8 სექტემბერს, ტაილანდურ პატაიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ
ტაილანდურ პატაიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 7 სექტემბერს ასპარეზობა გოგონებმა დაასრულეს, 8-ში კი ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ბექა ბუჯიაშვილი (50), ლაშა ტალახაძე (55), ლაშა ბიტარაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), ლევან გოგრიჭიანი (84), გიორგი მეშვილდიშვილი (96) და გენო პეტრიაშვილი (1209) შედიან.

8 სექტემბერს ჩვენებურთაგან ბუჯიაშვილი, ბიტარაშვილი, ყველაშვილი და მეშვილდიშვილი ჭიდაობენ.

ბუჯიაშვილი, რომელსაც ფრიად გაუჭირდა წონის დაკლება, პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი თურქ მუამერ სანცაკს ხვდება. მათ შორის მოგებული ნახევარფინალში გასასვლელად უზბეკ მახმუდინ შავკატოვსა და ეგვიპტელ ალი ოსამა რაგაბის შორის მოგებულს დაეჭიდება.

ჩვენებურს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რუსი მაგომედ მაგომედალიევი ფინალამდე ასცდა.

პირველ წრეში ბიტარაშვილიც ისვენებს, მისი მეტოქე კი უნგრელი იოზეფ მოლნარისა და იაპონელი მასაკაცუ კამოის შეხვედრაში გაირკვევა.

ჩვენებურის მხარეს მოხვდნენ ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალისტები - აზერბაიჯანელი ჩემპიონი ახმედნაბი გვარზატილოვი და თურქი ვიცე-ჩემპიონი სელაჰატინ კილისალაიანი, აგრეთვე - მსოფლიოს შარშანდელი პირველობის მოლდოველი ბრინჯაოს მედალოსანი მაქსიმ პერპელიტა. ამათგან ბიტარაშვილი ყველაზე ადრე სწორედ მოლდოველს შეიძლება შეხვდეს - მერვედფინალში, თურქთან მისი გზა მეოთხედფინალამდე არ იკვეთება, აზერბაიჯანელთან - ფინალამდე.

ამ წონაზე საუბრისას დავძენთ, რომ შარშან აქ აზერბაიჯანელმა ტოგრულ ასკაროვმა გაიმარჯვა, რომელიც ერთი თვის წინ ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.

8 სექტემბერს ყველაზე მეტი მონაწილე 74 კილოგრამში იქნება - 36 სპორტსმენი (თუმცა 60-შიც არანაკლებია - 35), თუმცა ყველაშვილს გაუმართლა და პირველ წრეში ისვენებს, როგორც მისი უნგრელი მეტოქე იშტვან ზომბორ გულიასი. ძლიერი ფალავნებით დატვირთული არც ბადის ეს ნახევარია - აქ მხოლოდ აზერბაიჯანელი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ელჯან უსუბზადა მოხვდა და იმასაც ნახევარფინალამდე არ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ უსუბზადა და ყველაშვილი წლეულს გვერდიგვერდ იდგნენ ევროპულ კვრაცხლბეკზე ზაგრებში, სადაც ჩვენს გუნდს მეტი მედალი არც მოუპოვებია. ბადის მეორე მხარესაა ევროპის წლევანდელი თურქი ვიცე-ჩემპიონი აბდულკადირ ოეზმენი, ვისთანაც ჩვენებური ზაგრებში დამარცხდა.

რთული წილისყრა ერგო დებიუტან მეშვილდიშვილს - პირველივე წრეში რუსთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგომედგაჯი ნურასილოვს ხვდება. ამ ბარიერს თუ გაივლის, მომდევნო წრეში სავარაუდო მეტოქეთაგან ერთი აშშ-ს ანუ ძლიერი სკოლის წარმომადგენელი მარკ ტანერ ჰალია, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთი ძლიერი გუნდის - აზერბაიჯანის ფალავანი შეიძლება გადაეყაროს.

თუმცა მეშვილდიშვილმა ჯერ რუსული ბარიერი დასძლიოს - იქაურებმა ნურასილოვის გამო ევროპის წლევანდელი ჩემპიონი მაგომედკამილ ჰუსეინოვი დატოვეს სახლში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად