ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკრაინასთან ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი აუცილებლად მოხვდება ბრაზილიაში
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები აგებდნენ და ანგარიში მატჩის ბოლო წუთებზე ფრენკ ლამპარდის პენალტის წყალობით გაათანაბრეს, ჰოჯსონი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა: "დღეს ჩვენი თამაშის ბევრი ასპექტი მომეწონა.

"უემბლის" თავდაჯერებული ვტოვებ. მე დღეს დავრწმუნდი, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებს რიო-დე-ჟანეიროს საგზურს მოუტანენ".

შეგახსენებთ, რომ მასპინძლებს სლავებთან შეხვედრისთვის ძალიან ბევრი ლიდერი დააკლდათ: სკოტ პარკერი, კრის სმოლინგი, ფილ ჯოუნსი, ჯეკ უილშირი, უეინ რუნი, ეშლი იანგი, თეო უოლკოტი, ჯონ ტერი, ეშლი კოული და ენდი კეროლი.

მათ ნაცვლად როიმ ახალგაზრდა ფეხბურთელები: რაჰიმ სტერლინგი, ადამ ლალანა და ჯეიკ ლივერმორი გამოიძახა. ძირითად შემადგენლობაში კი ტომ კლევერლი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დააყენა.

"ჩვენ ძირითად შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა, მოგვიანებით კი ცვლილებაზე კიდევ სამი გამოუცდელი მოთამაშე შევუშვით (უელბეკი, სტარიჯი და ბერტრანი). იმდენი ფეხბურთელი დაგვაკლდა, რომ მათგან ერთი კარგი გუნდის გაკეთება შეიძლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე კმაყოფილი ვარ" - განაცხადა 65 წლის სპეციალისტმა.

მოლდოვასთან მოგებული თამაშის შემდეგ გულშემატკივრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ინგლისი სამ ქულას უკრაინასთანაც აიღებდა, გუნდთან, რომელიც ბევრის აზრით, ჯგუფში ბრიტანელთა მთავარი მეტოქეა.

საბოლოოდ ქომაგებს იმედები გაუცრუვდათ, რადგან ჰოჯსონის შეგირდები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და პირველ ტაიმში ევგენი კონოპლიანკას ლამაზი გოლის გამო მარცხდებოდნენ. მეორე ტაიმში ჯერმეინ დეფომ გოლი გაიტანა, მაგრამ ბურთი არ ჩაითვალა, რადგან "ტოტენჰემის" ფორვარდმა თამაშის წესი დაარღვია.

მასპინძლები ფრენკ ლემპარდმა იხსნა. 87-ე წუთზე ევგენი ხაჩერიდმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და დაინიშნა პენალტი, რომელიც "ჩელსის" ნახევარმცველმა გამოიყენა. ანგარიშის გათანაბრებიდან ზუსტად ერთ წუთში კი "ლომები" მოედანზე ათნი დარჩნენ, რადგან არბიტრმა სტივენ ჯერარდი გააძევა.

ისევ ჰოჯსონი: "პირველ ათ-თხუთმეტ წუთში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მომდევნო 75 წუთის განმავლობაში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ბურთი ძელს სამჯერ გავარტყით და გოლიც კი გავიტანეთ, რომელიც არ ჩაითვალა. შინ ვთამაშობდით და რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგება გვსურდა, მაგრამ დღეს ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი უკრაინა იყო და თან მათ ძალიან გაუმართლათ, როდესაც ასეთი საოცარი გოლით დაწინაურდნენ".

მწვრთნელს ფეხბურთელებიც დაეთანხმნენ

უკრაინასთან ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო არც სტივენ ჯერარდი იყო:

"ჩემი აზრით, გოლის გაშვების შემდეგ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. ცდა არ დაგვიკლია და ბევრს ვუტევდით. ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა გუნდის თამაშზე ძალიან კარგად იმოქმედეს და საბოლოოდ მივაღწიეთ კიდეც მიზანს.

წითელი ბარათი, რა თქმა უნდა, მეწყინა, რადგან ნაკრებში ჩატარებულ 98 შეხვედრაში ეს ჩემი პირველი გაძევება იყო. შემდეგ ტურში სან მარინოს ვეთამაშებით და ბიჭები ამოცანას თავს ჩემ გარეშეც გაართმევენ. აი, პოლონეთთან კი ისევ მინდორზე ვიქნები".

მიუხედავად არჩათვლილი გოლისა, უხასიათობას არც ჯერმეინ დეფო უჩიოდა:

"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ნაკრებში არიან როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელები. ახალწვეულებმა თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინეს და ეს შეუძლებელია, ოპტიმისტურ განწყობაზე არ გაყენებდეს".

ინგლისი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც სან მარინოს უმასპინძლებს. ოთხი დღის შემდეგ კი, 16 ოქტომბერს, პოლონეთში გაემგზავრება.

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა