11 სექტემბერს ევროპული ფეხბურთის სათავო ორგანიზაციამ (უეფა) უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
დასჯილები

11 სექტემბერს ევროპული ფეხბურთის სათავო ორგანიზაციამ (უეფა) უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - 23 კლუბს ევროთასებზე მონაწილეობით დამსახურებული ჰონორარები დროებით "გაუყინა".

ამის შესახებ უეფას ფინანსური კონტროლის კომისიამ გამოაცხადა. ამ კომისიას ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟან ლუკ დეჰანი ხელმძღვანელობს.

დეჰანის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულებამდეც ეს კლუბები ვერ მიიღებენ კუთვნილ ჰონორარებს.

მოკლედ, უეფას ახალი, ფინანსური ფეირ პლეის პრინციპის პირველი მსხვერპლები გახდნენ: "ბანია ლუკა", "სარაევო" და "ჟელეზნიჩარი" (ბოსნია), ცსკა (ბულგარეთი), "ჰაიდუკი" და "ოსიეკი" (ხორვატია), "ატლეტიკო" და "მალაგა" (ესპანეთი), "შკენდია" (მაკედონია), "ფლორიანა" (მალტა), "ბუდუჩნოსტი" და "რუდარი" (ჩერნოგორია), "რუხი" (პოლონეთი), "სპორტინგი" (პორტუგალია), "დინამო", "ვასლუი" და "რაპიდი" (რუმინეთი), "რუბინი" (რუსეთი), "პარტიზანი" და "ვოივოდინა" (სერბეთი), "ესკიშეჰირი" და "ფენერბაჰჩე" (თურქეთი). როგორც ხედავთ, "შავ სიაში" რამდენიმე ცნობილი და ავტორიტეტული კლუბიც მოხვდა.

უეფას ფინანსური კონტროლის სამსახური მორიგ სიახლეს 30 სექტემბერს შემოგვთავაზებს. მაშინ გავიგებთ, რა ბედი ეწევათ ამ კლუბებს. არ არის გამორიცხული, რომ "შავ სიაში" სხვა კლუბებიც მოხვდნენ.

ევროს წარმატებაში ბაიერნის წვლილი დიდია

ამავდროულად, უეფამ გამოაცხადა, რომ ჯამში 575 კლუბი მიიღებს ბონუსებს, რომლებიც ევრო 2012-ის წარმატებული ჩატარებიდან დარჩა.

ეს თანხა მარტში უეფასა და ევროპის კლუბთა ასოციაციას (ეკა) შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გადანაწილდება. ევრო 2008-ის დასრულების შემდეგ ბონუსები სულ 180-მა კლუბმა მიიღო. როგორც ხედავთ, კლუბების რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა.

სულ 100 მილიონი ევრო გამოიყო, რომლისგანაც 40 მილიონი განაწილდა იმ კლუბებზე, რომელთაც ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩებში გაუშვეს თავიანთი ფეხბურთელები, ხოლო 60 მილიონი ფინალურ ეტაპზე გაშვებული ფეხბურთელებისთვის გამოიყო.

დაანგარიშების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონატის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუნხენის "ბაიერნს" მიუძღვის. გერმანულმა გრანდმა ყველაზე დიდი თანხაც მიიღო - 3 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი.

შემდეგ მოდიან: "რეალი" (2,9 მლნ), "ბარსელონა" (2,2), "მანჩესტერ სიტი (2), "იუვენტუსი" (2) და "ლივერპული" (1,9).

ეკა-ს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა:

"ევროპული კლუბების ასოციაცია კმაყოფილია, უეფას მიერ ბონუსების სამართლიანად გადანაწილების გამო. ევროპულ საფეხბურთო ოჯახში ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ეს კი საბოლოოდ ძალიან კარგია თავად ფეხბურთისათვის".

ევრო 2016-ის შემდეგ უეფა ბონუსების სახით 150 მილიონი ევროს გადანაწილებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა