უტევდნენ. საქართველოს ნაკრებმაც ნელ-ნელა უკან დაიხია და უფრო მეტად კარის უსაფრთხოებაზე დაიწყო ფიქრი, რამაც გეორგი კონდრატიევის შეგირდებს სივრცე შეუზღუდა.

ბელორუსებს მეორე ტაიმში ერთადერთი მეტნაკლებად კარგი მომენტი 86-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა "ცხრიანში" წასული ბურთი ლორიამ ბრწყინვალე ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო. შეგახსენებთ, ურთულეს ჯგუფში ჩვენი მეტოქეები, ბელორუსთა გარდა, ესპანეთის, საფრანგეთისა და ფინეთის ეროვნული გუნდებია.

მომდევნო შეხვედრას თემურ ქეცბაიას შეგირდები 11 სექტემბერს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან ისევ "დინამო არენაზე" გამართავენ.

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: მეამაყება, რომ ამ ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ

sandro
მესის გოლზე უკეთესი გოლი იყო ასეთს ვერსად ნახავს კაცი
datukela
კარგიარომ მოვიგეთ,მაგრამ როგორმე ერთი ბურთი კიდევ უნდა გაგვეტანა,გვექნებოდა სჰანსი ბელორუსიასჰიც და იქნებოდა ნამდვილი გამარჯვება
RAUL
ძალიან ბედნიერი ვარ, დასაწყისი კარგი იყო და იმედია წინ კიდევ არაერთი ბედნიერი მომენტი გველოდება. ოქრისშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, მე ამ გოლს "ქართულ გოლს" დავარქმევი, ცხონებული დარასელია გამახსენდა ამ გოლზე, ქართველების გენში გვაქვს ტექნიკა, ცეკვა ავიღოთ თუნდაც...
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა