საფრანგეთის ნაკრებმა ორ სასტარტო მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა და ჩვენს ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
საფრანგეთის ნაკრებმა ორ სასტარტო მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა და სანამ ესპანეთი ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით დაეწევა, ჩვენს ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

თუკი დიდიე დეშამის გუნდმა ფინეთში დიდი ბრძოლის შედეგად გაიმარჯვა, "სტად დე ფრანსზე" შედარებით იოლად მოიგო. ბელორუსებმა ბევრი იბრძოლეს, ანგარიშიც შეამცირეს, მაგრამ მატჩი მაინც მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. შედეგად, ორ თამაშში განცდილი ორი მარცხით გიორგი კონდრატიევის გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

ნულქულიან ფინეთსა და ბელორუსს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების შანსი ოქტომბერში ექნებათ – ორივე საქართველოს ნაკრებს მასპინძლობს და იმედია, მიზანს ვერც ერთი მათგანი მიაღწევს. 16 ოქტომბერს კი ჯგუფის ცენტრალური მატჩია: ესპანეთი საფრანგეთს უმასპინძლებს და შესაძლოა, ერთპიროვნული ლიდერი სწორედ იქ გამოვლინდეს.

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. მეორე ტური

საფრანგეთი-ბელორუსი 3:1

გოლები: 1:0 კაპუე (46), 2:0 ჟალე (68), 2:1 პუტილო (72), 3:1 რიბერი (80)

საფრანგეთი: ლორისი, იანგა-მვიბა, ჟალე, სახო, ევრა, კაპუე, მავუბა, კაბაიე (75. მატუიდი), რიბერი (90. მენეზი), ჟირუ (61. ვალბუენა), ბენზემა.

ბელორუსი: ვერემკო, მარტინოვიჩი, რადკოვი, ბრესანი (46. კულჩი), კისლიაკი, პუტილო, პოლიაკოვი, ვერხოვცოვი (70. ბალანოვიჩი), ბორდაჩოვი, როდიონოვი (62. კორნილენკო), დრაგუნი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 2 2 0 0 4-1 6

2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3

3. საქართველო 2 1 0 1 1-1 3

4. ფინეთი 1 0 0 1 0-1 0

5. ბელორუსი 2 0 0 2 1-4 0

მომდევნო მატჩები

12 ოქტომბერი

ფინეთი-საქართველო

ბელორუსი-ესპანეთი

16 ოქტომბერი

ბელორუსი-საქართველო

ესპანეთი-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
ისა და ფინეთი არ ჩამოდის საქართველოში დანარჩენი ყველა ჩამოდის მგონი GFF ზე რო ვნახე კალენდარი ეგრე იყო და მაგიტო ვწერ
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"