ქართველი მოჭადრაკე რუს ვლადიმირ მალახოვს (2700) 28-ე სვლაზე დანებდა
ბულგარეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის ინიციატივითა და პატრონაჟით 12 სექტემბერს ზღვისპირა კურორტ ბურგასში დაიწყო შავი ზღვის ქვეყნების მოჭადრაკეთა ფინალური ტურნირი, რომელშიც ექვსი დიდოსტატი ორ წრედ იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის (საპრიზო ფონდი 10 000 ევრო).

შეჯიბრების მონაწილეთა შორისაა ბაადურ ჯობავა (2734), რომელსაც ამას წინათ სტამბულში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე არ უთამაშია, რადგან ორი ოპერაციის შემდეგ მომჯობინება ვერ მოასწრო.

ეტყობა, ქართველ დიდოსტატს ჯერ კიდევ აკლია ძალა და მობილიზება: 12 სექტემბერს ბურგასული ტურნირის სტარტზე თეთრი ფიგურებით სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუს ვლადიმირ მალახოვს (2700) და 28-ე სვლაზე დანებდა.

დანარჩენი ორი შეხვედრა ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (რუმინეთი, 2648) - ალექსანდრ არეშჩენკო (უკრაინა, 2702), სუათ ატალიკი (თურქეთი, 2603) - ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი, 2689). 13 სექტემბერს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ბაადურ ჯობავა (მარცხნივ) და ვლადიმირ მალახოვი

მეთერთმეტე თერთმეტი ჯვაროსნით

თურქული იზმირი მეთერთმეტედ მასპინძლობს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც მთავარი პრიზის (საპრიზო ფონდი 20 250 დოლარი) მფლობელს შვეიცარიული სისტემით 9 ტური გამოავლენს. შეჯიბრებაში 12 სექტემბერს 11 ქვეყნის 191 წარმომადგენელი ჩაება, მათ შორის - 11 დიდოსტატი. საპრიზო ადგილებისთვის საქართველოს 11 წარმომადგენელი იბრძოლებს.

პირველი ტურის პარტიებში ფავორიტთა უმრავლესობამ იმარჯვა. სენსაციად უნდა მოინათლოს სტამბულის საჭადრაკო ოლიმპიადაზე სათადარიგოებში მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელ კონსტანტინე შანავას ყაიმი უსახელო უმით აქსანთან.

12 სექტემბერს უნდა ეთამაშა საერთაშორისო ოსტატ მალხაზ სულაშვილსაც, მაგრამ მისი გვარის გასწვრივ გრაფაში მინუსი წერია. ეტყობა, ჩვენებურმა ან ტურზე დაიგვიანა, ან სულაც არ ჩასულა იზმირში.

თბილისელი არმენ გრიგორიანი ბორა ერსოისთან ყაიმს დასჯერდა. დანარჩენ რვა შეხვედრაში ქართველებმა იმარჯვეს: იუქსელ იურტსევერი-დავით მაღალაშვილი 0:1, შოთა აზალაძე-ბერკაი ოზან გოკი 1:0, ბაგდაგულ ენზინი-გიგა ყუფარაძე 0:1, ქენ ტურხან დანასი-ზურაბ ჯავახაძე 0:1, ენდენ უმუთ გუნდუზი-ივერი ჭიღლაძე 0:1, ქაან ქალემლერი-ბაჩანა მორჩიაშვილი 0:1, ალექსანდრე ებრალიძე-ონათ თუნა ნალბანთი 1:0, ულია კოსე-მარიამ ჭოლაძე 0:1.

მე-2 ტურში, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება, "ჯვაროსნები" ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: მაღალაშვილი-ონურ უნალი, აკინ ოზოი-აზალაძე, ყუფარაძე-მურათვან ორაქსი, ჯაფარიძე-დენიზ დემირი, ჭიღლაძე-უფუკ ოზქანი, მორჩიაშვილი-მუსტაფა ულუსოი, ნურიე გულაი-ებრალიძე, ჭოლაძე-ემირხან ოზი, ბორა ერსოი-შანავა, იანკი კარა-გრიგორიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა