12 სექტემბერს მე-2 მაეგაშირა გაგამარუმ უბრძოლველად მოიგო - მას ტრავმის გამო ოძეკი კოტოშოგიკუ არ გამოუცხადდა
ტოკიოდან ჯერ არ მოსულა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ 31 წლის ლევან ცაგურია (კოკაი) სუმოს კარიერას ასრულებს, თუმცა სამწუხაროდ, ყველაფერი აქეთკენ მიდის - "შავი ზღვა" არ არის შემოდგომის ბაშოს მე-5 დღის განაცხადში.

12 სექტემბერს მე-2 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) უბრძოლველად მოიგო - მას ტრავმის გამო ოძეკი კოტოშოგიკუ არ გამოუცხადდა.

ასეა თუ ისე, გაგამარუმ კარიერაში პირველად ზედიზედ ორი ოძეკი დაამარცხა და მას 2-2 ბალანსი გაუხდა.

სამწუხაროდ, ვერაფრით გვახარებს კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე). მან ზედიზედ მე-4 ორთაბრძოლა წააგო - ამჯერად ოძეკი კისენოსატოსთან, ვისაც 13 სექტემბერს გაგამარუ დაეჭიდება. ტოჩინოშინს (0-4) 13-ში კიდევ ერთი ოძეკი, ჰარუმაფუჯი ელის.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-არანი (იორიკირი), მიოგირიუ-ბარუტო (უბრძოლველად), შოჰოზანი-კოტოოშუ (ოშიდაში), ჰომაშო-კაკურიუ (ოშიტაოში), ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატედაშინაგე), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), გაგამარუ-კოტოშოგიკუ (უბრძოლველად), გოეიდო-აოიამა (უვატენაგე), ტოჩიოძანი-ტოიონოშიმა (კოტენაგე), ტაკეკაძე-ტოიოჰიბიკი (ჰიკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 8), ტაკაიასუ (მ 9), კიოკუტენჰო (მ 11)... 2-2: გაგამარუ (მ 2)... 0-4: ტოჩინოშინი.

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, კაკურიუ-არანი, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი, გაგამარუ-კისენოსატო, მიოგირიუ-შოჰოზანი, გოეიდო-კაისეი, ჰომაშო-ტაკეკაძე, ამინიშიკი-ტოიოჰიბიკი, ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს