შვედი თავდამსხმელი ფრანგ ჟურნალისტებს საინტერესო თემებზე ესაუბრა
ზაფხულის სატრანსფერო ორომტრიალის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი უდავოდ შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, რომელიც "მილანიდან" "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა.

ფრანგულმა გრანდმა ამ ტრანსფერით მკვეთრად გაუსვა ხაზი იმას, რომ არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით უდიდესი ამბიციები აქვს.

2007/08 წლების სეზონში პსჟ ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და იმ სეზონიდან 4 წლის შემდეგ პარიზული კლუბის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რაც ყატარიდან მიღებული დაფინანსების დამსახურებაა.

30 წლის იბრაჰიმოვიჩთან ერთად, პარიზელებმა ისეთი ვარსკვლავები და იმედისმომცემი ფეხბურთელები გადაიბირეს, როგორებიც არიან ტიაგო სილვა, ესეკილ ლავეცი, ლუკას მოურა, მარკო ვერატი და სხვები.

მთავარი შენაძენი კი ზლატანია, რომელსაც ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვეს.

- ყველა კლუბი ერთმანეთისგან განსხვავდება და საინტერესოა, როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები პსჟ-ში?

- ჩემთვის აქ ყველაფერი ახალია და ზოგადად, კლუბისთვისაც სიახლეა ის, რომ აქ ბევრმა ძალიან კარგმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. პსჟ ახლა ვალდებულია, ტიტულებისთვის იბრძოლოს და თანაც, მიზნებს სანახაობრივი ფეხბურთით მიაღწიოს.

ვფიქრობ, რომ ეს რეალურია. ახალ თანაგუნდელებს უკვე კარგად ვიცნობ, მაგრამ სეზონის პირველ მატჩებში გამოჩნდა, რომ პსჟ ჯერ არ არის კარგად შეთამაშებული გუნდი. ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკურიცაა და დრო სჭირდება იმას, რომ ერთმანეთს ყველამ კარგად გაუგოს.

- წარდგენისას განაცხადეთ, რომ პსჟ დღესდღეობით თქვენთვის იდეალური მისამართია. რატომ?

- იმიტომ, რომ ამ კლუბში დიდი ინვესტიცია ჩაიდო, ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი მოვიდა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დიდი გუნდი შენდება. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და სერიოზული მოტივაციაა.

თანაც, საფრანგეთის ჩემპიონატი და ფრანგული საკლუბო ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის. აბა, რომელი ფეხბურთელი გაბედავს და იტყვის, რომ არ უნდა, ამ პროცესის მონაწილე იყოს?

- პარიზი გენიალური ქალაქია, მაგრამ ფეხბურთით არაა ცნობილი...

- ყველა დიდ ქალაქს დიდი საფეხბურთო კლუბი სჭირდება. პარიზიც დიდი ქალაქია და ჩვენ აქ იმისათვის ჩამოვედით, რომ დიდი გუნდი გავაკეთოთ.

ახლა მთავარია, რომ გუნდი მალე შეთამაშდეს და თამაშების მოგება დაიწყოს. "ლორიანთან", "აიაჩოსა" და "ბორდოსთან" ფრეების შემდეგ, როგორც იქნა, "ლილთან" სამი ქულა ავიღეთ და იმედი მაქვს, რომ მოგებათა სერიას "გამოვაცხობთ". თუმცა იმ დონის მიღწევაც, რა დონეზეც პსჟ უნდა ათამაშდეს, მაინც გარკვეული დრო დასჭირდება.

- მიუხედავად ზღაპრული კარიერისა, ჩემპიონთა ლიგა არ მოგიგიათ. პარიზში იმიტომაც ჩამოხვედით, რომ ევროპა დაიპყროთ?

- ამის იმედი რომ არ მქონდეს, "პარი სენ ჟერმენში" არ გადმოვიდოდი. მეტიც: მჯერა, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლა შეგვიძლია და ვიბრძოლებთ კიდეც.

- რას ეტყოდით იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც სეზონური აბონემენტები შეიძინეს და გუნდისგან ძალიან ბევრს ელიან?

- ფანებმა უნდა ირწმუნონ, რომ აქ მართლაც დიდი გუნდი შენდება და ამ პროცესს დრო სჭირდება. ჩვენ გვყავს ფანტასტიკური ფეხბურთელები და ფანტასტიკური მწვრთნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა ქომაგების იმედების გამართლებას.

პარიზელი გულშემატკივრები პსჟ-ს არც მაშინ ღალატობდნენ, როცა გუნდს ელიტიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა და მას მერე მოთმინებით ელიან იმ მომენტს, როცა გუნდი ტიტულებისთვის იბრძოლებს და ვფიქრობ, რომ ეს მომენტი უკვე დადგა.

- გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 28 გოლი გაიტანეთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის პიკშია?

- წლიდან წლამდე ვუმატებდი და ჩემი პროგრესი შეუმჩნეველი არავის დარჩა. იტალიაში გოლების გატანა ძალიან ძნელია, მე კი საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და "მილანში" რეკორდიც დავამყარე, მაგრამ არაფერი მომიგია.

შესაბამისია კითხვაც: "ვარ თუ არა ბედნიერი?" მირჩევნია, ცოტა გოლი გავიტანო და რაღაც მოვიგო, ვიდრე კარგად ვთამაშობდე და უტიტულოდ ვრჩებოდე. აი, ასეთია ჩემი მენტალიტეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"