ყოფილი რუმინელი ტანმოვარჯიშე, მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მეძავად მუშაობს
ყოფილმა რუმინელმა ტანმოვარჯიშემ, მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა ფლორიკა ლეონიდამ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ახალ პროფესიად პროსტიტუცია აირჩია.

ამის შესახებ რუმინული თოქ-შოუს ეთერში გამოაცხადა ნაკრებში ფლორიკას ყოფილმა პარტნიორმა მონიკა როსუმ.

"ძალიან სამწუხარო ამბავია. არ ვიცი, რამ გადაადგმევინა მას ეს ნაბიჯი, მაგრამ თუ რუმინეთში ოლიმპიური ოქრო არ გაქვს, შიმშილისთვის ხარ განწირული, - განაცხადა როსუმ. - ყოფილ სპორტსმენებს უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება, ნორმალური სამსახურის შოვნა".

გაირკვა, რომ 25 წლის ყოფილი სპორტსმენი გერმანულ ვებგვერდებზე სთავაზობს კლიენტებს მომსახურებას. კარიერის დასრულების შემდეგ ფლორიკა სწორედ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და ფიტნეს-ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ფინანსურად გაუჭირდა.

გოგონა ვებგვერდზე ფსევდონიმით ("ინა") არის წარმოდგენილი, მისი "ღირსებებიდან" კი "კოცნას" და "მოფერებას" გამოარჩევენ.

ლეონიდამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია სპორტულ ტანვარჯიშში. 2003 წელს ვერცხლი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში და 2006 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ასეთივე სინჯის მედალი აიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...