საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში ოთხი ტურის შემდეგ სამ ჯგუფს სათავეში ქართველ მორაგბეთა გუნდები, "მასი", "ბეზიე" და "პერიგო" უდგანან...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში ოთხი ტურის შემდეგ სამ ჯგუფს სათავეში ქართველ მორაგბეთა გუნდები, "მასი", "ბეზიე" და "პერიგო" უდგანან. თედო ზიბზიბაძის, ირაკლი ნინიძისა, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო" კი ერთადერთი გუნდია დივიზიონში, რომელსაც ჯერ არ წაუგია.

A ჯგუფში ოთხი მატჩიდან სამი მოიგო და პირველ ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი". პარიზელებმა მე-4 ტურში სტუმრად დაამარცხეს "სტრასბური" - 30:11. სუთიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 67-ე წუთზე ლელო გაიტანა. ესაკია ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, აშვეთია თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ, უკვე მესამე სეზონია, მასელთა შერკინებას ვიქტორ დიდებულიძე წვრთნის.

ოთხი თამაშიდან სამი მოიგო ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონმაც", თუმცა, "მასის" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა. მონლუსონელებმა ამჯერად შინ იოლად დაამარცხეს ერთ-ერთი აუტსაიდერი "ანესი" - 33:6. დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ყუფარაძეს არ უთამაშია.

ირაკლი მაჩხანელისა და ბესო უდესიანის "მაკონმა" სტუმრად აუტსაიდერი "სურესნე" დაამარცხა - 33:25 და ოდნავ გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა. ჩვენებურთა გუნდი ახლა 11 ქულით მე-6 ადგილზეა.

ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც ამ ჯგუფში დამარცხდა, ავთანდილ კოპალიანის "ორლეანია". ჟანა დარკის მშობლიური ქალაქის მორაგბეებმა მიმდინარე გათამაშებაში მეორედ წააგეს, ამჯერად სტუმრად "ბობინისთან" - 13:49. ორლეანელები "მაკონს" სამი ქულით ჩამორჩებიან და მე-7 ადგილზე არიან.

A ჯგუფი

სურესნე-მაკონი 25:33, ბობინი-ორლეანი 49:19, სტრასბური-მასი 11:30, ნევერი-ბურგ ან ბრესი 40:11, მონლუსონი-ანესი 33:6, დიჟონი-სერჟ პონტუაზი 41:9.

სატურნირო მდგომარეობა

1. მასი - 16 ქულა, 2. ნევერი - 14, 3. მონლუსონი - 14, 4. დიჟონი - 14, 5. ბობინი - 13, 6. მაკონი - 11, 7. ორლეანი - 8, 8. ბურგ ან ბრესი - 7, 9. სერჟ პონტუაზი - 6, 10. სტრასბური - 5, 11. ანესი - 5, 12. სურესნე - 2.

B ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ოთხი თამაშიდან სამი მოიგო და 14 ქულით ლიდერია გიორგი მჭედლიშვილისა და ლაშა მალაღურაძის "ბეზიე". ლანგედოკელებმა მე-4 ტურში შინ, "სტად დე მედიტერანზე" ირაკლი გიორგაძის "ლავორს" მოუგეს - 23:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"ბეზიეს" ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი ნემსაძის "მონტობანი", რომელმაც ასევე სამი მატჩი მოიგო. ჩვენებურის გუნდმა სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "გროლე" - 15:13. ნემსაძემ სრულად ითამაშა.

ჩემპიონატის სტარტზე ორ გამარჯვებას ზედიზედ ორი მარცხი მოუნაცვლა დავით კაჭარავას "ნიცამ". ჩვენებურის გუნდი ამჯერად სტუმრად დამარცხდა "რომანთან" - 11:21. კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. ნიცელები ახლა 9 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინმა". მე-4 ტურში ლა სეინელებმა პირველი მარცხი აგემეს "ვალანსს" - 19:12 და ახლა 9 ქულით მე-7 ადგილზე არიან.

B ჯგუფში ყველაზე ცუდი მდგომარეობა შოთა მელიქიძისა და დიმიტრი ბასილაიას "ობენას" აქვს, რომელმაც წლეულს პირველი გამარჯვება სწორედ მე-4 ტურში მოიპოვა. ობენელებმა სტუმრად მოუგეს ლიდერთა ჯგუფის ყოფილ წარმომადგენელ "შატორენარს" - 26:20.

B ჯგუფი

ბეზიე-ლავორი 23:16, შატორენარი-ობენა 20:26, ლა სეინი-ვალანსი 19:12, გრასი-ბლანიაკი 15:13, რომანი-ნიცა 21:11, გროლე-მონტობანი 13:15.

სატურნირო მდგოამრეობა

1. ბეზიე - 14 ქულა, 2. მონტობანი - 13, 3. ვალანსი - 13, 4. ბლანიაკი - 11, 5. ლავორი - 9, 6. შატორენარი - 9, 7. ლა სეინი - 9, 8. ნიცა - 9, 9. რომანი - 8, 10. ობენა - 6, 11. გრასი - 5, 12. გროლე - 3.

ც ჯგუფში დაუმარცხებელია თედო ზიბზიბაძის, ირაკლი ნინიძისა, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო", რომელიც წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს. პერიგოელები მესამე წელიწადია, ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლას ლამობენ და წლეულს იმდენად დამაჯერებლად ასპარეზობენ, სავარაუდოდ, ოცნება უნდა აუხდეთ.

"პერიგომ" მე-4 ტურში სტუმრად იოლად სძლია "პაი დუ მედოკს" - 48:12. ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ზიბზიბაძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. მარგველაშვილსა და დადუნაშვილს არ უთამაშიათ. პერიგოელებმა ოთხივე თამაშში საპრემიო ქულები აიღეს და 20 ქულა დაუგროვდათ. ჩვენებურთა გუნდი ექვსი ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "ვანს".

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერი" სტუმრად დამარცხდა "ლანჟონისთან" - 9:26 და ახლა რვა ქულით მე-7 ადგილზეა.

ც ჯგუფი

სენ ჟუინენი-მარმანდი 18:18, ლანჟონი-სენ ნაზერი 26:9, რიბერაკი-სენ მედარი 15:11, ტური-ნიორი 30:24, პაი დუ მედოკი-პერიგო 12:48, ვანი-ლიმოჟი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. პერიგო - 20 ქულა, 2. ვანი - 14, 3. ლიმოჟი - 13, 4. ლანჟონი - 13, 5. მარმანდი - 11, 6. რიბერაკი - 9, 7. სენ ნაზერი - 8, 8. სენ ჟუინენი - 7, 9. სენ მედარი - 6, 10. ტური - 4, 11. ნიორი - 3, 12. პაი დუ მედოკი - 3.

D ჯგუფში პირველი თამაში მოიგო რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, დავით ბალანჩივაძისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკმა", თუმცა სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი მაინც ვერ დააღწია. ჩვენებურთა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში შინ დაამარცხა "კაორი" - 34:28.

სოსო ნიკოლაენკოსა და დავით ბოლღაშვილის "ლილმა" კი საკუთარ მოედანზე "ორტეზს" მოუგო - 23:9. ლილელებს მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ, რვა ქულა დაუგროვდათ და მე-7 ადგილზე არიან.

D ჯგუფი

ლილი-ორტეზი 23:9, მოლეონი-ტიროსი 9:34, ფიჟაკი-კაორი 34:28, ტურნეფოი-ლურდი 21:20, ლანამეზანი-კასტანე 29:24, სენ ჟან დე ლუზი-ოლორონი 22:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 18 ქულა, 2. კასტანე - 14, 3. ლურდი - 10, 4. სენ ჟან დე ლუზი - 10, 5. ლანამეზანი - 9, 6. ტურნეფოი - 9, 7. ლილი - 8, 8. მოლეონი - 8, 9. კაორი - 7, 10. ოლორონი - 6, 11. ორტეზი - 5, 12. მორლაა - 5, 13. ფიჟაკი - 5.

ფედერალ 2 დივიზიონის D ჯგუფში ილია ზედგინიძის "სენ რაფაელმა" შინ მოუგო "სეისინს" - 22:8 და ახლა 10 ქულით მე-4 ადგილზეა.

F ჯგუფში ზედიზედ მესამე თამაში წააგო მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდომ". საქართველოს ნაკრების გარემარბის გუნდმა მე-4 ტურში სტუმრად წააგო "მიოსთან" - 10:16. "გურდო" 6 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...