შოტლანდიის ნაკრებში სერიოზული საკადრო პრობლემებია. ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩები კარს მოადგა, სქოთთა დამრიგებელ კრეიგ ლევაინს კი თავისტკივილი არ ელევა...

შოტლანდიის ნაკრებში სერიოზული საკადრო პრობლემებია. ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩები კარს მოადგა, სქოთთა დამრიგებელ კრეიგ ლევაინს კი თავისტკივილი არ ელევა. ორშაბათს ნაკრების ბანაკი "რეინჯერსის" მცველმა კირკ ბროუდფუტმა და "ბლექპულის" გოლკიპერმა მეტიუ ჯილკსმა დატოვეს – სანაკრებო ექიმებმა ტესტირება ჩაუტარეს და კლუბებში დააბრუნეს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები "რეინჯერსის" კიპერ ალან მაკგრეგორსაც აქვს – ფეხის კუნთი აწუხებს. თუმცა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დარწმუნებულნი არიან, რომ მაკგრეგორი თამაშს შეძლებს. აი, ჯილკსის ნაცვლად კი ლევაინმა "კილმარნოკის" 24 წლის კიპერ კემი ბელს უხმო. რაც შეეხება შოტლანდიის საუკეთესო მეკარეს კრეიგ გორდონს, მან მოტეხილი ხელი უკვე მოიშუშა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლია...

ლი მაკკალოხი ჩეხეთთან მატჩს ტრავმის გამო გააცდენს, თუმცა მას ზურგი სტკივა და შესაძლოა, ვერც მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ითამაშოს. თავის დაზღვევის მიზნით, ლევაინმა "უოტფორდის" ნახევარმცველი დონ კაუი და "კარდიფის" მცველი კევინ მაკნოტონი ნაკრების ბანაკში სასწრაფოდ გამოიძახა.

ექიმთა პაციენტები "ტოტენჰემის" ალან ჰატონი და "ბარნსლის" შუახაზელი ჯეი მაკევლიც იყვნენ, მაგრამ ორივე გამოჯანმრთელდა და გუნდში დარჩა. გარდა ამისა, კრეიგ ლევაინმა პრესკონფერენციაზე ბრძანა, "უიგანის" ცენტრალური მცველი გარი კოლდუელი არ არის მზად, მონაწილეობა ორივე მატჩში მიიღოსო – ანუ ეს ფეხბურთელი ან ჩეხებთან იბურთავებს, ან ესპანელებთან.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა