15-17 ოქტომბერს ხასავიურტში გასამართ თავისუფალ ჭიდაობაში საკონტინენტთაშორისო თასზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" დამრიგებელმა საიპულა აბსაიდოვმა...

15-17 ოქტომბერს ხასავიურტში გასამართ თავისუფალ ჭიდაობაში საკონტინენტთაშორისო თასზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" დამრიგებელმა საიპულა აბსაიდოვმა. თავადაც დაღესტნელმა სპეციალისტმა სამშობლოში წასაყვანად ძალზე გადახალისებული გუნდი წარმოადგინა: მაჰმუდ მაგომედოვი (55), ხაიბულა შაალოვი (60), ემინ აზიზოვი (66), იბრაგიმ იუსუფოვი (74), შარიფ შარიფოვი (84), ასლანბეკ ალბოროვი (96) და ალი ისაევი (120).

მსოფლიოს ჩემპიონატზე არცთუ წარმატებული გამოსვლის გამო აბსაიდოვი რომ შემადგენლობის გადახალისებას აპირებდა, ადრეც ვიცოდით. მისი უკმაყოფილება განსაკუთრებით ჩამსულვარა ჩამსულვარაევის (84), ნოვრუზ ტემრეზოვის (84) და ისაევის გამოსვლამ გამოიწვია. მწვრთნელისვე სიტყვებით, ისაევსა და ჩამსულვარაევს სწორედ ხასავიურტის ტურნირზე მიეცემოდათ ბოლო შანსი. ამიტომაც გაგვიკვირდა, შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის შარშანდელი ფინალისტი ჩამსულვარაევი რომ ვერ ვნახეთ. წლეულს მას არც ისე კარგი სეზონი უდგას - ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ბრინჯაოს შესწვდა, მსოფლიოზე კი საერთოდ წააგო. სავარაუდოდ, მას შანსს კიდევ მისცემენ, მაგრამ ახლა ვინმე იუსუფოვით მისი ჩანაცვლება ფრიად გაგვიკვირდა. თუმცა ეს ჩვენი დავით ხუციშვილისთვის კარგიცაა - ერთი სერიოზული კონკურენტი მოაკლდა.

როგორც ვხედავთ, შემადგენლობაშია ევროპის წლევანდელი დისკვალიფიცირებული ჩემპიონი მაგომედოვიც. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელებმა ის კონტინენტის წლევანდელი პირველობის წინ რუსთა დაუკითხავად გადაიბირეს, რასაც რუსების პროტესტი მოჰყვა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დიდი დავა-კამათის შემდეგ ევროპის ახალ ჩემპიონს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიეცა, თუმცა ოქროს მედალი დაუტოვეს. იმ ამბების მერე მაგომედოვი საზოგადოების წინაშე 1 ოქტომბერს გამოჩნდა, როცა აზერბაიჯანელებმა, იქაური მედიის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჟამად დაღესტანის შემადგენლობაში შემავალ აზერბაიჯანელთა ისტორიულ მიწაზე - დერბენტის რაიონის სოფელ ჯიმიკენტში თავისუფალ ჭიდაობაში სკოლა გახსნეს. მაშინ ბაქოდან ჩასულ საპატიო სტუმართა შორის მაგომედოვიც იყო, თუმცა ის ისედაც დაღესტნელია. ეტყობა, მისი დისკვალიფიკაცია მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ვრცელდება, თუმცა ძალზე კი გვეეჭვება - საკონტინენტთაშორისო თასი საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრებაა და აკრძალვა მასზეც რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს? თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ შეზღუდვა კი ეხება, მაგრამ აზერბაიჯანელები თვითნებობენ, როგორც ევროპის პირველობის წინ. მაშინ მათ რუსები აფრთხილებდნენ და ახსენებდნენ, რომ მაგომედოვმა წინა სეზონში რუსთა ნაკრებში მსოფლიოს თასზე იჭიდავა და მისი უნებრათვოდ წაყვანის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ - აზერბაიჯანელებმა სამაქინაციოდ ხრიკებს მიმართეს, მაგრამ საბოლოოდ კოვზი მაინც ნაცარში ჩაუვარდათ.

სხვა მხრივ კი, აბსაიდოვის ახლანდელი ნაკრები მხოლოდ იმის დასტურია, რომ ის ამ ტურნირს ძირითადად მაინც ახლების გამოსაცდელად იყენებს, თორემ, როგორ აჯობებს ალბოროვი ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიურ პრიზიორ ხეტაგ გოზიუმოვს, ან აზიზოვი - ევროპის შარშანდელ ჩემპიონსა და მსოფლიოს წლევანდელ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვს, ანაც - შაალოვი ჩეჩენ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსან ზელიმხან ჰუსეინოვს. უბრალოდ, აბსაიდოვი მათ გამოცდილების მიღების შანსს აძლევს. შემადგენლობაშია მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანი შარიფოვიც, რომელსაც წლევანდელ მსოფლიოზე არ უჭიდავია და სატურნირო პრაქტიკა აკლია.

ხასავიურტში ფრიად გადახალისებულ გუნდს აგზავნის ჩვენი "თავისუფლების" დამრიგებელი ზაზა თურმანიძე, თუმცა თავად არ მიჰყვება და იქ ნაკრებს დავით ხურცია უხელმძღვანელებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი (120) - აი, ესენი იჭიდავებენ ხასავიურტში. აბსაიდოვისგან განსხვავებით, თურმანიძეს ასეთი არჩევანი მეტად მნიშვნელოვანმა მომავალმა სეზონებმა უკარნახა - გაისად ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მერე კი თავად თამაშებია, თურმანიძე კი ახალი ხალხის ძიებაშია და სხვა გზა არაა, ექსპერიმენტებს უნდა მიმართოს. ეტყობა, ის მომავალ სეზონში ძირითადად ამ ხალხს დაეყრდნობა, თუმცა რამდენიმე ძველი ლიდერიც დარჩება გუნდში.

წინასწარი მონაცემებით, ხასავიურტის ტურნირში რუსეთის, დაღესტნის, საქართველოს, კუბის, ირანის და თურქეთის გუნდები უნდა გამოვიდნენ, თუმცა იქნებ რომელიმემ მონაწილეობა იუაროს. ასე, მაგალითად, თუ რუსულ საჭიდაო ფორუმებს დაეჯერება, ირანელები არ აპირებენ ჩასვლას, რადგან სომხეთის ტურნირში გეგმავენ გამოსვლას.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა