საქართველოს ნაკრებისა და "დინამოს" მეკარემ ესპანეთის ნაკერებთან მატჩში (0:1) მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ ესპანეთის ნაკერებთან მატჩში (0:1) მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი ლორიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ლორია: "მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე მოსული მაყურებლის მხრიდან ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ.

ასეთი გულშემატკივრობა დამატებით ძალებს მაძლევდა. გული  ძალიან დამწყდა, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი.

მოედანზე დარჩენის უმცირესი შანსიც არ არსებობდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქომაგს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ინტერესდებოდა და ახლაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შეხვედრაში ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო. ყველაფერი წინ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ".

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

eka
ცრემლებმა ყველაფერი თქვა...კარგი ადამიანი ხარ! უფალი შეგეწიოს ყველა კეთილ საქმეში....
armagedon
გიორგი, იმის ნახევარი ტალანტი და მომზადება ჩვენს დანარჩენ ფეხბურთელებს რომ ჰქონდეთ, რაც შენ აჩვენე მაგ თამაშში. ევროპის წამყვანი გუნდი ვიქნებოდით. ბარაქალა, ძალიან მაგარი ხარ
ნანა
11 სექტემბრის ქართული სპორტის სამყაროს გმირი ხარ, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ
ok
გიორგი, თქვენმა თავდადებულმა თამაშმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და გამახსენა ის დრო, როდესაც დღეს უკვე სტაჟიან გულშემატკივრებს საოცნებოდ გვქონდა საქართველოს ნაკრები ოდესმე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში ხილვა. გულით გისურვებთ სწრაფად გამოჯნმრთელებას და ისევ ისეთი შემართებით თამაშს, რომელიც გულშემატკივარს მომავლის იმედს გვაძლევს. გაიხარეთ!!!
beqa
გიო შენ დაამტკიცე რომ ქართველ მეკარესაც შEუძლია მაღალ დონეზე თამაში და რაც ადრე ხდებოდა მეკარესთან დაკავშირებული რომ ყველა დარტყმის გვეშინოდა ეხლა პირიქით გვჯერა რომ კარში უმაღლესი დონის მეკარე გვყავს და გვჯერა რომ წინ წავალთ და ეს გზა უკვე დაწყებულია იმედია მალე გამოჯამრთელდები და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ შენი ე.წ. სეივებით დინამოსთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად და ვიმედოვნებთ ევროპაშიც მალე გახვალ ოღონდ ნამდვილად ძლიერ გუნდში და არა რუსეთის მაჩანჩალა გუნდებში
zviad chaladze
გიორგი ძაან გაგვახარე ყველა შენი კარგი თამაშით.გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს