ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა იმ 40 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომლებიც დღეიდან საწვრთნელ შეკრებზე ნოემბრის ტესტებისთვის დაიწყებენ მზადებას...

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა იმ 40 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომლებიც დღეიდან საწვრთნელ შეკრებზე ნოემბრის ტესტებისთვის დაიწყებენ მზადებას. "ვოლაბების" გაფართოებულ განაცხადში 12 ახალი მოთამაშეა, რომელთა შორის შვიდკაცა რაგბის ვარსკვლავი ბრეკინ კარაურია-ჰენრიცაა. საინტერესო გადაწყვეტილებაა მორკნალების ნათან ჩარლზისა და პიტ ოკონორის ნაკრებში მიწვევა.

"ვოლაბების" ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე 34 წლის ვან ჰემფრიზია, თუმცა მისი გამოცდილება სულაც არ არის იმის გარანტია, რომ იმ 36-კაციან სიაში მოხვდება, რომელიც ნოემბერში ევროპაში გაემგზავრება.

"ეს რეალობაა. მათგან, ვინც ამჟამად საწვრთნელ შეკრებაზეა, ნოემბრის ტესტებზე ყველა ვერ ითამაშებს. თუმცა აქ გატარებული ორი კვირა ნებისმიერი მორაგბისთვის შანსია, თავი წარმოაჩინოს. დაამტკიცოს, რომ ეროვნული ნაკრების კვართის მორგების ღირსია.

ივნისის ტესტებისას ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე გვაკლდა. ეს დიდი პრობლემა იყო, ამჯერად სხვა ვითარებაა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, გუნდის შესაძლებლობები მაქსიმალურად რომ ვაჩვენოთ" - თქვა რობი დინსმა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებისას ავსტრალიის ნაკრები შვიდ შეხვედრას გამართავს. ტურნე 30 ოქტომბერს ჰონკონგში ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩით გაიხსნება.

ავსტრალიის ნაკრები: ბენ ალექსანდერი, ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, ქართლი ბეილი, რიჩარდ ბრაუნი, ლუკ ბარჯესი, ნათან ჩარლზი, მიტჩელ ჩეპმენი, ქუადე კუპერი, ბენ დელეი, როდ დევისი, დეივ დენისი, კენი დუგლასი, ჰაია ედმონდსი, როკი ელსომი, ანტონი ფაინგაა, საია ფაინგაა, ვილი გენია, მეთ გიტო, სკოტ ჰიგინბოთამი, მეთ ჰოჯსონი, პიტერ ნიესი, ვან ჰემფრიზი, ბრეკინ კარაურია-ჰენრი, სეკოპე კეპუ, რიჩარდ კინგი, სალესი მააფუ, პეტ მაკკაბე, ბენ მაკკალმენი, დრიუ მიტჩელი, სტივენ მური, დენ მამი, ჯეიმზ ოკონორი, პეტ ოკონორი, დევიდ პოკოქი, ბენ რობინსონი, ნათან შარფი, რობ საიმონსი, ჯეიმზ სლიპერი, მეთ ტოომუა.

ნოემბრის ტესტები

30 ოქტომბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

6 ნოემბერი

უელსი-ავსტრალია

9 ნოემბერი

ლესტერ ტაიგერზი - ავსტრალია

13 ნოემბერი

ინგლისი-ავსტრალია

16 ნოემბერი

მანსტერი-ავსტრალია

20 ნოემბერი

იტალია-ავსტრალია

27 ნოემბერი

საფრანგეთი-ავსტრალია

ჯონსონის გადაწყვეტილბამ ბორტვიკი გაახელა

ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ორიოდ თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. შეგახსენებთ, რომ "პომების" თავკაცმა ნაკრების კაპიტანი სტივენ ბორტვიკი 32-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და ის ინგლისის A ნაკრებს დაუთმო.

ჯონსონმა ბორტვიკს დეივ ატვუდი, კორტნი ლოუ, ტომ პალმერი და საიმონ შოუ არჩია. "პომების" კაპიტანის სამკლავური კი ლუის მუდის ჩააბარა. ყოველივე ამის შემდეგ ბორტვიკმა დაიქადნა, რომ ყველაფერს იღონებდა, რათა ჯონსონის გადაწყვეტილების უმართებულობა დაემტკიცებინა.

" ეს ყველაზე უხერხული სატელეფონო საუბარი იყო, რომელიც როდესმე მქონია. გუნდის შემადგენლობას ვერაფრით დავასახელებდი, ჯერ სტივენთან რომ არ მელაპარაკა. მას ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, მან კი მითხრა, დავამტკიცებ, რომ ცდებიო.

ძალიან კარგია, ბორტვკი საბრძოლველად რომაა განწყობილი, მაგრამ მისი კონკურენტების თამაშს, მათ პროგრესს რომ ვხედავ, ვრწმუნდები-სწორი გადაწყვეტილება მივიღე" - თქვა მარტინ ჯონსონმა.

მართალია თუ არა ჯონსონი, ნოემბერში გამოჩნდება, როცა "პომები" მსოფლიოს სამ უძლირეს გუნდს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს უმასპინძლებენ. მეოთხე შეხვედრას კი ინგლისელები სამოას ეროვნულ გუნდთან გამართავენ.

ბოკეს დანაკლისი იზრდება

სამხრეთ აფრიკის ნაკრების პირვეხალზელმა ხუთრო სტენკამპმა ქარის თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში ხელი მოიტეხა. მისთვის წლევანდელი სეზონი ამით დასრულდა. სტენკამპი "ბოკეს" ნეომბრის ტესტებზე ვერ დაეხმარება.

ხუთრო მეორე პირველხაზელია, ვინც პიტერ დე ფილიერსის სამწყსოს ტრავმის გამო დააკლდება. ორიოდ კვირის წინ დაშავდა "ბოკეს" კაპიტანი ჯონ სმიტიც, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ერთი სიტყვით, დე ფილიერსს პრობლემები არ ელევა.

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?