ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველო-ჰოლანდია 97:89 - მადლობა გულშემატკივარს, მადლობა კალათბურთელებს! [VIDEO]

საქართველო-ჰოლანდია 97:89 - მადლობა გულშემატკივარს, მადლობა კალათბურთელებს! [VIDEO]

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი. ბოლო ტური

მადლობა გულშემატკივარს! - ასეთი პლაკატი გაშალეს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ჰოლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ.

თითოეულ მათგანს თეთრი მაისურა ემოსა, რომელზეც მკაფიო ასოებით ეწერა: საქართველო, ევრობასკეტი 2013. აქაც ძახილის ნიშანი უნდა - ზედიზედ მეორედ ჩვენმა კალათბურთელებმა ევროპის მთავარი საკალათბურთო ფორუმის საგზური მოიპოვეს!

მათ დიდად დაეხმარნენ ქომაგები, რომლებიც ყოველ თამაშზე დარბაზში საოცარ ატმოსფეროს ქმნიდნენ. ამიტომაც დაიმსახურეს მადლობა კალათბურთელებისგან.

ასევე აუცილებელია აღინიშნოს, რომ თავდადებითა და ლამაზი თამაშით თავად კალათბურთელებსაც ეკუთვნოდათ გულშემატკივრისგან მადლობა. მიიღეს კიდეც - გუშინ სპორტის სასახლეში 9 ათასი ქომაგი მივიდა.

ჩვენი ნაკრების სერბმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა საფინალო სირენასთან ერთად თითოეულ კალათბურთელს გამარჯვება მიულოცა და ევრობასკეტ 2013-მდე დაემშვიდობა.

პრესკონფერენციაზე იგი ზემოთნახსენები ქართულწარწერიანი მაისურით გამოცხადდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჟურნალისტებსაც მოგვილოცა:

"რთული ზაფხული გვქონდა. ბევრი ვიშრომეთ, კალათბურთელები თავს არ ზოგავდნენ. ყოველ მეტოქესთან მატჩს სხვადასხვაგვარად ვეკიდებოდით. ბოსნია ექვს მოთამაშეზე აწყობილი გუნდია, ლატვიაში 11 კალათბურთელი თამაშობს.

ვცდილობდით, თითოეული კალათბურთელისთვის მომატების საშუალება მიგვეცა.

იყო უარყოფითი და დადებითი მომენტები. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მთავარი იყო შედეგი.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებს თავდადებული შრომა დაუფასდა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა".

საქართველოს ნაკრებს ჰოლანდიასთან მატჩში ზაზა ფაჩულია რომ დააკლდებოდა, წინა დღისით გავიგეთ. უშუალოდ შეხვედრის წინ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას. მისი ამბავი მამამისმა, კახა შენგელიამ მატჩამდე გვითხრა: თორნიკეს ტერფი აწუხებს. ასე ითამაშა ლატვიაში, ჰოლანდიასთან კი მოედანზე ვერ გავაო.

თორნიკე შენგელიას სწორედ ის ტრავმა გაუმიზეზდა, რომლის გამოც ზამთარში სამი თვე დაისვენა.

საინტერესო იყო, რა ცვლილებებს განახორციელებდა მთავარი მწვრთნელი ორი სასტარტო მეფარის არყოფნაში. იგორ კოკოშკოვმა სასტარტო შემადგენლობაში ცენტრის პოზიციაზე გიორგი შერმადინი გაამწესა, ხოლო მძიმე ფორვარდად ნიკა მეტრეველი, რომელიც ნაკრებს ლატვიაში ვერ გაჰყვა, მოწამლული იყო.

მსუბუქი ფორვარდის ამპლუაში კვლავ ვიქტორ სანიკიძე დაბრუნდა (მან ჰოლანდიასთან პირველ შეხვედრაში მხრის ტრავმის გამო ვერ ითამაშა). მსროლელი მანუჩარ მარკოიშვილი იყო, ხოლო გამთამაშებელი - გიორგი ცინცაძე.

აქვე უნდა ითქვას, რომ თითოეულმა კალათბურთელმა მაღალი კლასი და ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოავლინა.

"მატჩის წინ გაირკვა, რომ ორი ისეთი კაცი დაგვაკლდებოდა, რომლებიც საშუალოდ 30 წუთს თამაშობენ. ამიტომ გადაწყობა ფორსირებულად მოგვიწია.

სასტარტოში მეტრეველი და შერმადინი დავაყენეთ, რომლებმაც დაკისრებულ ფუნქციას თავი კარგად გაართვეს. ვიქტორ სანიკიძეს ხშირად უწევდა მძიმე ფორვარდის ფუნქციების შესრულება", - განაცხადა იგორ კოკოშკოვმა და დასძინა, ბოლო მატჩში თამაშის მეტი საშუალება მივეცით სათადარიგოებსო.

მართლაც, მწვრთნელი პირველ ტაიმში ხშირად მიმართავდა ცვლილებებს, შემოიყვანა ლევან ფაცაცია, რიჩარდ მათიაშვილი, ანატოლი ბოისა...

ხოლო გადამწყვეტი მეოთხედისთვის კი, ძირითადად, გამოცდილ ხუთეულს დაეყრდნო - ცინცაძე-პულენი-მარკოიშვილი-სანიკიძე-შერმადინი. მათ შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე. დრო რომ ჰყოფნოდათ, სეზონს 100 ქულით დაასრულებდნენ, თუმცა ეს მთავარი არ არის. იგორ კოკოშკოვის სიტყვებს მოვიშველიებთ - უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვა.

"დარბაზში საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ეს ნებისმიერ კალათბურთელზე დადებითად მოქმედებს. ჩვენც კარგად ვისროლეთ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უკეთესად ითამაშა და ვერაფერი დავაკელით", - გახსნა პრესკონფერენცია ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა დავიდ იანსენმა.

გიორგი შერმადინმა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და წარმატება მიულოცა:

"მადლობა ყველას - ქომაგს, მწვრთნელებს, გუნდის თითოეულ წევრს.

ევრობასკეტზე მოხვედრით ძალიან გავიხარეთ და უფრო სასიამოვნოა, რომ სანაკრებო სეზონი თბილისში ჰოლანდიის ძლევით დავასრულეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფინალში გასვლა გადაწყვეტილი იყო, თავი არ დაგვიზოგავს და შედეგსაც მივაღწიეთ".

ჰოლანდიელთა დამრიგებელმა იან იანსენმა აღფრთოვანება ვერ დამალა საქართველოში კალათბურთისადმი მიდგომით:

"მატჩს ქვეყნის პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დაესწრო, რომელიც ჩვენი თანამემამულეა. მისი კალათბურთზე გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ სპორტის ამ სახეობას თქვენთან დიდი ყურადღება ექცევა.

ვიცოდით, ჰოლანდიაში წაგების გამო ქართველები რევანშზე იზრუნებდნენ. ასეც მოხდა, გაიმარჯვა ძლიერმა".

იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე მომავალსა და შემადგენლობაზეც ილაპარაკა:

"მომავალში რა მოხდება, ძნელი სათქმელია. დღეს სპონტანურად შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს ყველაფერს ახლიდან ვიწყებთ - შემადგენლობის შეკრებიდან დაწყებული, ფიზმომზადებით და ტაქტიკური სიახლეებით დამთავრებული.

ყოველთვის ვცდილობთ, აქცენტი ტალანტებზე გავაკეთოთ. ასე იქნება მომავალ წელსაც".

ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი

11 სექტემბერი, თბილისი. 9000 მაყურებელი

საქართველო-ჰოლანდია 97:89 (იხილეთ ვიდეო)

25-21, 29-22, 18-16, 25-30

მსაჯები: ს. რადოვიჩი (ხორვატია), გ. კოჰენი (ისრაელი), ს. ემლეკი (თურქეთი).

საბოლოო მდგომარეობა

ა

გუნდი

თ

მ

წ

ქ

ქ

1.

ბოსნია

8

6

2

736/672

14

2.

საქართველო

8

6

2

707/666

14

3.

ლატვია

8

5

3

655/584

13

4.

ჰოლანდია

8

2

6

667/726

10

5.

რუმინეთი

8

1

7

569/686

9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლატვია-საქართველო 70:73 - ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე

საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]

რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]

ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს

საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?

"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ

"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?