საქართველოს ქალთა ნაკრებს პირველ ათეულში შესასვლელად ბოლო ტურში გამარჯვება და სხვა შეხვედრებში სასურველი ანგარიშები სჭირდება
ჭადრაკის სპეციალისტები ყველაფერს იფიქრებდნენ, მაგრამ სტამბოლში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის რეიტინგფავორიტი ჩინეთის ქალთა ნაკრები 22-ე ნომრად განთესილ ყაზახეთის გუნდთან, რომლის ოთხი წევრის რეიტინგი 2300-საც ვერ აღწევს, შეხვედრას ფრედ (2:2) თუ დაამთავრებდა, ვერავინ წარმოიდგენდა.

2599 რეიტინგის მქონე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი გულისკან ნახბაიევას (2291) დაუზავდა, დიდოსტატი დინ ისინი (2424) კი - მადინა დავლეტბაიევასთან (2165) დამარცხდა.

აზიელთა ამ წაფორხილებით ისარგებლეს რუსებმა, რომლებმაც სომხებს 3,5:0,5 აჯობეს ერთპიროვნულ ლიდერს ქულებით გაუთანაბრდნენ.

საქართველოს ქალთა გუნდმა ვიეტნამის ნაკრებს მოუგო - 2,5:1,5 (ნანა ძაგნიძე - ლე ტაო ნგუენი 1:0, ნუგენ დი მაი ჰუნგი - ლელა ჯავახიშვილი 1:0, ნინო ხურციძე - ჰოანგ დი 0,5:0,5, ჰამ ბიჩი - ნინო ბაციაშვილი 0:1.

დანარჩენი შეხვედრები: უკრაინა - პოლონეთი 2,5:1,5, აზერბაიჯანი - საფრანგეთი 1,5:2,5, ინდოეთი - ისრაელი 3,5:0,5, გერმანია - ესპანეთი 3:1.

ოლიმპიადის დამთავრებამდე ტურით ადრე ქალთა ტურნირში ასეთი მდგომარეობაა: ჩინეთი - 17 (29), რუსეთი - 17 (29), უკრაინა - 16 (27), საფრანგეთი (27,5), ყაზახეთი (27), გერმანია (26,5), ინდოეთი (25,5) 15-15, პოლონეთი (26), ბულგარეთი (26), სომხეთი (24), უზბეკეთი (24), რუმინეთი (26), პერუ (24,5) 14-14, საქართველო - 13 (26) ქულა.

ქართველების გარდა, კიდევ 9 ნაკრებმა მოაგროვა 13-13 ქულა. სამწუხაროდ, მედალს რომ ვერ შევწვდებით, ეს ცხადია, პირველ ათეულში შესასვლელად კი 9 სექტმებერს აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ესპანეთი და ზოგიერთი შეხვედრაც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.

მე-11 ტურში ითამაშებენ: რუსეთი - ყაზახეთი, ბულგარეთი - ჩინეთი, უკრაინა - გერმანია, საფრანგეთი - ინდოეთი, პოლონეთი - სომხეთი, პერუ - რუმინეთი, უზბეკეთი - ირანი, ესპანეთი - საქართველო, აშშ - ისრაელი, ბელარუსი - აზერბაიჯანი, იტალი - მოლდოვა, კოლუმბია - კუბა.

ვაჟთა ტურნირში საქართველოს ნაკრები ისრაელის გუნდს დაუპირისპირდა. მიხეილ მჭედლიშვილი და ბორის გელფანდი, მერაბ გაგუნაშვილი და მაქსიმ როდშტეინი მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ლევან ფანცულაიამ ევგენი პოსტნისთან წააგო. ჩვენი გუნდი მარცხისგან კონსტანტინე შანავამ იხსნა - თეთრი ფიგურებით ბორის ავრუხს სძლია. საბოლოოდ ფრე - 2:2.

ლიდერთა შეხვედრები: ჩინეთი - აშშ 2,5:1,5, არგენტინა - რუსეთი 1,5:2,5, ჰოლანდია - სომხეთი 1:3, აზერბაიჯანი - უკრაინა 1,5:2,5, ჩეხეთი - პოლონეთი 1:3, დანია - უნგრეთი 0:4, ბელარუსი - გერმანია 1,5:2,5, ფილიპინები- ვიეტნამი 2:2, ინდოეთი - კუბა 2:2.

სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ: ჩინეთი (28,5), სომხეთი (26,5), რუსეთი (25,5) 17-17, უკრაინა - 16 (26,5), უნგრეთი (26,5), აშშ (27,5), გერმანია (25,0), პოლონეთი (26) 15-15, 7 გუნდს 14-14, 18 გუნდს კი 13-13 ქულა აქვს, მათ შორის - საქართველოს, რომელიც ბოლო ტურის წინ 21-ე ადგილზეა.

მოჭადრაკეები 8 სექტემბერს ისვენებენ, 9-ში კი დასკვნითი ტური გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად