შვედეთის ქალ ჩოგბურთელთა ღია პირველობა მეტისმეტად უიღბლო გამოდგა ქართველებისთვის, რომლებიც მართალია ძირითად ბადეში ვერ მოხვდნენ, მაგრამ...

შვედეთის ქალ ჩოგბურთელთა ღია პირველობა მეტისმეტად უიღბლო გამოდგა ქართველებისთვის, რომლებიც მართალია ძირითად ბადეში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საკვალიფიკაციოში მაღალი ნომრებით იყვნენ განთესილები. ტურნირის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია და ჩვენ გვეიმედებოდა, რომ ანა ტატიშვილი (146) და ოქსანა კალაშნიკოვა (160) შეძლებდნენ მთავარ ტურნირში გადასვლას. ანა ტატიშვილი მე-2 ნომრად იყო განთესილი და უკრაინელ ანა პივენს ხვდებოდა, 18 წლის ურეიტინგო ჩოგბურთელს. მიუხედავად ამხელა განსხვავებისა ქართველმა ფავორიტმა იოლად დათმო მატჩი - 3:6, 3:6. მე-4 ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვას მეტოქე რუსი ნატალია რიჟონკოვა (310) იყო. თანატოლთა ორთავბრძოლა ოქსანამ სამ სეტში წააგო - 2:6, 7:6 (2), 2:6.

ჩვენებურები ძირითად ბადეში მაინც ითამაშებენ, ოღონდ წყვილთა თანრიგში - კალაშნიკოვა სლოვენიელ მასა ზეკ პეშკირიჩს შეუწყვილდა, ხოლო ტატიშვილი - ამერიკელ ლილია ოსტერლოს.

მაკა ჩახნაშვილი (201) ბუდაპეშტში "სუეც გრან პრიზე" ცდიდა ბედს, ამ ტურნირის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია. მე-6 ნომრად განთესილი ქართვლი პირველ წრეში გერმანელ ანგელიკა როიშს ხვდებოდა. არც აქ გაგვიმართლდა - 6:7 (7), 5:7. ბოლოდროინდელი ტურნირები სამწუხარო დასკვნის გამოტანისკენ გვიბიძგებს - ჩვენს მოწინავე ჩოგბურთელ ქალებს ჯერჯერობით სერიოზულ ტურნირებზე არ ძალუძთ წარმატების მიღწევა, ისინი ამ დონეზე თამაშისთვის მოუმზადებელნი არიან. ეგებ, სჯობდა ისევ 25 და 50-ათასიან შეჯიბრებებში ითამაშონ და უკეთ მომზადებულნი შეეჭიდონ WTA-ს ტურნირებს?

სოფიო შაფათავა (302) საფრანგეთშია, სადაც ბიარიცის საერთაშორისო ტურნირის (100 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ლამობს. მე-6 ნომრად განთესილმა ქართველმა მეორე წრეში (პირველში ისვენებდა) უკრაინელი ნადია კიჩენოკი (514) დაამარცხა - 7:5, 6:2. ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში სოფიოს მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი ფრანგი კლარ ფიორშტეინია (202).

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა