ამერიკის ღია პირველობის ერთ-ერთი ტრადიცია გახლავთ სუპერშაბათი, როცა ერთი დღის განმავლობაში თამაშდება კაცების ორი ნახევარფინალი და ქალებს შორის ფინალი

ამერიკის ღია პირველობის ერთ-ერთი ტრადიცია გახლავთ სუპერშაბათი, როცა ერთი დღის განმავლობაში თამაშდება კაცების ორი ნახევარფინალი და ქალებს შორის ფინალი, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, სუპერშაბათიდან მხოლოდ დასახელება დარჩა.

ამინდს მუდმივად შეაქვს კორექტივები ტურნირის განრიგში, რის გამოც ბოლო ოთხი წელია, მამაკაცების ფინალი ორშაბათობით იმართება.

შაბათს ამინდის სავარაუდო გართულების შესახებ წინასწარ იცოდნენ. ამიტომაც ნახევარფინალები ერთი საათით ადრე დაიწყეს, მაგრამ გრაფიკში მაინც ვერ ჩაჯდნენ. თანაც, პრობლემა მხოლოდ წვიმა არ იყო - ნიუ ორკში ძალიან ძლიერი ქარი ქროდა - დაახლოებით ისეთი, ტროპიკული შტორმების დროს რომ იცის. ამ დროს ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, მაგრამ აშშ-ის ღიას ორგანიზატორები თავს უფლებას არ მისცემდნენ, მთლიანად გაეუქმებინათ სათამაშო დღე.

პირველები კორტზე ენდი მიურეი და ტომაშ ბერდიხი გავიდნენ. ბრიტანელი ამ ეტაპზე მეტოქედ როჯერ ფედერერს ელოდა, მაგრამ შვეიცარიელმა მოულოდნელად წააგო ჩეხთან. ენდის ეს ფაქტი დიდად არ უნდა გახარებოდა, რადგან ბერდიხთან ექვს მატჩში მხოლოდ ორი მოგება ჰქონდა.

შეხვედრა საშინელ პირობებში მიმდინარეობდა. მატჩის მსვლელობისას კორტზე სხვადასხვა საგანი ცვიოდა, ერთხელ კი ქარმა სკამი ააყირავა, რომელზეც ენდის ჩოგნებით სავსე ჩანთა იდო. ამან გავლენა იქონია პირველი სეტის მსვლელობაზე.

კორტის ერთ კონკრეტულ მხარეს ჩოგბურთელები მუდმივად აგებდნენ საკუთარ გეიმებს, რადგან შემხვედრი ქარი ნორმალურად მოწოდების საშუალებას არ იძლეოდა. ბერდიხი და მიურეი ძლიერად ვერ ურტყამდნენ და უბრალოდ, ცდილობდნენ, თამაშში დაეტოვებინათ ბურთი. ტომაში არაფერში ჩამორჩებოდა ენდის, ბოლოს მოუმატა და საათსა და 15 წუთში აიღო სეტი.

ყველაფერი მეორე სეტში შეიცვალა. მიურეიმ პირველმა აუღო ალღო თამაშის უჩვეულო პირობებს და ქარისგან სარგებლობაც ნახა. მაგალითად, კარგად შესრულებული მოჭრილი დარტყმა ორმაგად სახიფათო იყო კორტის ერთ-ერთ მხარეს, ხოლო, როცა საშუალება ჰქონდა, ენდი წინ მიდიოდა და კარგი შეტევა გამოსდიოდა. ბერდიხს კი უამრავი უნებლიე შეცდომა (64) დაუგროვდა.

ენდიმ დამაჯერებლად აიღო ორი სეტი, მესამეში 3:0-ს იგებდა და ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. თითქოს მატჩი მალე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიურეიმ მარტივი შემოვლითი დარტყმა ააცილა და ამის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა.

ბრიტანელმა ჯერ მეტოქის გეიმი წააგო, შემდეგ თავისი და ბერდიხს შანსი მისცა. ქარი ოდნავ ჩადგა და ამან გავლენა იქონია ჩეხის თამაშზე - მისი საფირმო დარტყმები მარჯვნიდან უკვე ხშირად აღწევდა მიზანს. მან 5:2 წაიყვანა ანგარიში ტაი-ბრეიკზე, მაგრამ ენდიმ ბრწყინვალე დარტყმებით გაათანაბრა ანგარიში, 5:6-ზე კი სეტბოლი გადაარჩინა.

ბოლოსკენ მიურეიმ გადაწყვიტა, უბრალოდ, თამაშში დაეტოვებინა ბურთი, ტომაშმა კი ორი შეცდომა დაუშვა და ბრიტანელმა ოთხ სეტში მოიგო - 5:7, 6:2, 6:1, 7:6(7).

ამის შემდეგ კორტზე დავიდ ფერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდნენ, მაგრამ მხოლოდ 30 წუთი ითამაშეს. ნიუ იორკს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდებოდა და ორგანიზატორებმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად გადაწყვიტეს თამაშის ნაადრევად დასრულება, ისე, რომ წვიმას არც კი დალოდებიან. მაყურებელს სთხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ სტადიონი, რადგან იქ დარჩენა სახიფათო იყო.

ნახევარ საათში ფერერმა მეტად ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენა და თავიდანვე შეეგუა რთულ პირობებს, იმ დროს, როცა ნოვაკი ბევრს ცდებოდა. შედეგად, დავიდი ორი ბრეიკით დაწინაურდა - 5:2. მატჩის განახლება მეორე დღეს, თბილისის დროით 19 საათზე დანიშნეს.

თამაში იმით განახლდა, რომ ესპანელმა პირველ სეტზე წარმატებით ჩააწოდა და პარტია 6:2 მოიგო, მაგრამ ამით დავიდის წარმატებები დასრულდა.

მომდევნო სამ პარტიაში ჯოკოვიჩმა, საერთო ჯამში, ექვსი ბრეიკი გააკეთა და მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. ჩოგბურთელებმა კორტზე ორი საათი და 32 წუთი გაატარეს, რომლის დროსაც ჯოკოვიჩმა შვიდი ეისი გააკეთა ფერერის ერთი ეისის წინააღმდეგ. ნოვაკსა და დავიდს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გახდა 9:5 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

კვირისთვის გადაიტანეს ქალების ფინალი - ის ჩვენი დროით 00:30-ზე უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება მამაკაცების ფინალს, ზედიზედ მეხუთედ გადამწყვეტი მატჩი ორშაბათს, თბილისის დროით ზუსტად შუაღამისას დაიწყება.

კაცები

1/2-ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 5:7, 6:2, 6:1, 7:6(7); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 2:6, 6:1, 6:4, 6:2.

ქალები

1/2-ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 3:6, 6:2, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 4)-სარა ერანი (იტა, 10) 6:1, 6:2 (იხილეთ ვიდეო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს