ტრანსფერი, ერთწლიანი კონტრაქტი და ახალი გამოწვევა ვეტერან ბერძენს
სატრანსფერო ფანჯარა ორი კვირის წინ დაიხურა, მაგრამ უკონტრაქტო ფეხბურთელებს სამსახურის დაწყება ჯერ კიდევ შეუძლიათ.

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, უკლუბოდ დარჩენილ ფეხბურთელთა შორის საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი გეორგიოს კარაგუნისიც იყო, რომელმაც სამსახური ახლაღა იშოვნა: 35 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბოლოს "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა, კონტრაქტი ინგლისურ "ფულჰემთან" გააფორმა და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ლონდონელებს კარაგუნისი ერთი ცენტიც კი არ დაუჯდათ, კონტრაქტი კი ერთწლიანია და ვადა ამ სეზონის ბოლომდე აქვს. "კარაგუნისი ძალიან გამოცდილი, მაღალი კლასის, მებრძოლი ნახევარმცველია, რომელიც ჩვენს გუნდს ნამდვილად წაადგება. მიხარია, რომ დაგვთანხმდა," - აცხადებს "ფულჰემის" თავკაცი მარტინ იოლი.

ბერძენი ნახევარმცველი "პანათინაიკოსში" 2007 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი 2-2 სეზონი მილანის "ინტერსა" და ლისაბონის "ბენფიკაში" გაატარა. საბერძნეთის ნაკრებში კარაგუნისს 120 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ევროპის 2004 წლის ჩემპიონი გუნდისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ბერძენმა "ფულჰემში" ის სიცარიელე უნდა ამოავსოს, რომელიც კლინტ დემპსისა და მუსა დემბელეს წასვლით გაჩნდა.

"ფულჰემი" ჩემთვის ახალი, უდიდესი გამოწვევაა და ბედნიერი ვარ, რომ 35 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის საშუალება მომეცა. ამ კლუბს ბრწყინვალე ფანები და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "ფულჰემს" გამოვადგე," - ეს თვითონ კარაგუნისის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

me 2
სატრანსფერო ფანჯარა დიდი ხნის დახურულია :) ოფიციალურად ვერ გაიყიდებოდა. ასე რომ, მცდარი ინფორმაცია არაა :))) თუ ლევად გადაიხადა ვინმემ რამე, ეს სხვა ამბავია :-D
me
შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბერძნული პრესა და ნახავთ რამდენად გაიყიდა კარაგუნისი
me
მცდარი ინფორმაციაა.....შეგიძლიათ გადახედოთ ბერძნულ პრესას და ნახავთ რამდენად გაიყიდა კარაგუნი....
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"