ავსტრალიის ნაკრები შაბათს ოქროს სანაპიროზე, ოთხი ერის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში, არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
ავსტრალიის ნაკრები შაბათს ოქროს სანაპიროზე, ოთხი ერის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში, არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ვოლაბებს" ტურნირის ახალბედებთან მატჩის წინ პრობლემები მიეძალათ.

გასულ უქმეებზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა ავსტრალიელთა ცხრა ნომერი და გუნდის კაპიტანი ვილი გენია. მან მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც რაგბის ექვსი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ გენია "ვოლაბების" მესამე კაპიტანია, რომელმაც წლეულს სერიოზული ტრავმა მიიღო. გუნდის ნამდვილმა კაპიტანმა ჯეიმზ ჰორვილმა მუხლქვეშა მყესი გაიწყვიტა, მისმა შემცვლელმა დევიდ პოკოქმა ასევე მუხლი დაიზიანა და აგერ, ახლა გენიაც დაშავდა.

არგენტინასთან მატჩში "ვოლაბებს" ვეტერანი მეორეხაზელი ნათან შარფი წარუძღვება.

"ცხადია, ძალიან მიხარია, რომ ოქროს სანაპიროზე არგენტინის ნაკრებთან მატჩში კაპიტანი ვიქნები. თუმცა ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი.

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, ჩვენს გუნდს რეალურად შესწევს ძალა ბევრად უკეთ ითამაშოს.

ჩვენი გუნდიდან არგენტინის ნაკრებთან, ჩემს გარდა, არავის უთამაშია. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი თავდადებული, უკომპრომისო, ჟინიანი თამაშით გამოირჩევიან. ნახეთ, "პუმებმა" რამდენს მიაღწიეს. სამრეთ აფრიკასთან ფრეს გამორჩნენ და "ოლ ბლექსს" უამრავი პრობლემა შეუქმნეს.

ერთი სიტყვით, მძიმე თამაში გველის და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რომ თამაში მოვიგოთ და სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ." - თქვა მან.

ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა გუნდში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

ტრავმირებული გენიას ნაცვლად ცხრა ნომრის პოზიციაზე ნიკ ფიპსი ითამაშებს. მეორე ხაზში სიტალეკი ტიმანის ადგილს კენ დუგლასი დაიკავებს. ბერიკ ბარნსმა ფულბეკის პოზიცია დაიკავა, შუამარბად კი პეტ მაკკები ითამაშებს.

ავსტრალია

15. ბერიკ ბარნსი, 14. დომ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ნიკ ფიპსი. 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კენ დუგლასი, 5. ნათან შარფი, 6. დეივ დინსი, 7. მიქაელ ჰუპერი, 8. რადიკე სამო.

16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლიამ გილი, 20. ბრეთ შიჰანი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. ქართლი ბეილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...