თურქეთის დამარცხების (2:0) შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებმა, ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით, მეორე ოფიციალური მატჩიც მოიგო
თურქეთის დამარცხების (2:0) შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებმა, ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით, მეორე ოფიციალური მატჩიც მოიგო და D ჯგუფში ასევე 6-ქულიან რუმინეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

ნარინჯისფერებმა უნგრეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები ბუდაპეშტში 4:1 დაამარცხეს და ჰოლანდიური პრესისგან საუკეთესო ეპითეტები დაიმსახურეს, მაგრამ მატჩს თან ახლდა ორი სამწუხარო ფაქტი: არიენ რობენი და რობინ ვან პერსი დაშავდნენ! თუმცა ეს, პირველ რიგში, მიუნხენის "ბაიერნის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემაა.

რობენი ძირითად შემადგენლობაში არც ყოფილა - "ბაიერნის" ათიანმა ტრავმა შეხვედრის დაწყებამდე, გახურებისას მიიღო და მართალია, მოედანზე გასვლა შეეძლო, მაგრამ ვან გაალმა აღარ გარისკა და სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

რაც შეეხება ვან პერსის: "არსენალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებული გოლეადორი პირველ ტაიმში, როლანდ იუჰაშთან ორთაბრძოლისას დაშავდა და შესვენებაზე შესაცვლელი გახდა.

რობენი და ვან პერსი კლუბებს დაუბრუნდნენ და 12 სექტემბერს "ბაიერნისა" და "იუნაიტედის" ექიმებმა ვერ შეძლეს იმის თქმა, თუ კონკრეტულად რამდენ ხანს მოუწევთ არიენსა და რობინს ლაზარეთში ყოფნა.

ჯოკრებმა გაიტანეს

თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს "ბაიერნის" და "იუნაიტედის" პრობლემა უფროა, ვიდრე ჰოლანდიის ნაკრებისა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურამდე, ალბათ, ორივე გამოჯანმრთელდება. მანამდე კი რობენის და ვან პერსის ტრავმები კლუბებმა უნდა იდარდონ.

საფეხბურთო ჰოლანდია კი კმაყოფილია არა მარტო იმით, რომ გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, არამედ იმითაც, რომ ვან გაალმა დაამტკიცა: ლუისს "მწვრთნელის ყნოსვა" ჯერ კიდევ უვარგა.

უეცრად დაშავებული რობენის ნაცვლად ვან გაალმა ძირითად შემადგენლობაში ჯერმაინ ლენსი ათამაშა და ამ უკანასკნელის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე პასია, რომლითაც, ასევე შეცვლაზე, ვან პერსის ნაცვლად გამოჩენილმა კლაას-იან ჰუნტელაარმა იხეირა.

"უნგრელებმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშეს და სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მეორე ნახევარში კი უკვე აშკარად დავჯაბნეთ. ოთხი გოლი გავიტანეთ და გატანა კიდევ შეგვეძლო," - მატჩის შემდეგ კმაყოფილებას ვერ მალავდა ვან გაალი.

"დღეს ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ. ძირითად შემადგენლობაში არ უნდა მეთამაშა, მაგრამ რაკი რობენი დაშავდა, მწვრთნელმა მე გამამწესა, მერე კი ორი გოლი გავიტანე და საგოლე პასიც მივითვალე. იმედია, მწვრთნელი ჩემი თამაშით კმაყოფილი დარჩა," - ეს ლენსის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა