მოლოდინისამებრ, თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ინტერის" სპარინგ-მატჩი საინტერესო გამოდგა
მოლოდინისამებრ, თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ინტერის" სპარინგ-მატჩი საინტერესო გამოდგა.

არც ის იყო პატარა ამბავი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბისა და აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდის" პაექრობას "მიხეილ მესხის" სტადიონზე 500-მდე გულშემატკივარმა რომ თვალი ადევნა.

შეხვედრას დაღი ვერც იმან დაასვა, რომ მეტოქეები არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდნენ: სანაკრებო მატჩებისა თუ ტრავმების გამო მასპინძლებს გიორგი ლორია, გიორგი რეხვიაშვილი, ჯაბა დვალი, მიკელ ალვარო და ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი აკლდათ, სტუმრებს კი - ვლადიმერ ლევინი, ნიზამი გაჯიევი, ტალეს შუტცი და პეტარ ზლატინოვი.

...მატჩი ამხანაგური იყო და ორივე გუნდმა "გახსნილი ფეხბურთი" შემოგვთავაზა; პირველი სახიფათო მომენტი დინამოელებმა შექმნეს, როცა გიორგი სეთურიძის პასის შემდეგ ლევან ხმალაძის თავური "ინტერის" კარის ხარიხას მოხვდა.

დინამოელთა მომდევნო შეტევა კი გოლით დამთავრდა: ჩისკომ მარჯვნიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, გიორგი მერებაშვილმა ბურთი ოსტატურად გაატარა და ირაკლი ძარიამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

თითქოს გაშვებულ გოლს ელოდნენო - ამის მერე ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და დროის მოკლე მონაკვეთში ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. თუმცა ვერც ბაჩანა ცხადაძემ და ვერც იბრაჰიმ ნიასემ ამით ვერ იხეირეს.

თუმცა სტუმრების აქტიურობა ლოგიკური და ეფექტური გოლით დასრულდა: "ინტერმა" სწრაფი შეტევა წამოიწყო, რასაც ცხადაძის დიაგონალური გადაცემა და სლავჩო გეორგიევსკის მართლაც დიდოსტატური დარტყმა მოჰყვა.

32 წლის გეორგიევსკი, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ამ შეხვედრაში: მაკედონიელი საყრდენი ნახევარმცველი მუდამ "ერთი შეხებით" ცდილობდა შეტევების წამოწყებას და გადაცემებშიც, ფაქტობრივად, წუნი არ ჰქონდა.

თუმცა, გეორგიევსკის გარდა, ამ სპარინგ-შეხვედრას კიდევ ერთი გამორჩეული პერსონა ჰყავდა: 32 წლის ჩისკო რა დონის ფეხბურთელიც არის, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა მეორე ტაიმში გაიბრწყინა, როცა ერთმანეთზე უკეთესი შორეული პასებით რობერტინიო ორჯერ გაიყვანა რევაზ თევდორაძესთან პირისპირ, მაგრამ მასპინძელთა ბრაზილიელმა შემტევმა ორივეჯერ "მოახერხა" და უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა!..

არადა, მეორე ტაიმი "ინტერმა" აქტიურად დაიწყო - გიორგი ადამიამ აქეთ-იქით ჩინებული პასები დაარიგა, მაგრამ სტუმართა ახალწვეულს არაფატ ჯაკოს აშკარად ეტყობოდა, რომ პარტნიორებთან შეუთამაშებელი იყო.

ამას მოჰყვა, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტი სტუმართა კარში: არბიტრმა მიიჩნია, რომ არიფ დაშდამიროვმა საკუთარ საჯარიმოში რობერტინიო წააქცია და ჩისკომაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა - 2:1.

ჰოდა, ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო: რობერტინიოს გაცუდებული ორი მომენტი რა სახსენებელია იმასთან შედარებით, სტუმრებმა რაც გაანიავეს! იბრაჰიმ ნიასე ურიგო საყრდენი ნამდვილად არ არის, მაგრამ 24 წლის სენეგალელი დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარად მოიკოჭლებს: - სულ მცირე, სამი უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა (ორჯერ ააცილა, ერთ ეპიზოდში კი თორნიკე ზარქუამ იყოჩაღა), თანაც სამივეჯერ ახლო მანძილიდან ურტყამდა!

იგივეს თქმა შეიძლება უაკოზეც, მატჩის მიწურულს ორი ჩინებული შანსი რომ გაანიავა.

საერთოდაც, "ინტერმა" ტაქტიკურად გასწავლული და ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. თანაც, ჩვენთვის სასიამოვნოა იმის აღნიშვნაც, რომ ყველა ქართველი ლეგიონერი მშვენივრად გამოიყურებოდა.

"დინამო" კი კვლავ აგრძელებს დაუმარცხებელ სერიას: დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით, გუნდმა უკვე 15 თუ 16 მატჩი (საკონტროლოების ჩათვლით) ჩაატარა და არც ერთში დამარცხებულა!

08.09. ამხანაგური მატჩი

დინამო (თბილისი) - ინტერი (აზერბაიჯანი) 2:1

გოლები: 1:0 ძარია (21), 1:1 გეორგიევსკი (40), 2:1 ჩისკო (56, პენალტით).

დინამო: ზარქუა - სეთურიძე, კვარაცხელია (88. ხოჭოლავა), კაკუბავა (74. გველესიანი), გლიშიჩი - კოტო (84. ტვილდიანი), ხმალაძე, ძარია, მერებაშვილი (86. პარუნაშვილი) - ჩისკო (82. ლექვთაძე), რობერტინიო (68. იაგუე).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, კვეკვესკირი.

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

ინტერი: ლომაია (46. თევდორაძე) - დაშდამიროვი, აბრამიძე, აბდულაიე, კანდელაკი (46. ამირჯანოვი) - ნიასე, ბაირამოვი (87. მანსუროვი), გეორგიევსკი - მამედოვი (82. ზარგაროვი), ადამია (70. გენოვი) - ცხადაძე (46. ჯაკო).

სათადარიგოები: ჯაფაროვი, დინიევი, აბასიევი, ბარმეტლერი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გაფრთხილება: ადამია (35), დაშდამიროვი (55), კაკუბავა (72), გეორგიევსკი (75).

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა