იგორ კოკოშკოვის გუნდი ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ჰოლანდიასთან რევანშის აღებას შეეცდება
- მივულოცავ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლას. ეს მეტად მნიშვნელოვანი ამბავია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ქართული კალათბურთისთვის.

ნაკრების თითოეულ მოთამაშეს თვენახევრის განმავლობაში თავი არ დაუზოგავს და სასიამოვნოა, რომ შრომა დაგვიფასდა, - განაცხადა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 10 სექტემბერს გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ.

იგი წვრთნას თვალს გვერდიდან ადევნებდა, მოედანზე მხოლოდ ბოლოს შევიდა...

- ყველას კარგად მოეხსენება ჩემი კუნთის ამბავი. ლატვიასა და ბოსნიასთან, ფაქტობრივად, ცალი ფეხით ვითამაშე. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ.

ეს შეხვედრა, სატურნირო თვალსაზრისით, არაფერს წყვეტს, მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს - ჰოლანდიასთან პირველ წრეში წაგების გამო რევანში უნდა ავიღოთ. ალმერეში ჩატარებული თამაში დღესაც მწარედ გვახსოვს. იმედი მაქვს, ბიჭები შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას, - დასძინა ფაჩულიამ.

ასე და ამგვარად, ჩვენი ნაკრები 11 სექტემბერს ნიდერლანდელებს ზაზას გარეშე დაუპირისპირდება, რაც შესარჩევში მეორე შემთხვევა იქნება. შეგახსენებთ, რომ "ატლანტას" ცენტრმა კუნთის დაჭიმულობის გამო პირველი შეხვედრაც გამოტოვა (რუმინეთთან).

საქართველოს ნაკრების ყველა დანარჩენი კალათბურთელი მწყობრშია და სეზონის ეფექტურად დასასრულებლად სერიოზულად ემზადება.

იმედიანადაა ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც მხრის ტრავმის გამო ჰოლანდიასთან პირველ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო:

- სასიხარულოა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ და გაისად სლოვენიაში ვითამაშებთ. თუმცა ამით შესარჩევი ეტაპი არ დასრულებულა. ყველას კარგად გვახსოვს ჰოლანდიური მარცხი და ჩვენი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი გვეძლევა.

ეს შესარჩევის ბოლო თამაშია და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ 2012 წელი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ.

მჯერა, ამ საქმეში ჩვენი ქომაგიც სათანადოდ დაგვეხმარება.

ლატვიასთან შეხვედრა გაიხსენა ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ:

- ლატვიასთან დაძაბული თამაში იყო. ამას ველოდით კიდეც, თუმცა მატჩი სტაბილურად ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასულები ვართ, მოტივაცია დიდი გვაქვს, რადგან კარგად გვახსოვს ჰოლანდიური მარცხი...

ჩვენს ჯგუფში ზედა სამივე ადგილი განაწილებულია. ბოსნიას პირველობას ვერავინ შეეცილება, საქართველოს ლატვია მეორე ადგილს ვერ წაართმევს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩნენ ჰოლანდია და რუმინეთი.

ლატვიელებს ევრობასკეტზე თამაშის უფლება ოფიციალურად ჯერ არ მოუპოვებიათ, თუმცა რუმინეთში გამარჯვების შემთხვევაში ისინიც მიაღწევენ მიზანს (საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ოთხ მესამეადგილოსანს შორის მოხვდებიან).

ბალტიისპირელებს ბურთების შეფარდების იმდენად კარგი ბალანსი აქვთ, რომ რუმინეთში წაგების შემთხვევაშიც დიდია მათი ევრობასკეტზე გასვლის ალბათობა.

ევრობასკეტი 2013. საქართველო-ჰოლანდია, 17:30.

ა

გუნდი

თ

მ

წ

ქ

ქ

1.

ბოსნია

8

6

2

736/672

14

2.

საქართველო

7

5

2

610/577

12

3.

ლატვია

7

4

3

570/507

11

4.

ჰოლანდია

7

2

5

578/629

9

5.

რუმინეთი

7

1

6

492/601

8

ბოლო ტური

17:30 საქართველო-ჰოლანდია

19:00 რუმინეთი-ლატვია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლატვია-საქართველო 70:73 - ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე

საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]

რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]

ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

guga
არანაირი აზრი არა აქვს მეოთხე კალათაში მოხვედრას, რადგან იმის თქმა რომ მეოთხე კალათაში უფრო ძლიერი გუნდები იქნებიან ვიდრე მეხუთეში სისულელეა, მეხუთე კალათაში სავარაუდოთ მოხვდებიან სერბეთი და და თურქეთი, თავად განსაჯეთ რომელი უფრო ძლიერი კალათა იქნება, ასე რომ ბიჭებმა მხოლოდ სიამოვნებისთვის უნდა ითამაშონ
ana
დარბაზის გავსება რომ გინდოდეთ სამუშაო დგეს 17 საათზე არ დანიშნავდით თამაშს.... ბიჭებს კი, მართლა, მადლობა თავდადებისთვის :*
gaucho
ბილეტები რა ღირს?თუ არის?
glaxuna
ს ა ა მ ა ყ ო ე ბ ი ხ ა რ თ ე რ ი ს ა თ ვ ი ს ბ ი ჭ ე ბ ო!!! არასოდეს მოდუნდეთ!!!
giorgi
საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს 24 ქულით. ეს იმისთვის არის საჭირო რომ 2 საუკეთესო მეორე ადგილოსანს შორის მოვხდეთ, რაც იმის წინაპირობაა რომ ევროპის ჩემპიონატზე მე-4 კალათაში მოვხვდეთ თუ არადა მე-5 კალათაში ვხვდებით და უფრო ძლიერი მეტოქეები შეგვხვდება. 24 ქულით მოგების შემთხვევაში უკრაინასაც (ქულების შებარდებით) ვუსწრებთ, ჩეხეთსაც, ბულგარეთსაც და ისრაელსაც. ჩემი თხოვნაა მთავარ მწვრთნელს გადასცეთ ეს ინფორმაცია..
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა