გორელთა გუნდი "თენგიზ ბურჯანაძის" განახლებულ სტადიონს 15 სექტემბერს, თბილისის "დინამოსთან" მატჩით გახსნის
გულშემატკივრისთვის ცნობილია, გორის "დილა" ორმა ლიდერმა დატოვა - თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ დანიურ "ორჰუსთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი კი უახლოეს ერთ სეზონს რუსეთის პრემიერლიგის "ალანიაში" ითამაშებს.

გუნდიდან წასვლის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურულია.

საერთოდაც, ბევრი მიიჩნევსს, რომ გორის "დილა" ხანმოკლე პროექტი იყო და ფეხბურთელებიც მალე სხვადასხვა კლუბებში გადანაწილდებიან.

თუმცა, "დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე ამ ხმებს უარყოფს:

"ჩვენ ჯერ მხოლოდ ვაწაძემ და გრიგალაშვილმა დაგვტოვეს, სხვები კი კლუბში რჩებიან და სულ მცირე, დეკემბრამდე დაგვეხმარებიან.

შესაძლოა, ჭორები იმიტომაც აგორდა, რომ ბოლო ტურში "ზუგდიდთან" გასვლით შეხვედრაში მათ გარდა კიდევ რვა მოთამაშე გვაკლდა. მაგრამ მიზეზი მათი ტრავმებია - სალუქვაძე, ალადაშვილი, გვალია, ბეჭვაია, ხოჯავა, გოგუა, მოდებაძე და ილურიძე დაშავებულები იყვნენ.

ამათ ახლა არზიანიც დაემატა: ზურა მომჯობინდა, "ზუგდიდთან" ითამაშა და ნაკრებშიც გამოიძახეს, მაგრამ იქ ვარჯიშზე ფეხი იტკინა და ჯერ არ ვიცით, მისი ტრავმა რამდენად სერიოზულია.

რაც შეეხება სანდრო გურულს, დეკემბრამდე "დილაში" ითამაშებს, რადგან კონტრაქტი სწორედ ამ დროს უმთავრდება".

გორელთა მთავარ მწვრთნელს ამდენი ტრავმიანი ფეხბურთელი ძალიან ადარდებს, მაგრამ სასიხარულო ამბავიც აქვს: სავარაუდოდ, 15 სექტემბერს "დილა" საკუთარ არენას დაუბრუნდება და "თენგიზ ბურჯანაძის" განახლებულ სტადიონს თბილისის "დინამოსთან" მატჩით გახსნის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" მათე ვაწაძის შემდეგ შოთა გრიგალაშვილმაც დატოვა

FC DILA
სასიამოვნოა, მადლობა ყველას ვინც ასეთი ლამაზი მოედანი გვაჩუქა გორელებს. წარმატებები ყველას, უპირველესად ქართულ ფეხბურთს, დაებრუნებინოს პირველ რიგში თავისი დამახასიათებელი სტილი, ტექნიკური და შემტევი თამაში. ტორპედო, დინამო... ითამაშეთ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, იპოვე შენი თავი ფეხბურთში... http://trophymanager.com/?c=1952546
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად