გუშინ ძიუდოისტ ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზე...

გუშინ ძიუდოისტ ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზე. გუნდის ახალდანიშნულ თავკაც გიორგი გუგავას ხელში 35-მდე მოზარდია, რომელთა შორისაც ევროპის ახალგაზრდული პირველობის სამივე მედალოსანია: ჩემპიონები ოთარ კაიდარაშვილი (55) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვერცხლის პრიზიორი გიორგი ნოზაძე (90).

ახლანდელი შეკრება ხანმოკლე გამოვა - 13-დღიანი. ეს მეტად უცნაურმა საერთაშორისო კალენდარმა განაპირობა - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სულ ახლახანს, 17-19 სექტემბერს ჩატარდა და მსოფლიოსთვის მზადება შემჭიდროებულ ვადებში უწევთ. შეკრება 17-ში დამთავრდება, იმავე დღეს ბიჭები შინ დაბრუნდებიან, ერთი დღე დაისვენებენ და 19-ში, გამთენიისას მაროკოში, ქალაქ აგადირში გაფრინდებიან, სადაც 21-24 ოქტომბერს თანატოლთა მსოფლიოს პირველობაზე გამოვლენ. ოღონდ, ვინ იჭიდავებს იქ, ჯერ უცნობია. მიზეზი ფინანსური გაურკვევლობაა - დაზუსტებით არაა ცნობილი, სრულ გუნდს დააკომპლექტებენ თუ არა, ხოლო როცა ეს საკითხი გაირკვევა, გუგავაც მერე დაასახელებს შემადგენლობას. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოზე წონაში ორი კაცის დაყენებაა შესაძლებელი, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, გუგავა კვოტას სრულად გამოიყენებს თუ არა. ერთის თქმა გადაჭრით შეიძლება - სრული გუნდის წაყვანა არაა მისი თვითმიზანი. ის უფრო პრაქტიკულ შედეგზე აკეთებს აქცენტს და ურჩევნია, ისინი აჭიდაოს, ვისაც მედლისთვის ბრძოლა შეუძლია ან სამომავლოდ რეალური პერსპექტივა გააჩნია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომელიმე წონაში საერთოდ არ აჭიდაოს არავინ - ეს მაშინ, თუ სეკვესტრირებული დაფინანსება ექნება, სხვა შემთხვევაში კი გამოცდილების მისაღებად მაინც წაიყვანს ვინმეს. თუმცა, ვიმეორებთ - ის საქმეს პრაგმატულად უდგება და სრული გუნდის წაყვანა სულაც არაა თვითმიზანი. სადღეისოდ ცნობილია ისიც, რომ აგადირში ევროპის სამივე მედალოსანი იჭიდავებს.

დაფინანსების საკითხი ფედერაციაშიც გადავამოწმეთ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ალექსიძესთან და გავარკვიეთ, რომ გუნდს ფინანსური პრობლემა არ ექნება. ოღონდ, ალექსიძის თქმით, მსოფლიოზე სრული გუნდით წასვლა არც მწვრთნელს სურს, ვინაიდან ზოგან პერსპექტივას ვერ ხედავს, მაგრამ, ვის წაყვანასაც მოისურვებს, ხელს არ შეუშლიან. დაფინანსების საკითხი საბოლოოდ დღეს გაფორმდება - ვგულისხმობთ ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმებას. ალბათ, გუგავაც დღეს დაასახელებს მისთვის სადებიუტო ტურნირზე წასაყვან ნაკრებს.

გუგავასგან განსხვავებით, მსოფლიოზე წასაყვანი შემადგენლობა უკვე დაასახელა გოგოების ნაკრების დამრიგებელმა გია თენაძემ, თუმცა მისი დილემა ბევრად მარტივი გადასაჭრელი იყო, რადგან მსოფლიოზე მხოლოდ ორი მონაწილე მიჰყავს - ნონა მერაბიშვილი (52) და შორენა შარაძე (63). მას თამარ ლომიძის (+78) წაყვანაც უნდოდა, მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა ამის საშუალება არ მისცა.

მსოფლიოსთვის მოსამზადებელ შეკრებას გოგონათა ნაკრებიც დუშეთში გაივლის, ოღონდ 7 ოქტომბერიდან. თუმცა რამდენიმე მათგანი თანაგუნდელებს კიდევ უფრო გვიან შეუერთდება. საქმე ისაა, რომ ისინი 8-10 ოქტომბერს თბილისში გასამართ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოვლენ. თენაძემ იქ წასაყვან შემადგენლობაში ცოტაოდენი ცვლილებები შეიტანა, თუმცა არაა გამორიცხული, მანამდე კიდევ მოხდეს გარკვეული გადაადგილებანი. სადღეისოდ, მოზარდთა ტურნირში ცირა აბულაძე (48), მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78) იჭიდავებენ, ახალგაზრდებში - დარინა აბულაძე (52), შარაძე (63), ნინო ოძელაშვილი (70) და ლომიძე (+78). ადრე გამოცხადებულთან შედარებით, ცვლილება ისაა, რომ დარინა აბულაძემ მოზარდებიდან ახალგაზრდებში აინაცვლა, მის მაგივრად იქ მერაბიშვილი ჩასვეს, რომელიც თავიდან სათადარიგოებში მოიაზრებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა