საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანელებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს
10 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანელებთან მომავალ მატჩზე ისაუბრეს.

ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით პირველად 7 სექტემბერს გაიყვანა. შეხვედრა მისთვისაც წარმატებული გამოდგა და გუნდისთვისაც.

"მთავარი იყო, რომ ბელორუსთან სამი ქულა მოგვეპოვებინა და ამოცანა შევასრულეთ. ციკლის მოგებით დაწყება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, შეხვედრის ბედი ჩვენმა მონდომებამ და ბრძოლამ გადაწყვიტა, რაშიც მეტოქეს ვაჯობეთ.

პირველ ტაიმში ბელორუსები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ, კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და მეტი სახიფათო მომენტიც შექმნეს. ჩვენ კი პრესინგით ვთამაშობდით, რაც სულაც არ არის ადვილი.

ბურთი ისე ვერ დავიჭირეთ, როგორც საჭირო იყო და შეტევის განხორციელება გვიჭირდა. მაგრამ პირველ ტაიმში რა ფეხბურთიც ვაჩვენეთ, ესეც საერთო სტრატეგიის ნაწილი იყო.

მეორე ტაიმში უპირატესობა მეტი აქტიურობისა და აგრესიის ხარჯზე მოვიპოვეთ, მერე გავიტანეთ და გოლმა თამაში გახსნა.

ბელორუსები შეტევებზე წამოვიდნენ, დაცვა გააშიშვლეს და მომენტები კიდევ შევქმენით. მართალია, ამ შესაძლებლობებით ვეღარ ვისარგებლეთ, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ", - ამბობს კანკავა.

ნაკრების ახალმა კაპიტანმა ესპანეთთან მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა:

"უნდა ვაღიაროთ, რომ უძლიერესი მეტოქე გვყავს. ესპანეთის დამარცხება საქართველოს კი არა, მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს უჭირთ.

ხომ ნახეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის უძლიერესი გუნდი 4:0 დაამარცხა და ფეხი არ გაანძრევინა.

რა თქმა უნდა, მოგების უმცირესი შანსი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელად არ მიმაჩნია ის, ვისაც ასეთ მეტოქესთანაც კი არ აქვს იმედი. მაშინ მოედანზე გასვლას რა აზრი აქვს? წინასწარ შანსების გადაწურვა არ შეიძლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]

თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე

თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია

nikanika
მინდა ხვალ, როცა ყველაფერი გარკვეული იქნება ვთქვა ჩვენს ბიჭებზე, იყვნენ"უშიშნი ვითარცა უხორცონი" ...
dadu
მიდით ბიჭებო მიდით!!! მთავარია თქვენ იბრძოლოთ და ჯიგრით ითამაშოთ (ისე როგორც ქეცბა თამაშობდა თავის დროზე)შედეგი არ დააყოვნებს. ამ თამაშში მაყურებელი ბრძოლას მოითხოვს თქვენგან და არა უცილობელ გამარჯვებას (ამის მოთხოვნა უზრდელობაა დღევანდელ ფეხბურთში). იბრძოლეთ და იქნება ბედმაც გაგვიღიმოს.
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს