კარგი სტარტი ხანდახან ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი გოლის ფაქტორი
საქართველომ მოიგო! შესარჩევი გამარჯვებით დაიწყო. კარგი სტარტი ხანდახან ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი გოლის ფაქტორი. ბელარუსიც გოლმა გატეხა, თორემ პირველ ტაიმში რომ გაეტანათ სლავებს, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

ეს გამარჯვება მართლაც მნიშვნელოვანია იმით, რომ ციკლი რიხით დავიწყეთ. ეს იწვევს თავდაჯერებულობას, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის.

ეს გამარჯვება ძალიან ჭირდებოდა თემურ ქეცბაიას. მან პოზიციები გაიმყარა, თავდაჯერებულობა ხომ მწვრთნელისთვისაც აუცილებელია.

ქეცბაია ემოციური მწვრთნელია, ჩვენი გუნდის შანსიც ეგ იყო - პირველი თამაში, ახალი იმედი, ახალი მუხტი - ეს ჰქონდა საქართველოს ნაკრებს და გამოიყენა კიდეც.

ეს გამარჯვება გულშემატკივარსაც ძალიან ჭირდებოდა, ქომაგმა დაინახა, რომ ჩვენ ნაკრებს ბრძოლა და შანსზე ჩაჭიდება შეუძლია. ბიჭებმა იბრძოლეს და გაიმარჯვეს, ხალხი კი სტადიონდან კმაყოფილი წავიდა - ეს უკვე შედეგია.

იღბალი ფეხბურთშიც ძალიან ბევრს ნიშნავს, შენს კბილა გუნდთან ყისმათიც თუ წაგეხმარა, ეს უკვე საქმის ნახევარია. ბელარუსი ჩვენთვის ზუსტად ისეთი გუნდია, კბილი კბილს რომ მოედება.

კონდრატიევს კარგი გუნდი ჰყავს, შეტევის ორგანიზება რომ შეუძლია ისეთი, ცალკეული ფეხბურთელებიც არ დაეწუნება, მაგრამ საქართველოს მაინც დაეჩაგვრინა - ფეხბურთი ხანდახან ულმობელია, ბელარუსმა შანსი ვერ გამოიყენა, ჩვენს გუნდს კი შნო აღმოაჩნდა და გაიმარჯვა.

ათი ათასჯერ თქმულა, რომ ფეხბურთი გრძნობების თამაშია. საქართველომ გოლი რომ გაიტანა, გრძნობაც გაჩნდა - ბელარუსი თამაშის შემომბრუნებელი აღარ იყო. ემოცია ჩვენს მხარეს გადმოვიდა, ჩვენი მოკავშირე გახდა.

თორნიკე ოქრიაშვილის თამაში პირველად მუხრანში ვნახე, როცა ის "გაგრას" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი იყო. ის გამორჩეულად ნიჭიერი გახლდათ და აკი მალევე დატოვა კიდეც საქართველო.

ოქრიაშვილის ნიჭში ეჭვი არავის ეპაროდა, ის წინ წავიდა, 7 სექტმებრს კი მატჩის გმირი გახდა.

გოლი ესთეტიური გამოვიდა. სიამოვნების ულუფაც ძალიან დიდი გამოდგა. ოქრიაშვილი კი უკვე აღარ არის ნაკრების პერსპექტიული ფეხბურთელი, ბელარუსის კარში გატანილი გოლი უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია იმისთვის, რომ ოქრიაშვილზე ვთქვათ, ნაკრების საკვანძო ფეხბურთელიაო.

ოქრიაშვილმა ბელარუსს გოლი ქართულად გაუტანა. ჩვენი ასეთი გოლებით, ასეთი ნიჭით გვიცნობენ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. მან ამ გოლით ერთხელაც შეახსენა სლავებს, რომ ქართული გენი ფეხბურთში არ მომკვდარა. ეს გოლი ისეთია, პათეთიკასაც რომ უძლებს.

ბელარუსთან მოგება გემრიელი კი გამოდგა, მაგრამ ილუზიების საფუძველიც გააქრო - ხარვეზი ცოტა როდი ჰქონდა ჩვენს გუნდს, თუმცა ეს აღარავის ემახსოვრება, ტვინში ოქრიაშვილის ოქრო - გოლი ჩაიკირება.

ეს გოლი ალბათ ოქროზე უძვირფაესია და კიდევ უფრო იშვიათი, ვიდრე საქართველოს ნაკრების გამონათებები (იხილეთ ვიდეო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

odala
ავტორს ჰგონია ძალიან ორიგინალური სათაური შეურჩია სტატიას :)))
aa
ბელორუსი კარგი გუნდია რომ ამბობენ Yველაფერი შედარებითია. მსოფლიო დონეზე თუ ისაუბრება ეგ დონე რამოდენიმე საფეხურით დაბლა. და ამას ესპანეთი ცხადად დაგვანახვებს. მე როგორც Yველა ქარტველს საქარტველოს კარგი თამაში მინდა, მაგრამ ამას იმიტომ ვჩერ რომ ქარტველო ჟურნალისტები (ბაქიაობით სავსე სთატიაბეი", ბლოგერები "ესპანეთის გინებით" და საერტოდ ატმოსფერო ქარტული-რეალობას-მოწყვეტილი-ენტუზიაზმით სასაცილოა .
RAUL
"ქართული გოლი' სულ პირველად კომენტარებში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა და შემდეგ აიტაცეთ, კარგი იქნებოდა თუ ამას რომელიმე სტატიაში აღნიშნავდით, თითქმის ყველა სტატიაში გამოიყენეთ ეს სიტყვა. ისეთი არაფერია, მას არაფერი მოემატება, უბრალოდ ეთიკაა და ადამიანის პატივისცემა ეს. რა ვიცი, მგონი არ ვამბობ ტყუილს, ხო?!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად