საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთაგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ჯანო ანანიძეს აქვს
ესპანეთთან თამაშისთვის საქართველოს ნაკრები მზად არის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 10 სექტემბერს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუნდისთვის ერთადერთი პრობლემა ჯანო ანანიძის ავადმყოფობაა, რომელიც გაციებულია და ორი დღეა ლოგინიდან წამოდგომას ვერ ახერხებს.

ქეცბაიას განმარტებით, ანანიძე თამაშს, ალბათ, პირველივე წუთებიდან ვერ შეძლებს.

ამასთან, როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ.

"ესპანეთი დღეს საუკეთესო გუნდია და რა თქმა უნდა, ადვილი თამაში არ იქნება. ვიცით, რომ ძნელი თამაში გვექნება, თუმცა ისიც ვიცით, რომ თუ ჩვენ დავდგებით ერთად, ვეცდებით, კარგი შედეგი მივიღოთ. ჩვენთვის მისაღები შედეგი კი არწაგებაა", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, გუნდი ფსიქოლოგიურად სრულიად მზად არის.

"ბიჭებს ვუთხარი, რომ გამოვიდნენ და მოიხსნან ყველა კომპლექსი. რა თქმა უნდა, დასაფასებელი გუნდია ესპანეთი, მაგრამ ზედმეტად დაფასება არც ერთი მეტოქის არ ვარგა.

ესპანეთთან თამაში ძალიან დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ თამაშს მთელი მსოფლიო უყურებს და თუ ისინი თავს კარგად წარმოაჩენენ, სამომავლოდ უკეთეს კლუბში შეეძლებათ თამაში", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მანვე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მიულოცა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც შეძლებს უმაღლესი დონის ტურნირების ფინალურ ეტაპებზე გასვლას.

ამ წუთებში "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ჯანო ანანიძე.

ინტერპრესნიუსი

Jigaro
ამის როჟების კერვამ და ხელების შლამ ხომ შეჭამა ტვინი...ბიჭები რასაც შეძლებენ ითამაშებენ, შენ კი მწვრთნელი არა ხარ ბატონო თემურ!...ქეცბაია
misha
ვააა,ესპანელების ნაცვლად მე მეშინია.რა მაგარი განწყობააა,აი ასე თუ განაწყობენ მთელ გუნდსაც,მართლა შეიძლება რაღაცა სასწაულის მოხდენა,ოღონდაც უნდა გაიჭირონ და ეცადნონ იქნებ გამოუვიდეთ სირბილით თამაში,წინააღმდეგ შემთხვევაში ......ბოლოს და ბოლოს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები არიან,გვეპატიება,მთავარია გაიქცენ-გამოიქცნენ და სიარული და დგომა დროებით დაივიწყონ.მე ასე ვფიქრობ.
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს