ასაშორიუმ რიკიშის გზა დაასრულა

ტოკიოში სუმოს ყველაზე პრესტიჟული ერთდღიანი ტურნირი, სრულიად იაპონიის რიკიშთა პირველობა 69-ედ გაიმართა. ეს შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ტარდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ იაპონიის ჩემპიონატი პრესტიჟულობით ახლოსაც ვერ მიდის ტრადიციულ ბაშოსთან. გაგვახარა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). ახლახან დასრულებულ ბაშოზე მან 9-6 ბალანსით კომუსუბის ტიტული დაიბევა, ახლა კი დიდებულად იჭიდავა იაპონიის ჩემპიონატში და მხოლოდ ფინალში წააგო.

ერდღიან ტურნირზე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ოქროსფერი მავაშით გამოცხადდა, მაგრამ იოკოძუნას, რომელიც პირველი სუმოისტია და, რომელმაც ზედიზედ სამი ბაშო მოიგო დაუმარცხებლად, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა, პირველივე წრეში მარცხი ელოდა. ის დოჰიოდან ამინიშიკიმ გაიყვანა. პირველი სამი ეტაპის მოგების შემდეგ ტოჩინოშინი ნახევარფინალში კოტოოშუს შეხვდა და აჯობა. ფინალში მას ესტონელი გოლიათი ბარუტო ეჭიდავა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა კვლავ ვერ შეძლო უხერხულ მეტოქესთან გამკლავება. ჩემპიონატის მოგებისთვის ბარუტომ 500 ათასი იენი (დაახლოებით 100 ათასი ლარი) მიიღო.

ამასობაში ოფიციალურად დასრულდა იოკოძუნა ასაშორიუს სუმოისტობა. რიგით 68-ე დიდი ჩემპიონი უკანასკნელად გამოვიდა დოჰიოზე და უკანასკნელად შეასრულა დოჰიო-ირი. შემდეგ მას საზეიმოდ შეაჭრეს სამურაის ნაწნავი (მაგე) და ერისკაცობაში დააბრუნეს. დოჰიო-ირის შესრულებისას ასაშორიუმ ორი თანამემამულე აირჩია: ჰარუმაფუჯი და ასასეკირიუ. სულ 383-მა ადამიანმა მიიღო უფლება, ასაშორიუს თმებს მაკრატლით შეხებოდა, მათ შორის იყვნენ მონღოლეთის პრემიერ-მინისტრი სუხბაატარ ბატბოლდი, იაპონიის ყოფილი პრემიერი იოსირო მორი, ჰაკუჰო და სხვები. ჩასვლისას ასაშორიუმ დოჰიოს აკოცა და სუმოს ისტორიის ნაწილი გახდა...

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"