ჰოლანდიის ნაკრები ქართველებთან სათამაშოდ 10 კალათბურთელით გამოვა
10 სექტემბერს ჩვენმა ნაკრებმა ვარჯიში 20 საათისთვის დაასრულა. ქართველების შემდეგ სპორტის სასახლის პარკეტზე ჰოლანდიელები გამოჩნდნენ. ველოდით ტანმაღალი ფრანსისკო ელსონის გამოჩენასაც, რომელიც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონიცაა და ნიკა ცქიტიშვილის გვერდითაც უთამაშია ("დენვერში"), მაგრამ გუნდი სავარჯიშოდ მის გარეშე რომ გავიდა, მაშინღა მივხვდით - ელსონი თბილისში არ ჩამოსულა.

ამის მიზეზის გასარკვევად მთავარ მწვრთნელ იან იანსენს მივაკითხეთ.

- ფრანსისკოს მუხლის ტრავმა აქვს და ჰოლანდიაში დავტოვეთ. ამავე მიზეზით არ ჩამოფრენილა კოენისი.

სეზონის დასკვნით მონაკვეთში ყოველთვის ძნელია სათანადო კონდიციების შენარჩუნება და 12-კაციანი განაცხადის შევსება.

საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში 10 კალათბურთელით გამოვალთ, თუმცა მათ შორისაც გვყავს ისეთები, რომლების თამაშიც სათუოა - იანსენი და სლაგთერი.

- ჰოლანდიის ნაკრებს მხოლოდ 2 მოგება აქვს. რა არის ამის მიზეზი?

- მომავლის გუნდს ვაშენებთ. შემადგენლობა გავაახალგაზრდავეთ. მიუხედავად იმისა, რომ ელსონი 35 წლისაა, ჩვენი საშუალო ასაკი 22 წელია. გათვლას მომავალ შესარჩევზე ვაკეთებთ. შესაძლოა, სწორედ ახალგაზრდული ასაკის ბრალია, რომ ყველა წაგებულ მატჩში ბოლო წუთებზე დავთმეთ. არადა, ფავორიტებსაც თანაბრად ვეპაექრებოდით.

- საქართველოს ნაკრებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ძალიან ძლიერი გუნდია. შემადგენლობა მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და ევროპის ჩემპიონატის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

- ორიდან ერთი წაგება სწორედ თქვენს გუნდთან გვაქვს...

- ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს შესარჩევი ეტაპის კალენდარს. გუნდებს ყოველ მესამე დღეს თამაშის ჩატარება უწევთ, რაც დიდ ენერგიასთანაა დაკავშირებული. ასეთ პირობებში სხვებთან შედარებით მცირე დასვენებაც დიდ უპირატესობას იძლევა. მაგალითად, საქართველოსთან ჰოლანდიაში გამართული თამაშის წინ ხუთი დღე დავისვენეთ და მეტი ენერგიაც აღმოგვაჩნდა.

იან იანსენმა ერთი ამბავიც გაგვანდო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილ გუნდებზე მეტად ჯგუფში ჩარჩენილებს დააინტერესებს: 2013 წელს, მაშინ, როცა 24 ნაკრები ევრობასკეტის პერიპეტიებში ჩაეფლობა, ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩენილი გუნდები ხუთგუნდიან სამ ჯგუფად გაიყოფიან და ევრო-2015-ის ერთ საგზურს გაითამაშებენ. მათ შორის იქნებიან ჰოლანდია და რუმინეთი.

უელსონოდ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო VS ჰოლანდია - გავავსოთ დარბაზი, გადავუხადოთ მადლობა კალათბურთელებს

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში