ბრაზილიის ნაკრებში ფეხბურთელებს იმის გამო ათამაშებენ, რომ ფასი მოემატოთ და კარგად გაყიდონო...
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მანო მენეზესი მკვეთრად გააკრიტიკა.

მისი თქმით, მწვრთნელი შეფებთან შეთანხმებით, ნაკრებში ფეხბურთელებს იმ მიზნით იძახებს და ათამაშებს, რომ მერე მათ ფასი მოემატოთ და კარგად გაყიდონ.

"იცით, როგორ იკვრება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა? ეს მთელი ისტორიაა! ნაკრებში ძალიან ბევრ ფეხბურთელს მხოლოდ იმ მიზნით იძახებენ და ათამაშებენ, რომ ფასი მოემატოთ და მერე კარგად გაყიდონ.

ამის საუკეთესო მაგალითი ჰალკია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ ამ მიზნით წაიყვანეს, ახლა კი "ზენიტმა" იყიდა, - აცხადებს რომარიო და დასძენს, - ჰალკი ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ოლიმპიადაზე თამაშს მასზე მეტად ალეშანდრე პატო და რობინიო იმსახურებდნენ."

რომარიო დახმარებას ბრაზილიის სპორტის სამინისტროს სთხოვს. "ბრაზილია, ბრაზილიური ფეხბურთი და ჩვენი ნაკრები ასეთ სამარცხვინო მიდგომას არ იმსახურებს.

იმედი მაქვს, სპორტის სამინისტრო დამეხმარება იმაში, რომ ამას ბოლო მოეღოს. მენეზესს ახლა "კორინთიანსის" მეკარე ჰყავს ამოჩემებული და დარწმუნებული ვარ, რომ ისიც მალე გაიყიდება, თუ ჯერ კიდევ არ გაყიდულა!" - წუხს რომარიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა