სპეციალისტმა იტალიური ფეხბურთის საინტერესო თემებზე ილაპარაკა
იტალიური სპორტული პრესის ფურცლებზე პერიოდულად მარჩელო ლიპის მოსაზრებები იბეჭდება, რომლებიც, ძირითადად, იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს ეხება.

გამონაკლისი არც "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნებული მასალა ყოფილა, რომელშიც მაესტრომ საინტერესო თემებზე ილაპარაკა და უმჯობესია, რომ სიტყვა მას გადავცეთ...

იტალიური ფეხბურთი დღეს

ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

თუმცა პრობლემები სახეზეა და მათი გადაჭრა რომ აუცილებელია, ეს ცხადზე ცხადია. განსაკუთრებით, ეს კლუბებზე ითქმის, რომლებიც თითქოს ფეხს ვეღარ უწყობენ წამყვან ევროპულ დონეს და შედეგებიც შესაბამისი აქვთ.

ეს ფაქტია და ვითარება გამოსწორებას საჭიროებს. სად არის გამოსავალი? - ჩემი აზრით, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მაგალითად, თუ რამდენიმე წლის წინ იტალიური გუნდები, ძირითადად, ვეტერან ფეხბურთელებზე აკეთებდნენ აქცენტს, დღეს წინა პლანზე ახალგაზრდები არიან წამოსულნი; სწორედ ახალგაზრდულ ენერგიაშია იტალიური ფეხბურთის მომავალი და ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. ვნახოთ, იმედია, ეს ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება.

სერია A

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან საინტერესო ბატალიებს გვპირდება, რადგან გუნდებს შორის დონე დაახლოებით თანაბარია, ანუ დაბალანსებული. შესაბამისად, პროგნოზების გაკეთება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია და ამ მხრივ, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.

"მილანი" ბევრმა ჩამოწერა, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი - ლომბარდიელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძველი დიდება დაიბრუნონ და მგონია, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

მართალია, ამ ზაფხულს ბევრ ფეხბურთელს შეელიენ, მაგრამ სამაგიეროდ, ახალი გუნდის შენება დაიწყეს. ძალიან ძლიერია "იუვენტუსი", რომელსაც კონკურენციას "რომა", "ნაპოლი" და "ინტერი" გაუწევენ, რა თქმა უნდა, "მილანთან" ერთად. პირადად მე, საინტერესო ბრძოლების მოლოდინში ვარ.

იტალიური კლუბები ევროარენაზე

ამ შემთხვევაშიც პროგნოზების კეთება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია და ამიტომ საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს, რომ ბოლო წლების ტრადიციას დავარღვევთ და ორივე ფრონტზე წარმატებით გამოვალთ.

ჩემი პირადი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპის ლიგის გათამაშებაა, სადაც მუდმივად წარუმატებლად ვასპარეზობთ.

სწორედ ამ ტურნირში კრეფენ ქვეყნები ქულებს და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. საერთოდ, დროა, რომ ევროტურნირებს უფრო დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ, ვიდრე შიდა პირველობას, რადგან ამით მთლიანად იტალიური ფეხბურთის იმიჯს გადავარჩენთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა