საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან კარი მშრალად 85 წუთი შეინახა
11 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველივე წუთებიდან საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყეს და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, ამოცანას თავს კარგადაც ართმევდნენ.

თუმცა, რომ არა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, ესპანელები გატანას პირველსავე ტაიმში მაინც შეძლებდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შექმნეს, თუმცა ლორიამ სერხიო რამოსის დარტყმული ბურთი ხელებში საიმედოდ დააფიქსირა.

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ძელმა იხსნა. უძლიერესი დარტყმა დაახლოებით 30 მეტრიდან დავიდ სილვამ შეასრულა.

ესპანელებს არც ამის შემდეგ დაუკლიათ მონდომება, თუმცა მათი იერიშები ჩვენი ნაკრების საჯარიმოს მისადგომებს არ სცილდებოდა. ქართველმა ფეხბურთელებმა პასუხად კი სულ ორჯერ შეძლეს კონტრიერიშის წამოწყება, თუმცა არც თორნიკე ოქრიაშვილს, არც დავით თარგამაძესა და ლევან მჭედლიძეს იკერ კასილიასისთვის რეალური ხიფათი არ შეუქმნიათ.

ესპანელებმა ფხა ტაიმის მიწურულს გამოაჩინეს - ჯერ იყო და, 44-ე წუთზე ჩავის შორეული დარტყმა გიორგი ლორიამ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია, შემდეგ კი იმავე ჩავის გენიალური პასის შემდეგ სოლდადო დარჩა ქართველ მეკარესთან პირისპირ, თუმცა ლორიამ ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.

შესვენების შემდეგ თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა, თუმცა ესპანელთა წნეხს შედეგი არ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ, ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი იშვიათი შეტევა კინაღამ გოლით დასრულდა - იკერ კასილიასის კარი ძელმა იხსნა.

53-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული შეტევის შემდეგ ესპანელთა საჯარიმოში ბურთი ლევან მჭედლიძეს დარჩა, რომლის ზურგსუკან სრულიად მარტო თორნიკე ოქრიაშვილი იდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ლევანმა ის ვერ შენიშნა და პასი ალექსანდრე ამისულაშვილს მიაწოდა, რომლის რთული მდგომარეობიდან დარტყმული ძელს მოხვდა.

65-ე წუთზე, ესპანელთა შეტევის შემდეგ, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ლორია ერთმანეთს შეეჯახნენ, რაც ამ უკანასკნელს მძიმე ტრავმად და მოედნის დატოვებად დაუჯდა. თემურ ქეცბაიამ მის ნაცვლად მოედანზე როინ კვასხვაძე შემოუშვა.

გოლი საქართველოს ნაკრებმა 85-ე წუთზე მაინც გაუშვა და ამაში ბრალი მეკარეს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის - რობერტო სოლდადომ ისარგებლა ჩვენი ცენტრალური მცველების "ჩაძინებით" და ახლო მანძილიდან კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა.

დარჩენილ დროში ქართველ ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა ირაკლი სირბილაძის ახლო მანძილიდან დარტყმულს ესპანელები დროულად გადაეღობნენ.

საბოლოოდ 0:1, მაგრამ მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.

gizog
ყოჩაღთ ბიჭებო, რომ ბრძოლაში არაფერი დაუთმეთ მსოფლიოს დღევანდელ ამ გრანდს. მადლობა ბატონ თემურს. ვითამაშეთ ის რაც შეგვეძლო მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან. მთავარი, მაინც მონდომებაა.
zura
ძაან მაგრად ითამაშეს ჩვენებმა, აწი ყველა თამაში ასე ითამაშეთ ბიჭებო,ყველას დიდიმადლობა, ჯიგრები ხართ!
zura
ძაან მაგრად ითამაშეს ჩვენებმა, აწი ყველა თამაში ასე ითამაშეთ ბიჭებო,ყველას დიდიმადლობა, ჯიგრები ხართ!
giga
გაუმარჯოს საქრტველოს
damangreveli
როგორც გინდა დამთავრდეს ეს მატჩი, ბრაო ბიჯებს, ჯიგრები ხაართ, ეხლა დავინახე ქართული სული ესპანეთში ვაარ და იქიდან ვწერ ამ წერილს, კიდევ ერტხელ დიდი მადლობა ასეთი თავდადებისთვის.
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს